planetanews Posted July 23, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted July 23, 2012 http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/07/524135_449471085083278_950594363_n-300x199.jpgგურჯაანის რაიონის სოფელ კალაურში სტიქიით დაზიანებული სახლების აღდგენაზე დასაქმებული მუშა, 71 წლის ნოდარ კორშია სახურავიდან გადმოვარდა და დაშავდა. მამაკაცი გურჯაანის სამედიცინო ცენტრშია მოთავსებული. ექიმების თქმით მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ამის შესახებ ინფორმაციას, კახეთის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.შემთხვევა გუშინ საღამოს მოხდა. თვითმხილველების თქმით, მუშებს გათენებამდე ამუშავებენ და მამაკაცი გადაღლილი იყო.„პაციენტი საავადმყოფოში გუშინ შემოიყვანეს. მამაკაცი წარმოშობით სენაკიდან არის. იგი სახლის სახურავის რეაბილიტაციის დროს სიმაღლიდან გადმოვარდა. პაციენტს აღენიშნება მე–7, მე–8 ნეკნების მოტეხილობა. სხეულზე დაჟეჟილი აქვს რბილი ქსოვილებიც. მამაკაცს შესაბამისი გამოკვლევები უკვე ჩაუტარდა და სხვა რაიმე სახის დაზიანებები არ აღენიშნება. ამჟამად მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და ის რეაბილიტაციის კურსს ჩვენს საავადმყოფოში გადის“, –განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს გურჯაანის სამედიცინო ცენტრის ექიმმა გიორგი ბერიაშვილმა. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts