Jump to content
Planeta.Ge

tabula.ge: რად გვინდა ასტრონომია


Recommended Posts

##image#10057#0#ადა­მი­ანს ყო­ველ­თვის აინ­ტე­რე­სებ­და სამ­ყა­რო, რო­მელ­შიც ის ცხოვ­რობს. ეს და­უც­ხრო­მე­ლი და უსაზ­ღვრო ცნო­ბის­მოყ­ვა­რე­ო­ბა მი­სი ერთ-ერ­თი თვი­სე­ბაა. ამას მოწ­მობს რო­გორც წე­რი­ლო­ბი­თი ის­ტო­რი­უ­ლი წყა­რო­ე­ბი, ასე­ვე დამ­წერ­ლო­ბამ­დე­ლი არ­ქე­ო­ლო­გი­უ­რი ძეგ­ლე­ბი. შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, სამ­ყა­როს შეც­ნო­ბა ჰო­მო სა­პი­ენ­სის ბუ­ნე­ბის გა­ნუ­ყო­ფე­ლი ნა­წი­ლია – ის ვერ შექ­მნი­და ცი­ვი­ლი­ზა­ცი­ას და ტექ­ნო­ლო­გი­ებს, რომ არა ეს და­უშ­რე­ტე­ლი ლტოლ­ვა.

გა­და­ჭარ­ბე­ბის გა­რე­შე შე­იძ­ლე­ბა ვთქვათ, რომ მო­ბი­ლუ­რი და ინ­ტერ­ნე­ტი, დის­ტან­ცი­უ­რი მარ­თვის პულ­ტი და თა­ნა­მედ­რო­ვე აბა­ზა­ნა, რო­მელ­თა გა­რე­შეც დღეს არ­სე­ბო­ბა ვერ წარ­მოგ­ვიდ­გე­ნია, სწო­რედ იმის შე­დე­გია, რომ ადა­მი­ანს აინ­ტე­რე­სებ­და, თუ რას წარ­მო­ად­გენს სამ­ყა­რო, რო­გორ შე­იქ­მნა, რა მო­ე­ლის მო­მა­ვალ­ში და რა ად­გი­ლი უკა­ვია კოს­მოს­ში. ამ ცოდ­ნის დაგ­რო­ვე­ბა­სა და გან­ვი­თა­რე­ბა­ში კი ერთ-ერ­თი უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი ად­გი­ლი ას­ტრო­ნო­მი­ას უკა­ვია. ას­ტრო­ნო­მი­უ­ლი ცოდ­ნა, რო­მე­ლიც, ერ­თი შე­ხედ­ვით, შორ­საა პრაქ­ტი­კუ­ლი გა­მო­ყე­ნე­ბი­სა­გან, სი­ნამ­დვი­ლე­ში მჭიდ­რო კავ­შირ­შია ჩვენს ყო­ველ­დღი­უ­რო­ბას­თან, თუმ­ცა ჩვენ ამას ვერ ვაც­ნო­ბი­ე­რებთ. ასე იყო ყო­ველ­თვის.

კა­ლენ­და­რი და დრო­ის აღ­რიც­ხვა ას­ტრო­ნო­მი­უ­ლი დაკ­ვირ­ვე­ბე­ბით შე­იქ­მნა. მა­თე­მა­ტი­კის დი­დი ნა­წი­ლი ას­ტრო­ნო­მი­უ­ლი კვლე­ვე­ბის შე­დე­გია. ტრი­გო­ნო­მეტ­რია და ლო­გა­რით­მი ას­ტრო­ნო­მებ­მა გა­მო­ი­გო­ნეს. კალ­კუ­ლუ­სი – თა­ნა­მედ­რო­ვე მეც­ნი­ე­რე­ბი­სა და ინ­ჟი­ნე­რი­ის სა­ფუძ­ვე­ლი – ისა­აკ ნი­უ­ტონ­მა ას­ტრო­ნო­მი­უ­ლი გა­მოთ­ვლე­ბის­თვის შექ­მნა. ას­ტრო­ნო­მი­ას იყე­ნე­ბენ ნა­ვი­გა­ცი­ა­ში გე­მე­ბის, თვით­მფრი­ნა­ვე­ბი­სა და კოს­მო­სუ­რი ხო­მალ­დე­ბის მარ­თვი­სას. ას­ტრო­ნო­მებს უხ­დე­ბათ დი­დი ##image#10058#1#მო­ცუ­ლო­ბის გა­მოთ­ვლე­ბის წარ­მო­ე­ბა, რა­მაც კომ­პი­უ­ტე­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას და­უ­დო სა­ფუძ­ვე­ლი. კეპ­ლე­რი­სა და ნი­უ­ტო­ნის კა­ნო­ნე­ბის გა­რე­შე შე­უძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბო­და კოს­მო­სის ათ­ვი­სე­ბა, რო­მელ­ზეც დღეს და­მო­კი­დე­ბუ­ლი ვართ: ვინ­მეს წარ­მო­გიდ­გე­ნი­ათ თა­ვი მო­ბი­ლუ­რის, ინ­ტერ­ნე­ტის, ამინ­დის პროგ­ნო­ზის გა­რე­შე? ამ დროს, ეს გე­ნი­ო­სი მეც­ნი­ე­რე­ბი ვერც კი წარ­მო­იდ­გენ­დნენ, რას მო­უ­ტან­და კა­ცობ­რი­ო­ბას მა­თი აღ­მო­ჩე­ნე­ბი.

რა­დი­ო­ას­ტრო­ნო­მი­ამ რა­დი­ო­მიმ­ღე­ბე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­სა და სა­ტე­ლი­ტუ­რი კო­მუ­ნი­კა­ცი­ის ინ­დუს­ტრი­ას ჩა­უ­ყა­რა სა­ფუძ­ვე­ლი. ას­ტრო­ნო­მე­ბის მი­ერ შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი გა­მო­სა­ხუ­ლე­ბის და­მუ­შა­ვე­ბის ტექ­ნი­კა ამ­ჟა­მად მე­დი­ცი­ნა­ში გა­მო­ი­ყე­ნე­ბა და პა­ცი­ენ­ტის ში­ნა­გა­ნი ორ­გა­ნო­ე­ბის დის­ტან­ცი­უ­რი შეს­წავ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბას იძ­ლე­ვა. ას­ტრო­ნო­მი­ას სულ უფ­რო ზუს­ტი და მა­ღა­ლი დო­ნის ინ­სტრუ­მენ­ტე­ბი სჭირ­დე­ბა, ეს კი ელექ­ტრო­ნი­კის, მე­ქა­ნი­კუ­რი ინ­ჟი­ნე­რი­ი­სა და კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი მეც­ნი­ე­რე­ბის შემ­დგომ გან­ვი­თა­რე­ბას გა­მო­იწ­ვევს, რაც კვლავ აი­სა­ხე­ბა ჩვენს ყო­ველ­დღი­უ­რო­ბა­ში.

მე­ო­ცე-ოც­და­მე­ერ­თე სა­უ­კუ­ნე­ე­ბის მეც­ნი­ე­რუ­ლი და ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი მიღ­წე­ვე­ბი დამ­ყა­რე­ბუ­ლია ნივ­თი­ე­რე­ბი­სა და ენერ­გი­ის შე­სა­ხებ ფი­ზი­კის ფუნ­და­მენ­ტუ­რი კა­ნო­ნე­ბის ცოდ­ნა­ზე. ამა­ვე დროს, ნე­იტ­რო­ნულ ვარ­სკვლა­ვებ­ზე, ზე­ახ­ლებ­სა და შავ ხვრე­ლებ­ზე დაკ­ვირ­ვე­ბით შე­საძ­ლე­ბე­ლია ნივ­თი­ე­რე­ბა­თა შეს­წავ­ლა ისეთ ექ­სტრე­მა­ლურ პი­რო­ბებ­ში (დი­დი სიმ­კვრი­ვე, მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რა, ძლი­ე­რი გრა­ვი­ტა­ცია), რო­მელ­თა მი­ღე­ბა დე­და­მი­წის პი­რო­ბებ­ში ჯერ­ჯე­რო­ბით შე­უძ­ლე­ბე­ლია.

სამ­ყა­რო­ში ჩვე­ნი ად­გი­ლის გან­საზ­ღვრი­სას კი ას­ტრო­ნო­მია უმ­თავ­რე­სია. გე­ო­ცენ­ტრუ­ლი სის­ტე­მა ჰე­ლი­ო­ცენ­ტრულ­მა შეც­ვა­ლა, შემ­დგომ აღ­მოჩ­ნდა, რომ არც მზეა სამ­ყა­როს ცენ­ტრში და არც ჩვე­ნი გა­ლაქ­ტი­კა. პლა­ნე­ტუ­რი სის­ტე­მა ურიც­ხვია, ხო­ლო ათი­ო­დე წლის წინ გა­კე­თე­ბულ­მა აღ­მო­ჩე­ნამ სამ­ყა­როს აჩ­ქა­რე­ბით გა­ფარ­თო­ე­ბის შე­სა­ხებ მეც­ნი­ე­რე­ბი სა­გო­ნე­ბელ­ში ჩა­აგ­დო.

მაგ­რამ ეს არ არის ყვე­ლა­ფე­რი. ერთ-ერ­თი ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ას­ტრო­ნო­მი­ის წვლი­ლი მეც­ნი­ე­რუ­ლი აზ­როვ­ნე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­ში.

რამ­დე­ნი­მე ხნის წინ, აბას­თუმ­ნის ობ­სერ­ვა­ტო­რი­ის სას­ტუმ­როს ჰოლ­ში ჟურ­ნა­ლებს და ფლა­ი­ე­რებს ვათ­ვა­ლი­ე­რებ­დი, რო­მელ­თა შო­რის იყო ბრო­შუ­რა სა­თა­უ­რით „მგლე­ბი”, სა­დაც ამ ცხო­ველ­ზე მოკ­ლედ იყო მოთ­ხრო­ბი­ლი. იქ ეწე­რა, რომ 15000 წლის წინ ადა­მი­ან­მა მგე­ლი მო­ი­ში­ნა­უ­რა და ასე გაჩ­ნდა ძაღ­ლი – მი­სი უერ­თგუ­ლე­სი მე­გო­ბა­რი. ამ დროს მო­მი­ახ­ლოვ­და სას­ტუმ­როს ერთ-ერ­თი მცხოვ­რე­ბი, შუ­ახ­ნის მა­მა­კა­ცი და აღ­შფო­თე­ბულ­მა მით­ხრა: „ნა­ხეთ, რა სი­სუ­ლე­ლე­ე­ბი წე­რია ამ ბრო­შუ­რა­ში – ძაღ­ლი მგლის­გან წარ­მო­იშ­ვაო. ეს ხომ სრუ­ლი სი­სუ­ლე­ლეა! ჩვენ ხომ ყვე­ლამ ძა­ლი­ან კარ­გად ვი­ცით, რომ ძაღ­ლიც, მგე­ლიც, ადა­მი­ა­ნიც ღმერ­თმა შექ­მნა”. რო­გორც ჩანს, ამ ადა­მი­ანს მეც­ნი­ე­რე­ბი­სა და მი­სი მე­თო­დე­ბის შე­სა­ხებ არა­ფე­რი გა­ე­გე­ბო­და. მას სი­ცოც­ხლე ვერ წარ­მო­უდ­გე­ნია მო­ბი­ლუ­რი­სა და ავ­ტო­მო­ბი­ლის გა­რე­შე და ვერ­ცკი ხვდე­ბა, რომ ყვე­ლას მა­სა­ვით რომ ეაზ­როვ­ნა, ეს ნივ­თე­ბი, უბ­რა­ლოდ, არ იარ­სე­ბებ­და.

მე გა­მი­ჭირ­დე­ბა იმის შე­ფა­სე­ბა, ჩვე­ნი ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­თა რამ­დენ პრო­ცენტს შე­ად­გე­ნენ ასე­თი ადა­მი­ა­ნე­ბი, არც გა­მო­კით­ხვა ჩა­მი­ტა­რე­ბია და არც ამას­თან და­კავ­ში­რე­ბულ კვლე­ვებს ვიც­ნობ (თუ­კი არ­სე­ბობს), მაგ­რამ ყო­ველ­დღი­უ­რი ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა მკარ­ნა­ხობს, რომ ეს პრო­ცენ­ტი არ­ცთუ მცი­რე უნ­და იყოს. და თუ ეს ასეა, ფრი­ად და­მა­ფიქ­რე­ბე­ლია. ეს ადა­მი­ა­ნე­ბი ყო­ველ­დღი­უ­რად, ყო­ველ ნა­ბიჯ­ზე იყე­ნე­ბენ მეც­ნი­ე­რე­ბის მიღ­წე­ვებს და მათ გა­რე­შე ##image#10059#1#ცხოვ­რე­ბაც არ შე­უძ­ლი­ათ, მაგ­რამ რო­დე­საც ევო­ლუ­ცი­ის თე­ო­რი­ა­ზე ან სამ­ყა­როს წარ­მო­შო­ბა­ზე ჩა­მო­ვარ­დე­ბა ლა­პა­რა­კი, ისი­ნი მეც­ნი­ე­რე­ბას ცალ­სა­ხად უარ­ყო­ფენ.

ისიც მარ­თა­ლია, რომ მეც­ნი­ე­რე­ბიც ხში­რად უშ­ვე­ბენ შეც­დო­მებს. ასე მა­გა­ლი­თად, შარ­შან ნო­ემ­ბერ­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი სენ­სა­ცი­უ­რი ცნო­ბა ნე­იტ­რი­ნო­ე­ბის ზე-სი­ნათ­ლის სიჩ­ქა­რით მოძ­რა­ო­ბის შე­სა­ხებ არ და­დას­ტურ­და, რი­თაც აინ­შტა­ი­ნის თე­ო­რია „გა­დარ­ჩა”. თუმ­ცა ის რომ მცდა­რი აღ­მო­ჩე­ნი­ლი­ყო, მის ად­გილს სხვა თე­ო­რია და­ი­კა­ვებ­და. შეც­დო­მე­ბი ჩვე­უ­ლებ­რი­ვი მოვ­ლე­ნაა, უფ­რო მე­ტიც, შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, ჭეშ­მა­რი­ტე­ბის­კენ გზა შეც­დო­მებ­ზე გა­დის. მეც­ნი­ე­რე­ბა პა­ტი­ო­სა­ნია – ის აღი­ა­რებს თა­ვის შეც­დო­მებს და არ ეში­ნია ღია, უპა­სუ­ხო შე­კით­ხვე­ბის. „ეს იყო ჩე­მი ყვე­ლა­ზე დი­დი შეც­დო­მა”, – გა­ნაც­ხა­და აინ­შტა­ინ­მა და თა­ვის მი­ერ შე­მო­ღე­ბულ კოს­მო­ლო­გი­ურ კონ­სტან­ტა­ზე უა­რი თქვა. თუმ­ცა რამ­დე­ნი­მე წლის წინ კოს­მო­ლო­გი­უ­რი კონ­სტან­ტა კვლავ „და­აბ­რუ­ნეს”, ასე რომ, აინ­შტა­ი­ნის აღი­ა­რე­ბა თა­ვად აღ­მოჩ­ნდა მცდა­რი. შე­იძ­ლე­ბა მიღ­წე­ვა შეც­დო­მა­ზეც იყოს დამ­ყა­რე­ბუ­ლი. ქრის­ტე­ფო­რე კო­ლუმ­ბმა ინ­დო­ე­თი ეძე­ბა და ამე­რი­კა აღ­მო­ა­ჩი­ნა ისე, რომ თვი­თო­ნაც არ იცო­და. ასე­თი მა­გა­ლი­თი უამ­რა­ვია, მაგ­რამ ჩვენ ვხე­დავთ და ვსარ­გებ­ლობთ მეც­ნი­ე­რე­ბის ურიც­ხვი რე­ა­ლუ­რი შე­დე­გით.

21-ე სა­უ­კუ­ნე­ში სა­ზო­გა­დო­ე­ბის გა­ნათ­ლე­ბი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის დო­ნე სხვა სა­ზო­მე­ბით იზო­მე­ბა, ვიდ­რე მე-20-ში, რო­დე­საც ის წე­რა-კით­ხვის ცოდ­ნით გა­ნი­საზ­ღვრე­ბო­და. არც კომ­პი­უ­ტე­რის ქო­ნა და ინ­ტერ­ნე­ტით სარ­გებ­ლო­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბაა საკ­მა­რი­სი. იმა­საც და­ვაკ­ვირ­დი, რომ, ჩემ­და გა­საკ­ვი­რად, ინ­ფორ­მა­ცი­ის სა­ყო­ველ­თაო მი­საწ­ვდო­მო­ბაც (რაც ინ­ტერ­ნეტ­მა მო­ი­ტა­ნა) არ ყო­ფი­ლა ადა­მი­ან­თა ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის დო­ნის ამაღ­ლე­ბი­სა და თა­ნა­მედ­რო­ვე აზ­როვ­ნე­ბის დამ­კვიდ­რე­ბის სრუ­ლი გა­რან­ტია. ეს მხო­ლოდ მეც­ნი­ე­რუ­ლი, მათ შო­რის, ას­ტრო­ნო­მი­უ­ლი ცოდ­ნის გავ­რცე­ლე­ბი­თაა შე­საძ­ლე­ბე­ლი. ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­საც არა აქვს ფარ­თო წარ­მოდ­გე­ნა მეც­ნი­ე­რულ მიღ­წე­ვებ­ზე, ისე­თი­ვე შეზ­ღუ­დუ­ლია, რო­გორც ის, ვინც არ იც­ნობს ის­ტო­რი­ას, ლი­ტე­რა­ტუ­რას, მუ­სი­კას ან მხატ­ვრო­ბას, რო­გო­რიც იყო ის, ვინც მე­ო­ცე სა­უ­კუ­ნე­ში წე­რა-კით­ხვა არ იცო­და. სამ­ყა­როს შე­სა­ხებ ახა­ლი აღ­მო­ჩე­ნე­ბი ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლურ ცხოვ­რე­ბას ამ­დიდ­რე­ბენ.

დღე­ვან­დელ მსოფ­ლიო ბა­ზარ­ზე, კონ­კუ­რენ­ტუ­ნა­რი­ან ერს ფარ­თო სა­მეც­ნი­ე­რო გა­ნათ­ლე­ბა ესა­ჭი­რო­ე­ბა. ქვეყ­ნის გან­ვი­თა­რე­ბის დო­ნე, ეკო­ნო­მი­კურ ინ­დექ­სებ­თან ერ­თად, მეც­ნი­ე­რე­ბის, მათ შო­რის, ას­ტრო­ნო­მი­ის, დო­ნი­თაც გა­ნი­საზ­ღვრე­ბა.

 

P.S. 4 ივ­ლისს სა­ინ­ფორ­მა­ციო წყა­რო­ებ­მა გა­ავ­რცე­ლეს ცნო­ბა, რომ CERN-ში აღ­მო­ა­ჩი­ნეს ჰიგ­სის ნა­წი­ლა­კი (ჰიგ­სის ბო­ზო­ნი). ეს დი­დი მოვ­ლე­ნაა მეც­ნი­ე­რე­ბა­ში. ამ აღ­მო­ჩე­ნით და­დას­ტურ­და თა­ნა­მედ­რო­ვე თე­ო­რია ელე­მენ­ტა­რუ­ლი ნა­წი­ლა­კე­ბის შე­სა­ხებ – ე.წ. სტან­დარ­ტუ­ლი მო­დე­ლი.

 

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...