planetanews Posted July 23, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted July 23, 2012 http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/07/3B9B36B2-BE9D-440B-812F-996B85E3E29B_mw800_s-300x225.jpg“ქართულო ოცნების” ჩხოროწყუს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ლევან იზორია, დევნასა და შევიწროებაზე საუბრობს.როგორც იზორიამ “ექსპრესნიუსს” განუცხადა, ცხოროწყუში, იმ სახლთან სადაც ხცოვრობს, ორი მსუბუქი ავტომანქანა უთვალთვალებს. მისი თქმით, სახლის მეპატრონემ გადაწყვიტა მანქანაში მსხდომთა ვინაობის გარკვევა, რასაც მანქანაში მყოფთა გაღიზიანება მოჰყვა.“მანქანა მთელი სისწრაფით, დაიძრა მისი მიმართულებით და, რომ არა ველოდ ბაძაღუას დროული რეაქცია, შეიძლებოდა, მძიმე ფიზიკური დაზიანება მიეღო. ავტომანქანა მეზობლის ღობეს დაეჯახა და ის ნაწილობრივ დააზიანა. სახლის მეპატრონე ველოდი ბაძაღუა სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა”,–განაცხადა იზორიამ.მისივე ინფორმაციით, ინციდენტში მონაწილეობდა, “ნისანის” მარკის წითელი ფერის მსუბუქი ავტომანქანა ნომრით: BKB 170 ხოლო მოერე მანქანის ნომერია ZSH 999.ლევან იზორიამ უკვე მიმართა სამართალდამცველებს და ინციდენტის გამოძიება მოითხოვა. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts