Jump to content
Planeta.Ge

Recommended Posts

##image#10048#1#2011 წლის მარ­ტში დაწ­ყე­ბუ­ლი ამ­ბო­ხე­ბი­დან თექ­ვსმე­ტი თვის შემ­დეგ ბა­შარ ალ-ასა­დი კვლავ რჩე­ბა დო­მი­ნოს ქვად, რო­მე­ლიც უარს აც­ხა­დებს და­ცე­მა­ზე. რე­ჟი­მის ძა­ლა­დობ­რივ პა­სუხს უკ­ვე თოთ­ხმე­ტი ათას­ზე მე­ტი ადა­მი­ა­ნის სი­ცოც­ხლე შე­ე­წი­რა, ასი ათა­სამ­დე დევ­ნი­ლად აქ­ცია, ხო­ლო ნა­ხე­ვარ მი­ლი­ონს სახ­ლის და­ტო­ვე­ბა აი­ძუ­ლა. სი­რია სა­მო­ქა­ლა­ქო ომ­ში ჩათ­რე­ვის ზღვარ­ზე დგას, ხო­ლო მზარ­დი კრი­ზი­სი რე­გი­ო­ნულ გარ­თუ­ლე­ბებს იწ­ვევს. აშშ-ის მოქ­მე­დი ად­მი­ნის­ტრა­ცია პირ­და­პი­რი ჩა­რე­ვის­გან თავს იკა­ვებს და პრობ­ლე­მას ირა­ნულ ბირ­თვულ საფ­რთხეს­თან მთლი­ა­ნო­ბა­ში გა­ნი­ხი­ლავს, რაც გე­ო­პო­ლი­ტი­კურ არე­ნა­ზე რუ­სე­თის მნიშ­ვნე­ლო­ბას წინ სწევს.

22 ივ­ნისს, სი­რი­ამ ჩრდი­ლო-და­სავ­ლეთ საზ­ღვრის სი­ახ­ლო­ვეს, მო­უ­ლოდ­ნე­ლად ჩა­მო­აგ­დო თურ­ქუ­ლი გა­მა­ნად­გუ­რე­ბე­ლი. თურ­ქი სა­ხელ­მწი­ფო პი­რე­ბის გან­ცხა­დე­ბით, საბ­რძო­ლო თვით­მფრი­ნა­ვი რუ­ტი­ნულ საწ­ვრთნელ მი­სი­ას ას­რუ­ლებ­და და სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ჰა­ე­რო ზო­ნა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და. სი­რი­ულ­მა მხა­რემ მომ­ხდარს შემ­თხვე­ვი­თო­ბა უწო­და და თურ­ქე­თის მი­მართ მტრუ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა გა­მო­რიც­ხა. ანა­ლი­ტი­კოს­თა ერ­თი ნა­წი­ლის აზ­რით, ამით ასად­მა ინ­ტერ­ვენ­ცი­ის მომ­ხრე­ებს ##image#10051#0#სა­კუ­თა­რი თავ­დაც­ვი­თი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი და­ა­ნა­ხა. ამა­ვე დროს, ინ­ცი­დენ­ტამ­დე ორი დღით ად­რე, სი­რი­უ­ლი სა­ჰა­ე­რო ძა­ლე­ბის ერ­თმა პი­ლოტ­მა თვით­მფრი­ნა­ვით იორ­და­ნი­ა­ში თავ­შე­სა­ფა­რი მო­ით­ხო­ვა. შე­საძ­ლე­ბე­ლია, რე­ჟი­მის რე­აქ­ცია სხვა პი­ლო­ტე­ბის მი­მართ ერ­თგვარ გაფ­რთხი­ლე­ბას წარ­მო­ად­გენ­და.

უკა­ნას­კნელ ხა­ნებ­ში, ასა­დის რე­ჟი­მის მთა­ვარ და­საყ­რდენ, 300,000-იან სა­ხელ­მწი­ფო ჯარ­ში მო­რა­ლის ნაკ­ლე­ბო­ბა შე­ი­ნიშ­ნე­ბა. ყვე­ლა­ზე ოპ­ტი­მის­ტუ­რი გათ­ვლე­ბით, მი­სი მე­სა­მე­დი დე­ზერ­ტი­რია და ან უც­ხო­ეთ­ში წა­ვი­და, ან ამ­ბო­ხე­ბუ­ლებს შე­უ­ერ­თდა. ამის ფონ­ზე აჯან­ყე­ბულ­თა „თა­ვი­სუ­ფა­ლი სი­რი­ის არ­მია” დი­ვერ­სი­ე­ბის მოწ­ყო­ბას მე­ტი წარ­მა­ტე­ბით ახერ­ხებს. სპარ­სე­თის ყუ­რის ქვეყ­ნე­ბის მი­ერ მი­წო­დე­ბულ­მა ია­რაღ­მა რე­ვო­ლუ­ცი­უ­რი ძა­ლე­ბის ეფექ­ტუ­რო­ბა შე­სამ­ჩნე­ვად გა­ზარ­და. ამ­ბო­ხე­ბუ­ლებ­მა თურ­ქეთ­თან ჩრდი­ლო­ეთ-და­სავ­ლეთ საზ­ღვრის ტე­რი­ტო­რია, და­მას­კო­სა და ალე­პოს შო­რის მო­ნაკ­ვე­თი და სამ­ხრე­თით, ჰა­მას შე­მო­გა­რე­ნი გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს, თუმ­ცა უშუ­ა­ლოდ ქა­ლა­ქებს ვერ ემუქ­რე­ბი­ან. უახ­ლე­სი მო­ნა­ცე­მე­ბით, აჯან­ყე­ბუ­ლე­ბი და­ახ­ლო­ე­ბით 300 ჯგუფს და 40,000 მე­ო­მარს შე­ად­გე­ნენ.

გა­ზეთ Guardian-ის მი­ხედ­ვით, ამ­ბო­ხე­ბუ­ლებს სი­რი­უ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის ერ­თი მე­სა­მე­დი უჭერს მხარს, ერ­თი მე­სა­მე­დი მთავ­რო­ბის მხა­რე­ზეა, ხო­ლო და­ნარ­ჩენს არ­ცერ­თი მოს­წონს. ბო­ლო დროს, უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა მა­ტუ­ლობს ასა­დის ტრა­დი­ცი­ულ მხარ­დამ­ჭერ ორ უდი­დეს ქა­ლაქ­ში, და­მას­კო­სა და ალე­პო­ში. იქ სამ­ხედ­რო შე­ნო­ბე­ბის და­ბომ­ბვა, პო­ლი­ცი­ე­ლე­ბის მკვლე­ლო­ბა და ღა­მით ცეც­ხლსას­რო­ლი ია­რა­ღით ბრძო­ლე­ბი საგ­რძნობ­ლად გახ­შირ­და. ჰუ­ლა­ში მომ­ხდა­რი ხოც­ვა-ჟლე­ტის პა­სუ­ხად, და­მას­კო­ელ­მა მა­ღა­ზი­ის მე­პატ­რო­ნე­ებ­მა თა­ვი­ან­თი ფარ­დუ­ლე­ბი და­ხუ­რეს. და­მას­კო­უ­რი სა­ვაჭ­რო კლა­სის გარ­და, The New York Times-ის ცნო­ბით, ასა­დის მხარ­და­ჭე­რა შერ­ყე­უ­ლია ალა­ვი­ტურ თემ­შიც.

ასა­დის ძა­ლებ­მა და­პი­რის­პი­რე­ბუ­ლი მხა­რის წი­ნა­აღ­მდეგ და­იწ­ყეს იმ ვერ­ტმფრე­ნე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა, რომ­ლი­თაც მათ რუ­სე­თი ამა­რა­გებს. ამის გა­მო, აშშ-ის სა­ხელ­მწი­ფო მდი­ვან­მა ჰი­ლა­რი კლინ­ტონ­მა მოს­კო­ვი კონ­ფლიქ­ტის ეს­კა­ლა­ცი­ა­ში და­ა­და­ნა­შა­უ­ლა. გა­სულ თვე­ში პენ­ტა­გონ­მა რუ­სე­თის მი­ერ ტარ­ტუ­სის ბა­ზა­ში სამ­ხედ­რო არ­სე­ნა­ლით დატ­ვირ­თუ­ლი სა­მი საზ­ღვაო გე­მის გაგ­ზავ­ნის შე­სა­ხებ გა­მო­აც­ხა­და. გარ­და ამი­სა, ბრი­ტა­ნე­თის მთავ­რო­ბის ბრძა­ნე­ბით, შოტ­ლან­დი­ის ნა­პი­რებ­თან შე­ა­ჩე­რეს რუ­სუ­ლი სა­კონ­ტრაქ­ტო გე­მი, რო­მელ­საც, სა­ვა­რა­უ­დოდ, სი­რი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბით ვერ­ტმფრე­ნე­ბი და რა­კე­ტე­ბი მიჰ­ქონ­და. სი­რი­ას გან­ვი­თა­რე­ბულ თავ­დაც­ვით სა­რა­კე­ტო სის­ტე­მას რუ­სე­თის მთა­ვა­რი ია­რა­ღის ექ­სპორ­ტი­ო­რი კომ­პა­ნია, რო­სო­ბო­რო­ნექ­სპორ­ტი აწო­დებს. რუ­სე­თის აქ­ტი­ვო­ბას­თან შე­და­რე­ბით, კრი­ზის­ში აშშ-ის მო­ნა­წი­ლე­ო­ბა უფ­რო პა­სი­უ­რად გა­მო­ი­ყუ­რე­ბა. Wall Street Journal-ის და New York Times-ის მი­ხედ­ვით, CIA-ის ოფიც­რე­ბი სამ­ხრეთ თურ­ქე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე იმ­ყო­ფე­ბი­ან და სი­რი­ელ ამ­ბო­ხე­ბუ­ლებ­ში ია­რა­ღის გა­ნა­წი­ლე­ბას უწე­ვენ კო­ორ­დი­ნა­ცი­ას.

სი­რი­უ­ლი კრი­ზი­სის გაღ­რმა­ვე­ბას, შე­იძ­ლე­ბა, რე­გი­ო­ნუ­ლი მას­შტა­ბით სა­გუ­ლის­ხმო გარ­თუ­ლე­ბე­ბი მოჰ­ყვეს. მო­სა­ლოდ­ნე­ლი ვა­რი­ან­ტია ლი­ბა­ნის მსგავ­სი სა­მო­ქა­ლა­ქო ომი, რო­მელ­შიც სუ­ნი­ტუ­რი ქვეყ­ნე­ბი (თურ­ქე­თი, სა­უ­დის არა­ბე­თი, სპარ­სე­თის ყუ­რის სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბი) ამ­ბო­ხე­ბუ­ლებს და­ეხ­მა­რე­ბი­ან, ში­ი­ტუ­რე­ბი (ირა­ნი, ერა­ყი) კი – მოქ­მედ რე­ჟიმს. ირა­ნი და­მას­კოს სამ­ხედ­რო და ეკო­ნო­მი­კუ­რი დახ­მა­რე­ბით უზ­რუნ­ველ­ყოფს, რა­საც ასა­დის­თვის და­სავ­ლე­თის მხრი­დან ნავ­თო­ბის ექ­სპორ­ტზე სან­ქცი­ე­ბის და­წე­სე­ბის შემ­დეგ სა­სი­ცოც­ხლო მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს. ამას­თან ერ­თად, ირა­ნუ­ლი სამ­ხედ­რო დაჯ­გუ­ფე­ბა ბა­სი­ჯი სი­რი­ულ შა­ბი­ჰას წვრთნებ­ში ეხ­მა­რე­ბა. სი­რი­ა­ში მზარ­დი ქა­ო­სის შემ­თხვე­ვა­ში აუ­ცი­ლე­ბე­ლი გახ­დე­ბა დი­დი რა­ო­დე­ნო­ბით კონ­ვენ­ცი­უ­რი და ქი­მი­უ­რი ია­რა­ღის უსაფ­რთხო­ე­ბა­ზე ზრუნ­ვა, რა­თა ისი­ნი არა­სა­ი­მე­დო ხელ­ში არ აღ­მოჩ­ნდეს.

##image#10050#0#კონ­ფლიქ­ტი ალ-ყა­ი­დას აქ­ტი­ვის­ტებ­საც იზი­დავს, რაც მრა­ვალ სირ­თუ­ლეს წარ­მოქ­მნის. ამ­ბო­ხე­ბულ­თა შო­რის ჯი­ჰა­დის­ტუ­რი ალ-ნუს­რას ფრონ­ტის წევ­რე­ბის არ­სე­ბო­ბა მათ მი­მართ სამ­ხედ­რო დახ­მა­რე­ბის გა­წე­ვას აფერ­ხებს. ქვე­ყა­ნა­ში, რომ­ლის მო­სახ­ლე­ო­ბის 40%-ს უმ­ცი­რე­სო­ბე­ბი (ალა­ვი­ტე­ბი, ქრის­ტი­ა­ნე­ბი, ქურ­თე­ბი, დრუ­ზე­ბი) შე­ად­გე­ნენ, ექ­სტრე­მის­ტე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბა ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი კა­ტას­ტრო­ფის საფ­რთხის შემ­ცვე­ლია. პოს­ტა­სა­დი­სე­ულ სი­რი­ა­ში რე­ჟი­მის მომ­ხრე­ე­ბის მი­მართ სუ­ნი­ტუ­რი შუ­რის­ძი­ე­ბა ქვე­ყა­ნას სექ­ტა­რი­ა­ნულ და­პი­რის­პი­რე­ბა­ში გა­ურ­კვე­ვე­ლი ხნით ჩა­ით­რევს და სი­რი­ელ­თა შე­რი­გე­ბას ძა­ლი­ან გა­არ­თუ­ლებს. მოვ­ლე­ნე­ბის ავ­ღა­ნუ­რი სცე­ნა­რით გან­ვი­თა­რე­ბა და სა­ხელ­მწი­ფოს კო­ლაფ­სი ტე­რო­რის­ტთა თავ­შე­საფ­რის გა­ჩე­ნა­საც ნო­ყი­ერ ნი­ა­დაგს შე­უქ­მნის.

ნე­ბის­მი­ე­რი სა­ხის ინ­ტერ­ვენ­ცი­ის­თვის გა­ე­როს მან­დატ­ზე რუ­სე­თი­სა და ჩი­ნე­თის მხრი­დან ვე­ტო, და­სავ­ლუ­რი ძა­ლე­ბის­თვის სამ­ხედ­რო ქმე­დე­ბე­ბის თა­ვი­დან აცი­ლე­ბის ხელ­საყ­რე­ლი სა­ბა­ბია. ეს ნიღ­ბავს მა­თი სურ­ვი­ლის უქონ­ლო­ბას, ჩათ­რე­ულ­ნი აღ­მოჩ­ნდნენ რე­გი­ო­ნულ და­პი­რის­პი­რე­ბა­ში. სა­ერ­თა­შო­რი­სო თა­ნა­მე­გობ­რო­ბა­ში არ არ­სე­ბობს შე­თან­ხმე­ბა ოპო­ზი­ცი­ის დახ­მა­რე­ბის ფორ­მატ­ზე.

კვლე­ვი­თი ცენ­ტრე­ბი გა­მო­ყო­ფენ რამ­დე­ნი­მე სამ­ხედ­რო შე­საძ­ლებ­ლო­ბას. მათ შო­რი­საა არა­საფ­რე­ნი ზო­ნე­ბის შექ­მნა, ამ­ბო­ხე­ბულ­თა წვრთნა და ლო­ჯის­ტი­კუ­რი მხარ­და­ჭე­რა, ასე­ვე თურ­ქე­თის და იორ­და­ნი­ის საზ­ღვრებ­თან ბუ­ფე­რუ­ლი ზო­ნე­ბი­სა და ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი კო­რი­დო­რე­ბის გან­თავ­სე­ბა. უკა­ნას­კნე­ლი გეგ­მა ასა­დის მხრი­დან შე­ტე­ვის ალ­ბა­თო­ბას წარ­მოქ­მნის, ამი­ტომ NATO-ს და არა­ბუ­ლი ლი­გის ქვეყ­ნებს, მათ და­სა­ცა­ვად მზად­ყოფ­ნა მო­უ­წევთ. ჯერ­ჯე­რო­ბით არ­ცერ­თი სა­ხელ­მწი­ფო არაა მზად სი­რი­ის სა­მო­ქა­ლა­ქო ომის თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად ამ­გვა­რი ზო­მე­ბის­თვის. NATO ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი და სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის გა­წე­ვა­საც გა­მო­რიც­ხავს.

სი­რი­ის მი­მართ ობა­მას პო­ლი­ტი­კას მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გან­საზ­ღვრავს სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნია და ირა­ნის სა­კით­ხი. საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის წინ მის­თვის ყვე­ლა­ზე ცუ­დი სცე­ნა­რი ახ­ლო აღ­მო­სავ­ლე­თის ორ ქვე­ყა­ნა­ში სამ­ხედ­რო მოქ­მე­დე­ბებ­ში ჩაბ­მაა. გარ­და იმი­სა, რომ ასა­დის ჩა­მოგ­დე­ბა ირა­ნის­თვის უმ­თავ­რე­სი სტრა­ტე­გი­უ­ლი უკან­და­ხე­ვა იქ­ნე­ბა, ეს ორი თე­მა ერ­თმა­ნეთ­ზე უფ­რო მჭიდ­რო­დაა გა­დაბ­მუ­ლი. ირა­ნის მი­მართ მოქ­მე­დი ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის პო­ლი­ტი­კა, დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი ვაჭ­რო­ბის გზით ბირ­თვუ­ლი პრობ­ლე­მის მოგ­ვა­რე­ბის შე­სა­ხებ, ობა­მას სი­რი­ა­ზე მოქ­მე­დე­ბის არე­ალს უზ­ღუ­დავს. ამას­თან, თე­ი­რან­თან შე­თან­ხმე­ბა მო­ით­ხოვს რუ­სე­თის მხარ­და­ჭე­რას, რო­მე­ლიც მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის მო­რიგ რა­უნდს მას­პინ­ძლობს. ირან­ზე პუ­ტი­ნის პო­ზი­ცი­ის თან­ხვედ­რის სა­ნაც­ვლოდ, ობა­მას მი­სი სი­რი­უ­ლი პო­ლი­ტი­კის­თვის ან­გა­რი­შის გა­წე­ვა უწევს.

