planetanews Posted July 23, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted July 23, 2012 აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა შტატ კოლორადოს ეწვია, სადაც გასულ კვირას ქალაქ ავრორას კინოთეატრში განხორცილებული თავდასხმის შედეგად დაღუპულთა და დაშავებულთა ნათესავებს შეხვდა. შეერთებული შტატების პირველი პირი აგრეთვე, კოლორადოს უნივერსიტეტის საავადმყოფოს ეწვია, სადაც მომხდარის შედეგად კრიტიკულ მდგომარეობაში რამდენიმე ადამიანი იმყოფება.BBC-ის ინფორმაციით, ბარაკ ობამამ თავის ყოველკვირეულ რადიომიმართვაში შტატების მოქალაქეებს ლოცვისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ მთელი ქვეყანა მომხდარ ტრაგედიაზე ფიქრობს.პარასკევს, 20 ივლისს დენვერთან მდებარე ქალაქ ავრორას კინოთეატრში 24 წლის ჯეიმს ჰოლმსის მიერ შეიარაღებული განხორციელებულ თაავდასხმას 12 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. მომხდარის შედეგად 58 ადამიანი დაშავდა.ადგილობრივი პოლიციის ცნობით, ჰოლმსის ბინაში ჩატარებული ჩხრეკისას მისი პირადი კომპიუტერი იპოვნეს. სამართალდამცავები იმედოვნებენ, რომ ისინი მის მიერ ჩადენილ დანაშაულთან დაკავშირებით მალასებს მიაგნებენ.ჯეიმს ჰოლმსი, რომელიც კინოთეტრში მომხდარი ინციდენტის სემდეგ პოლიციამ ავტოსადგომზე დაკევა, მალე სასამართლოს წინაშე წარსდგება.მომხდარს რომის პაპი ბენედიქტ გამოეხმაურა. მისი თქმით, იგი ღრმად შეშფოთებულია კინოთეატრის მაყირებლზე განხორცილებული თავდასხმით. View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts