Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - გარდაცვლილი ჯარისკაცის დედამ ბიძინა ივანიშვილს რუსეთის მიერ მართული უწოდა


Recommended Posts

http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/03/bidzina-ivanishvili-300x222.jpg„ქართული ოცნების“ აქტივისტებსა და 2008 წლის რუსეთ – საქართველოს ომში გარდაცვლილი ჯარისკაცის ალექსი ნატროშვილის მშობლებს შორის ინციდენტი მოხდა. ალექსი ნატროშვილის სახელობისაა ვაჩნაძეანში ერთ–ერთი ქუჩა, რომელიც ყველაზე მეტად დაზარალდა. გარდაცვლილი ჯარისკაცის დედამ ბიძინა ივანიშვილს რუსეთის მიერ მართული უწოდა. ივანიშვილმა ქალატონის სიტყვებს ყურადღება არ მიაქცია და გზა გააგრძელა, რის შემდეგაც გარდაცვლილი ჯარისკაცის მამამ გივი ნატროშვილმა „ქართული ოცნების“ აქტივისტებს მიმართა, არ გინდა კახეთიდან კურთხევა გაგატანოთო, რასაც დაპირისპირება და ფიზიკური შეხლა – შემოხლა მოჰყვა. სიტუაცია მალევე განიმუხტა.

ვაჩნაძეანში ივანიშვილს თან დაჰყვებოდნენ გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომლებიც. ერთ–ერთი მათგანი, კულტურისა და სოციალური განვითარების სამსახურის თანამშრომელი მაკო ჩითინაშვილი კახეთის საინფორმაციო ცენტრმა ამოიცნო. ჩითინაშვილი ივანიშვილის მხარდამჭერებს მოღალეტეებს ეძახოდა, თავად ივანიშვილს კი „ნაბიჭვარს“ უწოდებდა. „ქართული ოცნების“ ერთ–ერთმა აქტივისტმა ჩითინაშვილს ლანძღვის შეწყვეტის მიზეზით სახეში ჩაარტყა და პირზე ხელი მიაფარა. „ქართული ოცნების“ აქტივისტმა ჟურნალისტებს ვინაობა არ გაუმხილა.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...