Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია “სტუდია მონიტორის” საქმეზე სწრაფი გამოძიების ჩატარებას მოითხოვს


Recommended Posts

http://www.epn.ge/wp-content/uploads/2011/11/saia-270x180.jpgახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია “სტუდია მონიტორის” საქმეზე სწრაფი და ეფექტური გამოძიების ჩატარებას მოითხოვს.

“2012 წლის 22 ივლისს “სტუდია მონიტორის” ჟურნალისტებს ოფისი გაქურდული დახვდათ. ამ ეტაპზე ცნობილია, რომ “სტუდია მონიტორის” ოფისიდან  ექვსი პერსონალური კომპიუტერი, ორი  სამონტაჟო,  ორი კამერა, ერთი შტატივი და ერთი ფლიპ კამერაა დაკარგული. აპარატურასთან ერთად ასევე დაკარგულია ჟურნალისტების სამუშაო მასალები. “სტუდია მონიტორი” დამოუკიდებელ ჟურნალისტურ გაერთიანებას წარმოადგენს, რომელიც ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლების რეალიზაციის კუთხით მნიშვნელოვან  საქმიანობას ახორციელებს. აღნიშნული სტუდია ერთ-ერთი გამონაკლისია, რომელიც ჟურნალისტურ გამოძიებებს ამზადებს და შესაბამისად, განსაკუთრებული დატვირთვა აქვს საზოგადოების წინაშე. “სტუდია მონიტორი”  2005 წლის 14 დეკემბერს შეიქმნა და ამ პერიოდიდან აქტიურად თანამშრომლობს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასთან და საიას ქართული მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრის მომსახურებით სარგებლობს”, – ნათქვამია საიას მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საიას ქართული მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრს მიაჩნია, რომ “სტუდია მონიტორის” საქმეზე მნიშვნელოვანია სწრაფი და ეფექტური გამოძიება, რათა ჟურნალისტებს მიეცეთ შესაძლებლობა, დაიბრუნონ მასალები, ტექნიკა და მუშაობის ჩვეული  რეჟიმი სწრაფად აღადგინონ.

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...