Jump to content
Planeta.Ge

tabula.ge: ოლიმპიადის 5 ვარსკვლავი


Recommended Posts

##image#10065#1#ტა­ბუ­ლა გთა­ვა­ზობთ იმ 5 ბრწყინ­ვა­ლე სპორ­ტსმენს, რომ­ლე­ბიც კარს მომ­დგა­რი ლონ­დო­ნის ოლიმ­პი­ურ თა­მა­შებ­ზე უდა­ვოდ ყუ­რად­ღე­ბის ცენ­ტრში იქ­ნე­ბი­ან და სა­ვა­რა­უ­დოდ, მო­რიგ ოქ­როს მედ­ლებს და რე­კორ­დებს შე­მა­ტე­ბენ თა­ვი­ანთ უმ­დიდ­რეს კა­რი­ე­რას.

მა­იკლ ფელ­პსი (აშშ, ცურ­ვა)

ჟურ­ნალ­მა TIME-მა რვა წლის წინ, ათე­ნის ოლიმ­პი­ა­დის სპეც­გა­მოშ­ვე­ბის გა­რე­კა­ნი მა­იკლ ფელ­პსის ფო­ტო­თი და­ამ­შვე­ნა და ამე­რი­კე­ლი მო­ცუ­რა­ვე ზვი­გე­ნად მო­ნათ­ლა.

მა­შინ ფელ­პსი 19 წლის იყო, მაგ­რამ სა­ბერ­ძნეთ­ში 6 ოქ­რო და 2 ბრინ­ჯაო მო­ი­გო! ათენ­ში მა­იკ­ლმა ლე­გენ­და­რუ­ლი მარკ სპი­ცის რე­კორ­დი გა­ი­მე­ო­რა: მხო­ლოდ და მხო­ლოდ მე­ო­რე მო­ცუ­რა­ვე გახ­და, ვინც ერთ თა­მა­შებ­ზე ორ­ზე მე­ტი ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი ოქ­რო მო­ი­გო – სპი­ცის მსგავ­სად, ოთ­ხი.

2008 წელს ზვი­გე­ნი ჩი­ნეთ­ში ჩა­ვი­და: 8 დის­ციპ­ლი­ნა­ში 8 ოქ­რო 7 მსოფ­ლიო რე­კორ­დით!

17 აგ­ვის­ტოს მან სპი­ცის „უკ­ვდა­ვი” რე­კორ­დი გა­ა­უმ­ჯო­ბე­სა – თა­ნა­გუნ­დე­ლებ­თან ერ­თად 4X100 კომ­ბი­ნი­რე­ბულ ეს­ტა­ფე­ტა­ში იმარ­ჯვა და მერ­ვედ ავი­და უმაღ­ლეს სა­ფე­ხურ­ზე. მი­უნ­ხე­ნის 1972 წლის თა­მა­შე­ბი­დან სპი­ცი შინ 7 ოქ­რო­თი დაბ­რუნ­და.

14-გზის ოლიმ­პი­უ­რი ჩემ­პი­ო­ნი ფელ­პსი ლონ­დონ­ში 7 დის­ციპ­ლი­ნა­ში იას­პა­რე­ზებს და თუ სა­მი მე­და­ლი მო­ი­პო­ვა (სინჯს მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს), ამ­ჯე­რად რუ­სი ტან­მო­ვარ­ჯი­შის, ლა­რი­სა ლა­ტი­ნი­ნას „უკ­ვდავ” მიღ­წე­ვას და­ამ­ხობს – ოლიმ­პი­უ­რი თა­მა­შე­ბის 19 მე­და­ლი და­უგ­როვ­დე­ბა!

ლონ­დო­ნი 2012-ის შემ­დეგ ფელ­პსი კა­რი­ე­რას და­ას­რუ­ლებს. ის ნის­ლი­ან ალ­ბი­ონ­ზე უკა­ნას­კნე­ლად გა­ცუ­რავს.

