planetanews Posted July 23, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted July 23, 2012 http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/07/get_img2.jpgაშშ-ის საელჩოს მხარდაჭერით, ბათუმი ამერიკულ დღეებს უმასპინძლებს. ფესტივალის ფარგლებში გაიმართება სხვადასხვა კულტურული და სახელოვნებო ღონისძიება, ასევე ნუარის ჟანრის ამერიკული ფილმების ჩვენება. ყველა ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია.24 ივლისიდან 29 ივლისის ჩათვლით აჭარის ხელოვნების მუზეუმში (გორგილაძის 8) მე-19-20 საუკუნეების ამერიკული ფოტოგრაფიის გამოფენა მოეწყობა. წარმოდგენილი იქნება ადრეული დასავლეთის აღიარებული ფოტოგრაფების, მათ შორის ტიმოთი სალივანისა და კარლტონ უოტკინსის ნამუშევრები. გამოფენა 24 ივლისს, 18 საათზე გაიხსნება.26 ივლისს, 20 საათზე, ილია ჭავჭავაძის სახელობის ბათუმის სახელმწიფო დრამატულ თეატრში კონცერტს გამართავს ნიუ იორკის ჯულიარდის სკოლის კურსდამთავრებული, მსოფლიოში აღიარებული პიანისტი რომან რუდნიცკი. დასწრება თავისუფალია.23 ივლისიდან 27 ივლისის ჩათვლით, ყოველ საღამოს, 20 საათზე, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მთავარ ჰოლში გაიმართება ნუარის ჟანრის ამერიკული ფილმების ჩვენება. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts