planetanews Posted July 22, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted July 22, 2012 http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/07/mt_thumb_medium250_0.jpg„მე პირდაპირ დაფინანსების საშუალება არა მაქვს, ისეთი კაბალური კანონები შემოიღეს. წამალი რომ მოგაწოდოთ, შეიძლება დაგვიჭირონ. რაღაც ჯარიმა გამოწერეს და მე ამას არ ვიხდიდი. ეხლა ვამბობ, რომ ამ ყველა ფულს გაძლევთ, ოღონდ ხალხს მიეცით ის ფული, ვინც დაზარალდა. 10 მილიონი არაფერია, რამდენიც საჭირო იქნება, იმდენს გადავურიცხავ“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა, რომელიც დღეს სოფელ ვაჩნაძეანში იმყოფებოდა.მისივე თქმით, ხელისუფლების მიერ სტიქიით დაზარალებულთათვის შეთავაზებული დახმარებების ოდენობა სასაცილოა. „ეს სასაცილო განცხადებებია, რომ მარტო სახურავებს გამოუცვლიან სახლებს და ამ დროს ავეჯი, თეთრეული, ყველაფერი გაფუჭდა შიგნით. ახლა ვნახე ატმის ბაღები და ვენახები, აბსოლუტურად განადგურებულია. არიან ისეთი მოსახლეები 100, 35, 50 ტონა მოსავალს ელოდებოდნენ. ამათ უნდათ, 1 500 ლარი გადაუხადონ. ეგრე არ გამოვა, მე ვეუბნები, აღვწეროთ სრული დანაკარგი, ყურძენზე არანაკლებ 1 ლარის ანგარიშით უნდა აღიწეროს ყველაფერი, ატამზე 1 ლარზეა საუბარი, არანაკლებ 50 თეთრი, უნდა აღიწეროს რეალური დანაკარგი და რეალური ხარჯი, 50 ათასის და 30 ათასის შემოსავალს რომ ელოდა გლეხი და 1 500 ლარს პირდებიან, ეგრე სად არის. ჩვენ ყველას აღვწერთ და ვეუბნებით, აი ფული, აი რეალური ზარალი, აბა როგორ არ გადაიხდიან, ვნახოთ“, – აღნიშნა ივანიშვილმა.„ქართული ოცნების“ ლიდერის განცხადებით, ხეხილი და ვენახები ისეა დასეტყვილი, რომ მომდევნო 5 წელი გლეხებმა მოსავალი შესაძლოა საერთოდ ვერ მიიღონ. „ის 5 წელი მოსავალს აღარ მოიტანს, ზოგი ნერგი ამოსაძირკვია. კრედიტის გადავადებაზე რომ საუბრობენ, იმ კრედიტს გაისად ვინ გაისტუმრებს, გაისად უარეს დღეში იქნებით. ეს არის მოსატყუებელი, საპიარო. დღეს კიდევ ახალი განცხადება მოგვაწია პრეზიდენტმა, ვინც 100 ტონა ატამი დაკარგა, იმის შვილს თურმე ერთი წლით გადაუვადებენ გადასახადს უნივერსიტეტში, არ არიან ბიჭები? ეს რომ წელიწადზე იანგარიშო, დაახლოებით 20–30 ლარის შეღავათი გამოდის. ასე ვეღარ მოგატყუებენ, ვალდებული არიან გააკეთონ. თუ ამბობენ, რომ ფული არა გვაქვს, მე ვეუბნები აი, ფული, მიდი და გადაუხადე. რასაც ვერ გააკეთებენ, 2–3 თვე დარჩა, აუცილებლად ყველაფერს დავაბალანსებთ მერე,“ – უთხრა ივანიშვილმა ვაჩნაძეანის რამდენიმე მაცხოვრებელს, რომელმაც მასთან შეხვედრა გაბედა.კახეთის საინფორმაციო ცენტრი იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts