Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - პატრიარქი: საქართველოს მთელი მოსახლეეობა პოლიტიზირებულია


Recommended Posts

http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/02/ilia-meore1.jpegპოლიტიკამ შეცვალა ადამიანი, რაც არ შეიძლება. ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ დღევანდელ საკვირაო ქადაგებაში განაცხადა.

პატრიაქრმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთელი მოსახლეეობა პოლიტიზირებულია.

უწმინდესის თქმით, თითოეულ ადამიანს უნდა ახსოვდეს, რომ არსებობს ფასეულობები – ღმერთი, სამშობლო, ადამიანი და მამული, ენა, სარწმუნოება. “ამას უნდა ვიცავდეთ და ვემსახურებოდეთ ყველა ადამიანი. დღეს ჩვენ ვცხოვრობთ ძალიან რთულ დროს, როდესაც ადამიანი ადამიანისთვის მეგობარი კი არ არის, არამედ თითქოს მტერია. სინამდვილეში კი ადამიანი ადამიანისთვის ძმა არის. ძველი რომაელები ამბობდნენ: “ადამიანი ადამიანისთვის მგელიაო”, ამ პოსტულატის მიღება ყოვლად დაუშვებელია, ჩვენ ძმები ვართ. დღეს ადამიანი ძალიან შეცვლილია იმასთან შედარებით, რაც იყო 100-200 წლის წინ. შეცვლილია ხასიათით, შეხედულებით და აზროვნებით. მთავარი კი ის არის, რომ სულის გარდა ყველაფერი შეცვლილია და რაც არ უნდა ცოდვაში იყოს ადამიანი, ბოლოს მაინც ღვთისკენ ბრუნდება. დღეს თითქოს ვიღაცამ შეგვცვალა. როგორი სიტყვებია – “რაც მტრობას დაუნგრევია, სიყვარულს უშენებია” და ეს სიტყვები თითქმის არასოდეს სრულდება. დღეს შეურაცხყოფას ვაყენებთ ადამიანს და შემდეგ მას ჩვეულებრივად ველაპარაკებით, ეს ხომ სირცხვილია”, – ბრძანა პატრიარქმა. მისივე თქმით, საზოგადოების დაყოფა ყოვლად დაუშვებელია

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...