##image#10068#1#უსა­ინ ბოლ­ტი (ია­მა­ი­კა, მძლე­ოს­ნო­ბა)

უსა­ინ სენტ ლეო ბოლ­ტი მხო­ლოდ მეშ­ვი­დე მძლე­ო­სა­ნია სპორ­ტის ის­ტო­რი­ა­ში, ვინც მსოფ­ლი­ოს ჩემ­პი­ო­ნი იუ­ნი­ო­რებ­შიც გახ­და, ახალ­გაზ­რდებ­შიც და დი­დებ­შიც.

ია­მა­ი­კე­ლი ოლიმ­პი­ა­დის სამ­გზის ტრი­უმ­ფა­ტო­რია: ოთ­ხი წლის წინ, პე­კინ­ში მან 100, 200 და 4X100 მეტ­რზე იმარ­ჯვა.

ამა­ვე დის­ციპ­ლი­ნებ­ში ბოლ­ტმა ოქ­როს მედ­ლე­ბი 2009 წელს, ბერ­ლინ­ში, მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნატ­ზეც მო­ი­გო. შარ­შან, კო­რე­ის ქა­ლაქ და­ე­გუ­ში იმა­ვე ტურ­ნირ­ზე კი მხო­ლოდ 200 და 4X100 მეტ­რზე იყო სა­უ­კე­თე­სო – საყ­ვა­რე­ლი 100-მეტ­რი­ა­ნი დის­ტან­ცი­ი­დან ნა­ად­რე­ვი სტარ­ტის გა­მო მოხ­სნეს.

ლონ­დონ­ში ბოლ­ტი შეც­დო­მას აღარ გა­ი­მე­ო­რებს. პი­რი­ქით, თა­ვი­სი­ვე სა­ა­რა­კო რე­კორ­დე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას ეც­დე­ბა: 2009 წელს ბერ­ლინ­ში 100 მეტ­რი 9.58, 200 კი 19.19 წამ­ში გა­ირ­ბი­ნა!

მა­ლე გა­მომ­ცემ­ლო­ბა HarperCollins მსოფ­ლი­ოს ყვე­ლა­ზე სწრა­ფი ადა­მი­ა­ნის ავ­ტო­ბი­ოგ­რა­ფი­ას გა­მოს­ცემს – ია­მა­ი­კე­ლის მო­გო­ნე­ბე­ბი 2010 წლი­დან იწე­რე­ბა.

##image#10066#0#ელე­ნა ისინ­ბა­ე­ვა

(რუ­სე­თი, მძლე­ოს­ნო­ბა)

ყვე­ლა დრო­ის სა­უ­კე­თე­სო ჭო­კით მხტო­მე­ლი ქა­ლი ლონ­დონ­ში მე­სა­მედ ეც­დე­ბა ოლიმ­პი­უ­რი ოქ­როს მო­გე­ბას: ათენ­ში და პე­კინ­ში ის პირ­ვე­ლი იყო.

ისინ­ბა­ე­ვა ერ­თწლი­ა­ნი შეს­ვე­ნე­ბის შემ­დეგ ბრუნ­დე­ბა სარ­ბი­ელ­ზე: შარ­შან და­ი­ჩივ­ლა, რომ გა­და­ი­ღა­ლა და შვე­ბუ­ლე­ბა აი­ღო. დღეს მას ევ­გე­ნი ტრო­ფი­მო­ვი წვრთნის, ვის­თა­ნაც 15 წლი­დან ვარ­ჯი­შობ­და და უამ­რავ წარ­მა­ტე­ბას მი­აღ­წია.

წელს ერ­თა­დერთ დიდ ტურ­ნირ­ზე იას­პა­რე­ზა: სტამ­ბოლ­ში, ჭერ­ქვე­შა მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნატ­ზე 4.80 მეტრს გა­და­ევ­ლო და ოქ­რო ჩა­ი­ბა­რა.

რუ­სი მძლე­ო­სა­ნი 1999 წლი­დან მო­ნა­წი­ლე­ობს ევ­რო­პის-მსოფ­ლი­ოს ჩემ­პი­ო­ნა­ტებ­ზე, ოლიმ­პი­ა­დებ­ზე და მას შემ­დეგ 24 შე­ჯიბ­რე­ბი­დან 21 მო­ი­გო! ამ ჩა­მო­ნათ­ვალ­ში სა­ერ­თა­შო­რი­სო ტურ­ნი­რებს და ბრი­ლი­ან­ტის ლი­გის ეტა­პებს არ ვთვლით – იქ ისინ­ბა­ე­ვას გა­მარ­ჯვე­ბე­ბის თვლას აზ­რი არ აქვს.

მსოფ­ლი­ოს 28-გზის რე­კორ­დსმე­ნი რუ­სე­თის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის კა­პი­ტა­ნია. ეს წო­დე­ბა ოთ­ხი წლის წინ, პე­კინ­ში ტრი­უმ­ფის შემ­დეგ მი­ა­ნი­ჭეს.

2009 წლის 28 აგ­ვის­ტოს, ცი­უ­რიხ­ში, ბრი­ლი­ან­ტის ლი­გის მო­რიგ ეტაპ­ზე ელე­ნამ მსოფ­ლი­ოს რე­კორ­დი კი­დევ ერ­თხელ გა­ა­უმ­ჯო­ბე­სა – 5.06 მეტ­რი დაძ­ლია.

ჩემ­პი­ო­ნი ამ­ბობს, რომ ლონ­დონ­ში ახა­ლი რე­კორ­დის დროა.

##image#10069#1#რო­ჯერ ფე­დე­რე­რი

(შვე­ი­ცა­რია, ჩოგ­ბურ­თი)

8 ივ­ლისს რო­ჯერ­მა მეშ­ვი­დედ მო­ი­გო უიმ­ბლდო­ნი და რე­ი­ტინ­გის სა­თა­ვე­ში დაბ­რუნ­და.

მან პირ­ველ ნომ­რად 287-ე კვი­რა და­იწ­ყო. ეს ყვე­ლა დრო­ის რე­კორ­დია!

მან დი­დი მუ­ზა­რა­დის 17 თა­სი აღ­მარ­თა!

მან 72918077 დო­ლა­რი მხო­ლოდ კორ­ტზე გა­მო­ი­მუ­შა­ვა!

მაგ­რამ მას არას­დროს მო­უ­გია ოლიმ­პი­უ­რი ოქ­რო ერ­თე­უ­ლებ­ში.

კი, ოთ­ხი წლის წინ პე­კინ­ში ფე­დე­რე­რი ოლიმ­პი­ა­დის ჩემ­პი­ო­ნი გახ­და თა­ნა­მე­მა­მუ­ლე სტა­ნის­ლავ ვავ­რინ­კას­თან ერ­თად, მაგ­რამ ის წყვილ­თა შე­ჯიბ­რე­ბა იყო, მო­სა­გონ­რად სა­სი­ა­მოვ­ნო, თუმ­ცა მი­სი დო­ნის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლის­თვის მა­ინც და­ბა­ლი რან­გის.

ლონ­დონ­ში ყვე­ლა დრო­ის სა­უ­კე­თე­სო ჩოგ­ბურ­თე­ლი მხო­ლოდ გა­მარ­ჯვე­ბის­თვის ითა­მა­შებს.

გა­რე­მო ნაც­ნო­ბია: უიმ­ბლდო­ნის კორ­ტე­ბი. მთა­ვარ მე­ტო­ქე­ებს ხომ ლა­მის თვალ­და­ხუ­ჭუ­ლი ცნობს: სერ­ბი ნო­ვაკ ჯო­კო­ვი­ჩი, ეს­პა­ნე­ლი რა­ფა ნა­და­ლი და ბრი­ტა­ნე­თის იმე­დი – ენ­დი მა­რი.

მხო­ლოდ ერ­თი რამ რჩე­ბა: გა­მარ­ჯვე­ბა.

2000 წელს, სიდ­ნე­ი­ში, მო­მა­ვა­ლი მე­უღ­ლე მირ­კა გა­იც­ნო და ბრინ­ჯა­ოს მე­და­ლი დათ­მო.

2004 წელს, ათენ­ში, რო­ჯე­რი შვე­ი­ცა­რი­ის მედ­რო­შე გახ­ლდათ, მაგ­რამ მე­ო­რე წრე­ში და­მარ­ცხდა.