ობა­მას რეს­პუბ­ლი­კე­ლი ოპო­ნენ­ტე­ბი კრი­ტი­კუ­ლად აფა­სე­ბენ ირან­თან ბირ­თვულ დიპ­ლო­მა­ტი­ას და რუ­სეთ­თან „გა­დატ­ვირ­თვის” პო­ლი­ტი­კას, რომ­ლებ­საც, მა­თი აზ­რით, რე­ა­ლუ­რი შე­დე­გი არ მოჰ­ყო­ლია. ამი­ტომ რეს­პუბ­ლი­კელ საპ­რე­ზი­დენ­ტო კან­დი­დატს, მიტ რომ­ნის, სი­რი­ას­თან მი­მარ­თე­ბით უფ­რო მე­ტი თა­ვი­სუფ­ლე­ბა აქვს. თურ­ქეთ­ში უსაფ­რთხო­ე­ბის ზო­ნე­ბის შექ­მნა, დაზ­ვერ­ვი­თა და სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბით უზ­რუნ­ველ­ყო­ფა, სი­რი­უ­ლი ოპო­ზი­ცი­ის გა­ერ­თი­ა­ნე­ბა­ზე ზრუნ­ვა და კო­ფი ანა­ნის წა­რუ­მა­ტე­ბელ დიპ­ლო­მა­ტი­ურ საქ­მი­ა­ნო­ბა­ზე უა­რის თქმა რეს­პუბ­ლი­კუ­რი ალ­ტერ­ნა­ტი­ვაა. ფლო­რი­დის შტა­ტის სე­ნა­ტო­რის, მარ­კო რუ­ბი­ოს აზ­რით, აშშ-ის მხრი­დან ნდო­ბის ღირ­სი ამ­ბო­ხე­ბუ­ლე­ბის წვრთნა­ზე და შე­ი­ა­რა­ღე­ბა­ზე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის აღე­ბა, პოს­ტა­სა­დი­სე­ულ სი­რი­ა­ში სტა­ბი­ლუ­რო­ბის და ახა­ლი მთავ­რო­ბის ##image#10049#0#ზო­მი­ე­რი სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კის გა­რან­ტი იქ­ნე­ბა.

სი­რი­ა­ში ინ­ტერ­ვენ­ცი­ას ვა­შინ­გტო­ნის­თვის ძლი­ე­რი მო­რა­ლუ­რი და სტრა­ტე­გი­უ­ლი იმ­პე­რა­ტი­ვე­ბი აქვს. სი­რი­ე­ლი ხალ­ხის ხოც­ვა-ჟლე­ტის თა­ვი­დან აცი­ლე­ბას ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი სა­ფუძ­ვე­ლი აქვს, რაც ლი­ბი­ა­ში ჩა­რე­ვი­სას ხელ­შე­სა­ხე­ბი ფაქ­ტო­რი გა­მოდ­გა. ამას­თან, ახ­ლო აღ­მო­სავ­ლეთ­ში ირა­ნი­სა და რუ­სე­თის მთა­ვა­რი რე­გი­ო­ნუ­ლი მო­კავ­ში­რის დამ­ხო­ბა აშშ-ის სტრა­ტე­გი­ულ ინ­ტე­რე­სებ­ში შე­დის. ასა­დის რე­ჟი­მის კო­ლაფ­სი ის­რა­ელ­თან კონ­ფრონ­ტა­ცი­ის ფონ­ზე მნიშ­ვნე­ლოვ­ნად შე­ა­სუს­ტებს ირა­ნის გავ­ლე­ნას და გა­არ­თუ­ლებს მის მხარ­და­ჭე­რას ჰეზ­ბო­ლას და ჰა­მა­სის მი­მართ. დრო­უ­ლი ჩა­რე­ვა კრი­ზი­სის მე­ზო­ბელ ქვეყ­ნებ­ზე გავ­რცე­ლე­ბის საფ­რთხეს და ალ-ყა­ი­დას გა­აქ­ტი­უ­რე­ბა­საც ხელს შე­უშ­ლის.

სი­რი­ას ლი­ბი­ის შემ­თხვე­ვის­გან რამ­დე­ნი­მე გა­რე­მო­ე­ბა გა­ნას­ხვა­ვებს და ფარ­თო­მას­შტა­ბი­ა­ნი სამ­ხედ­რო ინ­ტერ­ვენ­ცი­ის შე­საძ­ლებ­ლო­ბას ამ­ცი­რებს. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ფაქ­ტო­რია სამ­ხედ­რო ტო­პოგ­რა­ფია. სი­რია ლი­ბი­ის ტე­რი­ტო­რი­ის მე­ა­თედს შე­ად­გენს, თუმ­ცა სამ­ჯერ მე­ტი მო­სახ­ლე­ო­ბა ჰყავს. ცნო­ბი­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი მი­მომ­ხილ­ვე­ლის, ფა­რიდ ზა­ქა­რი­ას შე­ნიშ­ვნით, ოპო­ზი­ცი­ამ გარ­კვე­ულ­წი­ლად ამი­ტომ ვერ შეძ­ლო ქვეყ­ნის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­წი­ლის ხელ­ში ჩაგ­დე­ბა. მო­სახ­ლე­ო­ბის სიმ­ჭიდ­რო­ვე სამ­ხედ­რო ქმე­დე­ბე­ბით გა­მოწ­ვე­უ­ლი და­ნა­კარ­გე­ბის ალ­ბა­თო­ბას ზრდის. თა­ვად ოპო­ზი­ცია სამ ნა­წი­ლა­დაა დაქ­საქ­სუ­ლი, ხო­ლო თა­ვი­სუ­ფა­ლი სი­რი­ის არ­მია უფ­რო ამ­ბო­ხე­ბულ­თა კრე­ბი­თი სა­ხე­ლია, ვიდ­რე ერ­თი­ა­ნი მხა­რე. გან­სხვა­ვე­ბაა გე­ო­პო­ლი­ტი­კა­შიც – სი­რი­ას, ლი­ბი­ის­გან გან­სხვა­ვე­ბით, რე­გი­ო­ნუ­ლი და მსოფ­ლიო ძა­ლე­ბი (ირა­ნი, რუ­სე­თი) მხარს უმაგ­რე­ბენ და აქ­ტი­უ­რად ეხ­მა­რე­ბი­ან. ალა­ვი­ტი ოფიც­რე­ბით და­კომ­პლექ­ტე­ბუ­ლი არ­მი­აც ასა­დის ერ­თგუ­ლი რჩე­ბა, რად­გან რე­ჟი­მის გა­დაგ­დე­ბა მათ არ­სე­ბო­ბას ეგ­ზის­ტენ­ცი­ა­ლუ­რად ემუქ­რე­ბა.

სი­რი­ა­ში და­ღუ­პულ­თა რიც­ხვის მზარ­დი პროგ­რე­სი­ით მა­ტე­ბას­თან ერ­თად, სულ უფ­რო ხშირ­დე­ბა აშშ-ის მი­ერ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის აღე­ბი­სა და სამ­ხედ­რო ჩა­რე­ვის­კენ მო­წო­დე­ბე­ბი. შე­საძ­ლო ჩა­რე­ვის რამ­დე­ნი­მე ვა­რი­ან­ტი არ­სე­ბობს, რო­მელ­თა შო­რის საგ­რძნო­ბი გან­სხვა­ვე­ბე­ბია. ერ­თი მათ­გა­ნია სა­ჰა­ე­რო დახ­მა­რე­ბა ოპო­ზი­ცი­ის შე­ი­ა­რა­ღე­ბას­თან ერ­თად – 1999 წელს სერ­ბე­თის და 2011 წელს ლი­ბი­ის ოპე­რა­ცი­ე­ბის მსგავ­სად. ამ მიდ­გო­მის ნაკ­ლო­ვა­ნე­ბა ის არის, რომ შე­იძ­ლე­ბა დიდ­ხანს და უნა­ყო­ფოდ გაგ­რძელ­დეს. ლი­ბი­ას­თან შე­და­რე­ბით, სი­რი­ა­ში სამ­თავ­რო­ბო არ­მია გა­ცი­ლე­ბით ძლი­ე­რია, ხო­ლო ოპო­ზი­ცია საკ­მა­ოდ სუს­ტი იმის­თვის, რომ და­მო­უ­კი­დებ­ლად შეძ­ლოს უპი­რა­ტე­სო­ბის მო­პო­ვე­ბა. ამე­რი­კუ­ლი სა­ჰა­ე­რო ძა­ლე­ბი სი­რი­ულ სამ­ხედ­რო ინ­ფრას­ტრუქ­ტუ­რას უზარ­მა­ზარ ზა­რალს მო­უ­ტა­ნენ, თუმ­ცა გე­ოგ­რა­ფი­უ­ლი მდე­ბა­რე­ო­ბის გა­მო, სამ­ხედ­რო ფორ­მი­რე­ბებს დი­დად ვერ აზი­ა­ნე­ბენ.

ამე­რი­კას ჯერ­ჯე­რო­ბით არა­ვინ მო­უ­წო­დებს, რომ რე­ჟი­მი ქვეყ­ნის დაპ­ყრო­ბით შეც­ვა­ლოს, თუმ­ცა ხოც­ვა-ჟლე­ტის შე­სა­ჩე­რებ­ლად და ასა­დის ჩა­მო­საგ­დე­ბად, შე­საძ­ლოა, ეს ერ­თა­დერ­თი გზა გახ­დეს, გან­სა­კუთ­რე­ბით, თუ სხვა სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი არ გა­ა­მარ­თლებს. სა­და­მის ერა­ყის­გან გან­სხვა­ვე­ბით, სი­რი­ა­ში სამ­თავ­რო­ბო არ­მია უკ­ვე ჩარ­თუ­ლია ში­და და­პი­რის­პი­რე­ბა­ში, უფ­რო მცი­რე­რიც­ხო­ვა­ნი და ნაკ­ლე­ბად გა­მოც­დი­ლია, ამი­ტომ თავ­და­პირ­ვე­ლი შეჭ­რა უფ­რო ად­ვი­ლი იქ­ნე­ბა. 2003 წელ­თან შე­და­რე­ბით, სა­ერ­თა­შო­რი­სო მხარ­და­ჭე­რაც, სა­ვა­რა­უ­დოდ, უფ­რო ფარ­თო იქ­ნე­ბა, რად­გან ინ­ტერ­ვენ­ცია გან­სხვა­ვე­ბუ­ლად, ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი გად­მო­სა­ხე­დი­დან შე­ფას­დე­ბა.

ოკუ­პა­ცი­ის გა­რე­შე სრულ­მას­შტა­ბი­ა­ნი სახ­მე­ლე­თო ინ­ტერ­ვენ­ცია გრძელ­ვა­დი­ან პო­ტენ­ცი­ურ სა­შიშ­რო­ე­ბებს შე­ი­ცავს. სამ­ხედ­რო ძა­ლე­ბის სწრა­ფად გაყ­ვა­ნის შემ­თხვე­ვა­ში და ომის შემ­დგო­მი რე­კონ­სტრუქ­ცი­ის გა­რე­შე, სი­რი­ას სა­მო­ქა­ლა­ქო ომის ბრძო­ლის ვე­ლად და შე­უმ­დგარ სა­ხელ­მწი­ფოდ გა­დაქ­ცე­ვა ემუქ­რე­ბა. ერაყ­თან შე­და­რე­ბით, სი­რი­ის დაპ­ყრო­ბის ხარ­ჯი ნაკ­ლე­ბი, თუმ­ცა საკ­მა­რი­სად ძვი­რი წა­მოწ­ყე­ბა იქ­ნე­ბა. ბრუ­კინ­გსის ცენ­ტრის შე­ფა­სე­ბით, სი­რი­ა­ში შეჭ­რა და ჯა­რის­კაც­თა შე­ნახ­ვის ხარ­ჯე­ბი აშშ-ს ყო­ველ­წლი­უ­რად და­ახ­ლო­ე­ბით 200-300 მი­ლი­არ­დი დო­ლა­რი და­უჯ­დე­ბა. ამას და­ე­მა­ტე­ბა სი­რი­უ­ლი ეკო­ნო­მი­კის აღ­სად­გე­ნად გა­წე­უ­ლი დახ­მა­რე­ბე­ბი. უზარ­მა­ზა­რი სა­ბი­უ­ჯე­ტო დე­ფი­ცი­ტის და კონ­გრეს­ში პარ­ტი­ა­თა შო­რის ხარ­ჯებ­ზე მიმ­დი­ნა­რე ცხა­რე კა­მა­თის პი­რო­ბებ­ში, ოკუ­პა­ცი­ის სცე­ნა­რი ნაკ­ლე­ბად პო­პუ­ლა­რუ­ლი იქ­ნე­ბა.

 

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...