Jump to content
Planeta.Ge

tabula.ge: ახალი რკინიგზა – ახალი გეოპოლიტიკა


Recommended Posts

##image#10064#1#რუ­სე­თის გავ­ლე­ნა ყირ­გი­ზეთ­ზე საგ­რძნობ­ლად შე­ირ­ყა. ეს უკა­ნას­კნე­ლი აქ­ტი­უ­რად ცდი­ლობს, ჩი­ნეთ­თან უფ­რო ახ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი და­ამ­ყა­როს და ამით ქვე­ყა­ნა­ზე რუ­სე­თის გავ­ლე­ნა და­ა­ბა­ლან­სოს. რო­გორც ყირ­გი­ზე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში ფიქ­რო­ბენ, ამ მხრივ, ახალ რკი­ნიგ­ზას შე­იძ­ლე­ბა გარ­დამ­ტე­ხი მნიშ­ვნე­ლო­ბა ჰქონ­დეს.

რკი­ნიგ­ზის მშე­ნებ­ლო­ბის გეგ­მა, რო­მე­ლიც ერ­თმა­ნეთ­თან და­ა­კავ­ში­რებ­და ჩი­ნეთს, ყირ­გი­ზეთს და უზ­ბე­კეთს, 1990-ია­ნი წლე­ბის შუა პე­რი­ო­დი­დან გა­ნი­ხი­ლე­ბა, თუმ­ცა 2009 წლამ­დე იდეა მხო­ლოდ იდე­ად რჩე­ბო­და. 2009 წლის ოქ­ტომ­ბერ­ში ჩი­ნეთ­მა რკი­ნიგ­ზის ეკო­ნო­მი­კუ­რი, ინ­ფრას­ტრუქ­ტუ­რუ­ლი და სატ­რან­სპორ­ტო-სა­კო­მუ­ნი­კა­ციო პო­ტენ­ცი­ა­ლის აქ­ტი­უ­რი შეს­წავ­ლა და­იწ­ყო. გაჩ­ნდა მო­საზ­რე­ბა, რომ პერ­სპექ­ტი­ვა­ში ახა­ლი რკი­ნიგ­ზა ირა­ნი­სა და თურ­ქე­თის ქსე­ლებს და­კავ­ში­რე­ბო­და, თუმ­ცა 2010 წლის აპ­რილ­ში მომ­ხდარ­მა მე­ო­რე ყირ­გი­ზულ­მა რე­ვო­ლუ­ცი­ამ ყვე­ლა გეგ­მა არია და რკი­ნიგ­ზის მშე­ნებ­ლო­ბაც ყვე­ლას გა­და­ა­ვიწ­ყდა.

სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ მა­ში­ნაც, ისე­ვე რო­გორც დღეს, რკი­ნიგ­ზის მშე­ნებ­ლო­ბის იდე­ის გა­აქ­ტი­უ­რე­ბა ყირ­გი­ზეთ­სა და რუ­სეთს შო­რის არ­სე­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის მკვეთრ და­ძაბ­ვას და­ემ­თხვა. 2010 წელს ყირ­გი­ზეთ­მა პე­კინ­ზე ფსო­ნი მას შემ­დეგ და­დო, რაც რუ­სე­თის­თვის ორი მსხვი­ლი კრე­დი­ტის სა­ნაც­ვლოდ და­დე­ბუ­ლი პი­რო­ბა და­არ­ღვია, ფუ­ლი მი­ი­ღო, მაგ­რამ ქვეყ­ნი­დან ამე­რი­კუ­ლი ავი­ა­ბა­ზე­ბი მა­ინც არ გა­იყ­ვა­ნა.

რუ­სეთ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­ში ყირ­გი­ზე­თის­თვის 2011 წლის თე­ბერ­ვა­ლიც და­ძა­ბუ­ლი გა­მოდ­გა. ყირ­გი­ზეთ­მა ქვეყ­ნის ბი­უ­ჯე­ტის შე­სავ­სე­ბად აუ­ცი­ლე­ბე­ლი კრე­დი­ტი ვერ მი­ი­ღო ან­ტიკ­რი­ზი­სუ­ლი ფონ­დი­დან – ЕврАзЭС. ამის სა­პა­სუ­ხოდ, ქვეყ­ნის პრე­ზი­დენ­ტმა მოს­კო­ვი ყვე­ლა ერ­თობ­ლი­ვი პრო­ექ­ტის ხე­ლოვ­ნუ­რად გა­ჭი­ა­ნუ­რე­ბა­ში და­ა­და­ნა­შა­უ­ლა – მათ შო­რის, შე­ახ­სე­ნა ის, რომ წი­ნას­წა­რი მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, რუ­სე­თის ენერ­გო­გი­განტს ჯერ კი­დევ არ შე­უს­ყი­დია ყირ­გი­ზე­თის ნავ­თო­ბი­სა და გა­ზის ორი მსხვი­ლი კომ­პა­ნია, არ და­უწ­ყია მდი­ნა­რე ნა­რინ­ზე ოთ­ხი ჰე­სის მშე­ნებ­ლო­ბა და არ გა­და­უხ­დია ყირ­გი­ზეთ­ში გან­თავ­სე­ბუ­ლი რუ­სუ­ლი საბ­რძო­ლო ბა­ზე­ბის არენ­დი­სა და კო­მუ­ნა­ლუ­რი გა­და­სა­ხა­დე­ბი. რუ­სუ­ლი პრო­ექ­ტე­ბის და კრე­დი­ტე­ბის ალ­ტერ­ნა­ტი­ვად ყირ­გი­ზე­თის პრე­ზი­დენ­ტმა და­ა­სა­ხე­ლა ჩი­ნე­თი, რო­მე­ლიც, მი­სი­ვე თქმით, ჩი­ნეთ-ყირ­გი­ზეთ-უზ­ბე­კე­თის რკი­ნიგ­ზის მშე­ნებ­ლო­ბის­თვის 3 მი­ლი­არ­დი აშშ დო­ლა­რის გა­მო­ყო­ფას გეგ­მავს.

3 მი­ლი­არ­დი ყირ­გი­ზე­თის­თვის პა­ტა­რა თან­ხა არ არის. იმ პი­რო­ბებ­ში, რო­ცა ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კის ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბა თით­ქმის მთლი­ა­ნად კრე­დი­ტე­ბის მო­ცუ­ლო­ბა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი, ვა­ლის გას­ტუმ­რე­ბის ყვე­ლა­ზე ლო­გი­კურ სა­შუ­ა­ლე­ბად მი­იჩ­ნე­ვა ქვეყ­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ალუ­მი­ნით, ფო­ლა­დით, ნახ­ში­რით და ოქ­რო­თი მდი­დარ რამ­დე­ნი­მე სა­ბა­დო­ზე ჩი­ნე­ლე­ბის­თვის უფ­ლე­ბის გა­და­ცე­მა. თა­ვის დრო­ზე, 2009 წელს, რო­ცა რკი­ნიგ­ზის მშე­ნებ­ლო­ბის იდეა პირ­ვე­ლად გაჩ­ნდა, ოთ­ხი ოქ­როს სა­ბა­დო სწო­რედ პრო­ექ­ტის და­ფი­ნან­სე­ბის­თვის იყო და­რე­ზერ­ვე­ბუ­ლი. თუმ­ცა დღეს, ყირ­გი­ზე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ჩი­ნე­თის­თვის ძვირ­ფა­სი, ფე­რა­დი და შა­ვი მე­ტა­ლე­ბის სა­ბა­დო­ე­ბის გახ­სნის შე­საძ­ლებ­ლო­ბას და ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით ჩი­ნეთ­თან რა­ი­მე მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის წარ­მო­ე­ბას უარ­ყოფს.

დღეს, ჩი­ნეთ-ყირ­გი­ზეთ-უზ­ბე­კე­თის რკი­ნიგ­ზის პრო­ექ­ტი უბ­რა­ლო იდე­ა­ზე ბევ­რად მე­ტია. მსოფ­ლიო ბან­კი მზად არის, ფი­ნან­სუ­რი ანა­ლი­ზი­სა და ტექ­ნი­კუ­რი დახ­მა­რე­ბის­თვის პო­ტენ­ცი­ურ ინ­ვეს­ტო­რებ­თან იმუ­შა­ოს და ქვეყ­ნის­თვის სხვა­დას­ხვა წყა­როს­გან 1.2 მი­ლი­არ­დი აშშ დო­ლა­რი მო­ი­ზი­დოს.

პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას ისიც ამარ­ტი­ვებს, რომ სარ­კი­ნიგ­ზო მარ­შრუ­ტის – ირა­ნი-ცენ­ტრა­ლუ­რი აზია, რო­მე­ლიც რე­გი­ო­ნის ქვეყ­ნებს სპარ­სე­თის ყუ­რე­ზე და თურ­ქე­თის სარ­კი­ნიგ­ზო ქსელ­ზე გას­ვლის შე­საძ­ლებ­ლო­ბას მის­ცემს – და­ფი­ნან­სე­ბა ის­ლა­მის გან­ვი­თა­რე­ბის ბან­კმა იტ­ვირ­თა. ამ მარ­შრუ­ტის ყვე­ლა­ზე რე­ა­ლუ­რი ვა­რი­ან­ტი ტა­ჯი­კეთ­სა და ავ­ღა­ნეთ­ზე გა­დის. შე­სა­ბა­მი­სად, ყირ­გი­ზე­თი რკი­ნიგ­ზის ახალ გან­შტო­ე­ბას ტა­ჯი­კე­თის სარ­კი­ნიგ­ზო ქსელ­თან და­ა­კავ­ში­რებს.

ამ შემ­თხვე­ვა­ში გა­დამ­წყვე­ტი მნიშ­ვნე­ლო­ბა ენი­ჭე­ბა იმას, თუ რამ­დე­ნად ფარ­თო იქ­ნე­ბა ხა­ზე­ბის შე­მა­ერ­თე­ბე­ლი მო­ნაკ­ვე­თი. ჩი­ნე­თი 1435 მი­ლი­მეტ­რის სი­გა­ნის მქო­ნე მო­ნაკ­ვეთს ით­ხოვს, რად­გან იგი­ვე სტან­დარ­ტია მი­ღე­ბუ­ლი რო­გორც ირან­ში, ისე თურ­ქეთ­შიც. თუ ამ სტან­დარტს ყირ­გი­ზე­თიც და­ი­ცავს, მა­შინ საზ­ღვრებ­ზე ტვირ­თის გად­მო­ზიდ­ვა და შემ­დეგ მი­სი ხე­ლახ­ლა დატ­ვირ­თვა სა­ჭი­რო აღარ იქ­ნე­ბა. ეს ტვირ­თის ტრან­სპორ­ტი­რე­ბას და მის და­ნიშ­ნუ­ლე­ბის ად­გილ­ზე მი­ტა­ნას და­აჩ­ქა­რებს.