2008 წელს, პე­კინ­ში კვლავ ქვეყ­ნის თეთ­რჯვრი­ა­ნი დრო­შა ეპ­ყრა, მაგ­რამ მე­ოთ­ხედ­ფი­ნალ­ში ამე­რი­კელ ჯე­იმს ბლე­იკ­თან წა­ა­გო.

ფე­დე­რე­რი ამ­ბობს, რომ ლონ­დონ­ში ოქ­როს აღე­ბას აპი­რებს.

##image#10067#1#ლებ­რონ ჯე­იმ­სი (აშშ, კა­ლათ­ბურ­თი)

ამე­რი­კე­ლე­ბი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი სა­კა­ლათ­ბურ­თო ასო­ცი­ა­ცი­ის – NBA – გა­მარ­ჯვე­ბულს მსოფ­ლი­ოს ჩემ­პი­ონს უწო­დე­ბენ.

მა­ი­ა­მი ჰი­თი წლე­ვან­დე­ლი NBA-ს ჩემ­პი­ო­ნია.

ლებ­რონ ჯე­იმ­სი ზღვის­პი­რელ­თა ლი­დე­რი, NBA-ს ფი­ნა­ლუ­რი სე­რი­ის სა­უ­კე­თე­სო მო­თა­მა­შე და რე­გუ­ლა­რუ­ლი სე­ზო­ნის ყვე­ლა­ზე სა­სარ­გებ­ლო კა­ლათ­ბურ­თე­ლია.

ლებ­რონ ჯე­იმ­სი უბ­რა­ლოდ სა­უ­კე­თე­სოა!

და სა­უ­კე­თე­სო მსოფ­ლი­ოს ჩემ­პი­ო­ნი ოლიმ­პი­ა­და­ზე ითა­მა­შებს.

ამ­ბო­ბენ, რომ ამე­რი­კელ­თა ეს Dream Team ლე­გენ­და­რუ­ლი 92-ის ჯა­დოქ­რე­ბის ნაკ­რე­ბის შემ­დეგ უძ­ლი­ე­რე­სია. ამას ძა­ლი­ან მა­ლე ლონ­დო­ნის დარ­ბა­ზებ­ში ვნა­ხავთ.

2004 წელს ამე­რი­კა ათე­ნი­დან ბრინ­ჯა­ოს მედ­ლით დაბ­რუნ­და. ის გუნ­დი იყო NBA-ს პრო­ფე­სი­ო­ნალ­თა პირ­ვე­ლი ნაკ­რე­ბი, რო­მელ­მაც ოლიმ­პი­ა­და ვერ მო­ი­გო. ლებ­რო­ნი იმ რჩე­ულ­თა რი­გი­თი წევ­რი იყო – სა­შუ­ა­ლოდ 14 წუთს ატა­რებ­და პარ­კეტ­ზე და გა­ჭირ­ვე­ბით აგ­რო­ვებ­და 5 ქუ­ლას.

2008 წელს ამე­რი­კე­ლებ­მა ოქ­რო და­იბ­რუ­ნეს: ფი­ნალ­ში ეს­პა­ნე­თი 118:107 და­ა­მარ­ცხეს. ლებ­რონ­მა ევ­რო­პე­ლებს 14 ქუ­ლა ჩა­უგ­დო და 6-ჯერ მო­უხ­სნა ბურ­თი, მაგ­რამ არც იმ გუნ­დში იყო ლი­დე­რი.

დღეს 2012 წე­ლია, ამე­რი­კა კვლავ ოლიმ­პი­ა­და­ზეა და ეს უკ­ვე ჯე­იმ­სის გუნ­დია. მე­რე რა, რომ მას­თან ერ­თად კო­ბი ბრა­ი­ან­ტი, კარ­მე­ლო ენ­ტო­ნი, ტა­ი­სონ ჩენ­დლე­რი, კე­ვინ დუ­რა­ნი და სხვა სუ­პერ­ვარ­სკვლა­ვე­ბი ითა­მა­შე­ბენ.

 

 

 

 

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...