Jump to content
Planeta.Ge

tabula.ge: საკვებზე ხელმისაწვდომობა და ოჯახების სუფთა შემოსავალი


Recommended Posts

##image#10061#1#ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტმა (USDA) 2010 წლის კვლე­ვა გა­მო­აქ­ვეყ­ნა, სა­ი­და­ნაც ირ­კვე­ვა, რომ მსოფ­ლი­ოს 84 ქვე­ყა­ნას შო­რის, საკ­ვებ­ზე ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბის თვალ­საზ­რი­სით, ამე­რი­კა პირ­ველ ად­გილ­ზეა.

კვლე­ვის მი­ხედ­ვით, ბო­ლო 80 წლის მან­ძილ­ზე შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის სუფ­თა შე­მო­სავ­ლებ­ში საკ­ვებ­ზე და­ნა­ხარ­ჯე­ბის წი­ლი 15.6%-ით, თით­ქმის 3-ჯერ შემ­ცირ­და, ხო­ლო ბო­ლო 30 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, სა­შუ­ა­ლო ამე­რი­კე­ლის სუფ­თა შე­მო­სა­ვა­ლი თით­ქმის 4%-ით გა­ი­ზარ­და. 2010 წელს, ამე­რი­კა­ში საკ­ვებ­ზე ოჯა­ხე­ბის მთლი­ა­ნი შე­მო­სავ­ლის 6.6% და­ი­ხარ­ჯა.

იმა­ვე კვლე­ვის მი­ხედ­ვით, 2010 წელს სა­ქარ­თვე­ლო­ში მცხოვ­რებ­მა ოჯახ­მა მთლი­ა­ნი შე­მო­სავ­ლე­ბი­დან საკ­ვებ­ზე 34.7%-ით, თით­ქმის 6-ჯერ მე­ტი და­ხარ­ჯა. შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის შე­ფა­სე­ბით, სა­ქარ­თვე­ლო საკ­ვებ­ზე ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბის კუთ­ხით, მსოფ­ლი­ოს 84 ქვე­ყა­ნას შო­რის 76-ე ად­გილ­ზეა. საკ­ვებ­ზე სა­ქარ­თვე­ლოს ოჯა­ხებ­ზე მეტს კვლე­ვა­ში ჩარ­თუ­ლი მხო­ლოდ 7 ქვე­ყა­ნა ხარ­ჯავს: უკ­რა­ი­ნა, კე­ნია, პა­კის­ტა­ნი, ბე­ლა­რუ­სი, ალ­ჟი­რი, აზერ­ბა­ი­ჯა­ნი და კა­მე­რუ­ნი.

უშუ­ა­ლო მე­ზობ­ლე­ბი­დან საკ­ვე­ბი უფ­რო ხელ­მი­საწ­ვდო­მია თურ­ქეთ­სა და რუ­სეთ­ში. ამ უკა­ნას­კნელ­ში, საკ­ვებ­ზე ერ­თი ოჯა­ხი თა­ვი­სი შე­მო­სავ­ლე­ბის 29%-ს, ხო­ლო თურ­ქეთ­ში – 21.4%-ს ხარ­ჯავს. სომ­ხე­თის მო­ნა­ცე­მე­ბი კვლე­ვას არ აქვს.

შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის მო­ნა­ცე­მე­ბი­დან კი­დევ ერ­თი სა­ინ­ტე­რე­სო ტენ­დენ­ცია იკ­ვე­თე­ბა: კვლე­ვა­ში ჩარ­თულ 28 ქვე­ყა­ნა­ში, ანუ მთე­ლი რა­ო­დე­ნო­ბის მე­სა­მედ­ში, ოჯა­ხი საკ­ვებ­ზე სა­შუ­ა­ლოდ 23.58%-ით იმა­ზე მეტს ხარ­ჯავს, ვიდ­რე ამე­რი­კა დი­დი დეპ­რე­სი­ის დროს. ამ ქვეყ­ნებ­ში რუ­სე­თი, სა­ქარ­თვე­ლო და აზერ­ბა­ი­ჯა­ნიც შე­დის.

საკ­ვებ­ზე ხე­ლი­საწ­ვდო­მო­ბით ამე­რი­კას მოს­დევს სინ­გა­პუ­რი, სა­დაც ერ­თი ოჯა­ხი საკ­ვებ­ზე თა­ვი­სი შე­მო­სავ­ლის 7.5%-ს ხარ­ჯავს. ხუ­თე­ულ­ში ასე­ვე შე­დი­ან: გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­მე­ფო – 9.7%-ით, კა­ნა­და – 9.8%-ით და ირ­ლან­დია – 10.2%-ით. თუმ­ცა ამე­რი­კა მა­ინც გა­მორ­ჩე­უ­ლია, რად­გან იქ, მთე­ლი 80 წლის მან­ძილ­ზე, საკ­ვე­ბი ისე­თი ია­ფი არას­დროს ყო­ფი­ლა, რო­გორც ეს 2010 წელს იყო.

 

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...