მე­ო­რე მხრივ, საბ­ჭო­თა კავ­ში­რის­გან ყირ­გი­ზეთ­სა და ტა­ჯი­კეთს მემ­კვიდ­რე­ო­ბით 1520 მი­ლი­მეტ­რის სი­გა­ნის შე­მა­ერ­თე­ბე­ლი მო­ნაკ­ვე­თე­ბი ერ­გოთ. თუ რო­მე­ლი­მე ქვე­ყა­ნა ამ მემ­კვიდ­რე­ო­ბა­ზე უარს იტ­ყვის, მა­შინ ხა­ზე­ბის ერ­თმა­ნეთ­თან და­კავ­ში­რე­ბა გარ­თულ­დე­ბა. ფაქ­ტობ­რი­ვად, ორი­ვე ქვეყ­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ორი გან­სხვა­ვე­ბუ­ლი სარ­კი­ნიგ­ზო ხა­ზი იმოქ­მე­დებს: ერ­თი მათ­გა­ნი გათ­ვლი­ლი იქ­ნე­ბა დსთ-ს, მე­ო­რე კი – ახ­ლო აღ­მო­სავ­ლე­თის ქვეყ­ნებ­სა და ჩი­ნეთ­ზე.

რკი­ნიგ­ზის მშე­ნებ­ლო­ბის დე­ტა­ლუ­რი გეგ­მა მას შემ­დეგ გახ­დე­ბა ცნო­ბი­ლი, რაც პრო­ექ­ტის ტექ­ნი­კურ-ეკო­ნო­მი­კუ­რი ანა­ლი­ზი დას­რულ­დე­ბა. ასე­ვე, გა­მო­იკ­ვე­თე­ბა და­მა­ტე­ბი­თი და­ფი­ნან­სე­ბის წყა­რო­ე­ბი. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ჩი­ნეთს უკ­ვე აქვს მსგავ­სი მი­ძი­ნე­ბუ­ლი ფარ­თო­მას­შტა­ბი­ა­ნი ინ­ფრას­ტრუქ­ტუ­რუ­ლი პრო­ექ­ტე­ბის გა­ცოც­ხლე­ბის გა­მოც­დი­ლე­ბა – ასე­თი იყო, მა­გა­ლი­თად, 2009 წელს ტრან­სკონ­ტი­ნენ­ტუ­რი გაზ­სა­დე­ნი: თურ­ქმე­ნე­თი-უზ­ბე­კე­თი-ყა­ზა­ხე­თი-ჩი­ნე­თი.

ყირ­გი­ზეთ­სა და რუ­სეთს შო­რის არ­სე­ბუ­ლი და­ძა­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის პი­რო­ბებ­ში, ახა­ლი რკი­ნიგ­ზის ფორ­სი­რე­ბუ­ლი ტემ­პე­ბით მშე­ნებ­ლო­ბის მთა­ვა­რი მი­ზა­ნი ცენ­ტრა­ლუ­რი აზი­ის ქვეყ­ნის რუ­სეთ­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის­თვის ალ­ტერ­ნა­ტი­ვის მო­ძებ­ნაა: ეს იმ შემ­თხვე­ვა­ში გახ­დე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი, თუ ყირ­გი­ზე­თი სატ­რან­სპორ­ტო-სა­კო­მუ­ნი­კა­ციო ორი­ენ­ტი­რებს შე­იც­ვლის და რუ­სე­თის ნაც­ვლად, რე­გი­ო­ნის სხვა ქვეყ­ნებ­ზე გა­და­ერ­თვე­ბა. იგი­ვე მი­ზა­ნი აქვს ტა­ჯი­კეთ­საც, რად­გან უზ­ბე­კე­თის მხრი­დან მი­სი მი­სა­მარ­თით ელექ­ტრო­ე­ნერ­გი­ი­თა და გა­ზით მა­ნი­პუ­ლი­რე­ბის შემ­თხვე­ვე­ბი გახ­შირ­და.

სატ­რან­სპორ­ტო მარ­შრუ­ტე­ბის ცვლი­ლე­ბა ეკო­ნო­მი­კუ­რი კავ­ში­რე­ბის გა­დაწ­ყო­ბას გა­მო­იწ­ვევს. ამას კი, მო­მა­ვალ­ში, გე­ო­პო­ლი­ტი­კუ­რი ხა­სი­ა­თის ცვლი­ლე­ბე­ბიც მოჰ­ყვე­ბა.

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...