Jump to content
Planeta.Ge

tabula.ge: ბოგდან სტუპკა გარდაიცვალა


Recommended Posts

##image#10104#1#გუ­შინ კი­ევ­ში,  ცნო­ბი­ლი უკ­რა­ი­ნე­ლი მსა­ხი­ო­ბი ბოგ­დან სტუპ­კა გარ­და­იც­ვა­ლა. 71 წლის მსა­ხი­ო­ბი, ბო­ლო 4 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში კი­ე­ვის ერთ-ერთ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­დი­ო­და მკურ­ნა­ლო­ბას. რო­გორც ცნო­ბი­ლია, მას გულ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი ჰქონ­და, რაც სა­ბო­ლო­ოდ ინ­ფარ­ქტის მი­ზე­ზი გახ­და.

უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტის მრჩევ­ლის ანა გერ­მა­ნის გან­ცხა­დე­ბით, პრე­ზი­დენ­ტმა ვიქ­ტორ ია­ნუ­კო­ვიჩ­მა ბოგ­დან სტუპ­კას და­საფ­ლა­ვე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბის­თვის სპე­ცი­ა­ლუ­რი კო­მი­ტე­ტი შექ­მნა, რო­მელ­საც სა­თა­ვე­ში კულ­ტუ­რის მი­ნის­ტრი მი­ხა­ილ კუ­ლი­ნი­ა­კი ჩა­უდ­გა.

ბოგ­დან სტუპ­კას კი­ნო­ში 100-მდე, ხო­ლო სცე­ნა­ზე 50-მდე რო­ლი აქვს შეს­რუ­ლე­ბუ­ლი. 2001 წლი­დან ივა­ნა ფრან­კოს სა­ხე­ლო­ბის, კი­ე­ვის ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი აკა­დე­მი­უ­რი თე­ატ­რის სამ­ხატ­ვრო ხელ­მძღვა­ნე­ლი იყო. მა­ნამ­დე კი, 1999-2001 წლებ­ში  კი­ე­ვის ხე­ლოვ­ნე­ბი­სა და კულ­ტუ­რის მი­ნის­ტრის პოს­ტი ეკა­ვა.

ცო­ტა ხნის წინ უკ­რა­ი­ნე­ლი მსა­ხი­ო­ბი გა­მოჩ­ნდა ქარ­თვე­ლი რე­ჟი­სო­რის, ოთარ იო­სე­ლი­ა­ნის ფილ­მში „შან­ტრა­პა“, სა­დაც მან ეპი­ზო­დუ­რი რო­ლი შე­ას­რუ­ლა. მი­სი ერთ-ერ­თი ბო­ლო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­მუ­შე­ვა­რია მთა­ვა­რი რო­ლი ფილ­მში „ტა­რას ბულ­ბა“,  რომ­ლის­თვი­საც არა­ერ­თი სა­ხელ­მწი­ფო პრე­მი­ის ლა­უ­რე­ატ­მა, რუ­სე­თის ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი კი­ნოპ­რე­მია „ოქ­როს არ­წი­ვი“  მი­ი­ღო.

ბოგ­დან სტუპ­კას პა­ნაშ­ვი­დე­ბი სამ­შა­ბათს, ივა­ნა ფრან­კოს სა­ხე­ლო­ბის თე­ატ­რში გა­ი­მარ­თე­ბა.

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...