Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - პარლამენტი სტიქიის სალიკვიდაციოდ 162 მილიონს ზეგ გამოყოფს


Recommended Posts

http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/03/parlamenti2-300x225.jpgკახეთში მომხდარ სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ დაგეგმილი საბიუჯეტო ცვლილებების პროექტს პარლამენტი ოთხშაბათს, რიგგარეშე სხდომაზე დაამტკიცებს.

ამის შესახებ გადაწყვეტილება პარლამენტის დღევანდელ რიგგარეშე ბიუროს სხდომაზე მიიღეს.

ბიუროს გადაწყვეტილებით, პროექტზე დღეს საპარლამენტო კომიტეტები, ხვალ ფრაქციები იმსჯელებენ, ზეგ კი – 25 ივლისს, პროექტი უკვე პარლამენტის რიგგარეშე სხდმაზე დამტკიცდება.

როგორც ბიუროს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძემ განაცხადა, დღევანდელი რიგგარეშე ბიუროს სხდომა საქართველოს რამდენიმე რეგიონში მომხდარ სტიქიურ უბედურებას უკავშირდება.

მისივე თქმით, ყველაზე მეტად კახეთის რეგიონი დაზარლადა, ამიტომ პირველ ეტაპზე აუცილებელია, მოხდეს სახლების აღდგენა–გადახურვა, ელექტროენარგიისა და გაზის მიწოდება, სურსათით დახმარება, რის შემდეგაც უნდა დაიწყოს რეგიონის გრძლევადიანი რეაბილიტაცია.

ამ პროცესისთვის კი, ბაქრაძის შეფასებით, აუცილებელია, პარლამენტმა საბიუჯეტო ცვლილებები დროულად დაამტკიცოს და მთავრობას სრულფასოვნად მუშაობის უფლება მისცეს.

რაც შეეხება საბიუჯეტო ცვლილებებს, ცნობილია, რომ სტიქიის სალიკვიდიციო სამუშაობისა და მოსახლეობის კომპენსირების მიზნით, დაახლოებით 162 მილიონი ლარი დახარჯება, რისი მობილიზებაც ბიუჯეტის ცალკეული მუხლების შემცირების ხარჯზე მოხდება.

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...