planetanews Posted July 23, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted July 23, 2012 http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/07/Opera-Festival-Poster-small-254x300.jpg„თბილისის საოპერო ფესტივალის“ დასკვნითი საღამო _ გალა კონცერტი კონსერვატორიის დიდ დარბაზში 25 ივლისს გაიმართება. გალა კონცერტის პროგრამაშია ფრაგმენტები ვოლფგანგ ამადეუს მოცარტის, ჯუზეპე ვერდის, ჯაკომო პუჩინის, პიეტრო მასკანის ოპერებიდან. თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ თეატრის სოლისტები _ თეა დემურიშვილი, ლეგი იმედაშვილი, მიშელინა ქობალიანი, ზაალ ხელაია. გალა კონცერტს ჯანლუკა მარჩანო იდირიჟორებს.9 ივლისს გაიმართა პირველი საფესტივალო კონცერტი, რომლის პროგრამაში იყო პეტრე ჩაიკოვსკის “სერენადა” სიმებიანი ორკესტრისთვის და კონცერტი ვიოლინოსა და სიმფონიური ორკესტრისთვის. მსმენელს უმასპინძლა თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის ორკესტრმა, რომელსაც უძღვებოდა თეატრის მუსიკალური ხელმძღვანელი, იტალიელი დირიჟორი ჯანლუკა მარჩანო. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts