planetanews Posted July 22, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted July 22, 2012 http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/01/ilia5-300x19211.jpgსრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე ჟურნალისტებს სთხოვს, არ დაუშვან, რომ ქართველი ხალხი ერთმანეთს დაუპირისპირდეს.გთხოვთ ჟურნალისტებს, ნუ დაჰყოფთ ხალხს. ეს არის ხალხის დაყოფა. დაუშვებელია, რომ ჩვენი ხალხი ერთმანეთს დაუპირისპირდეს, – ბრძანა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დღევანდელ საკვირაო ქადაგებაში. უწმინდესმა ასევე მწუხარება გამოთქვა იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ ხანდახან პრესა სავსეა სასულიერო პირებთან დაკავშირებული განცხადებებით. მისი თქმით, არის შემთხვევები, როდესაც ესა თუ ის სასულიერო პირი თავის აზრს გამოთქვამს და მას უკვე მტრად მიიჩნევენ. პატრიარქის განმარტებით, ყველა ადამიანი თავისუფალია და მას უფლება აქვს, გამოთქვას საკუთარი აზრი.“ხშირად ვკითხულობ, რა თქვეს და როგორ თქვეს მეუფე იობმა, მამა ტარიელმა. მათ თავისი აზრი გამოთქვეს და ეს იმას არ ნიშნავს, რომ ისინი მტრები არიან. ისინი ისეთივე შვილები არიან ღვთისა და სამშობლოსი, როგორიც ყველა. გთხოვთ ჟურნალისტებს, ნუ დაჰყოფთ ხალხს. ეს არის ხალხის დაყოფა. დაუშვებელია, რომ ჩვენი ხალხი ერთმანეთს დაუპირისპირდეს. არსებობს მოსაზრება, რომ ჩვენი მისვლით ჩვენ თითქოს მხარს ვუჭერთ რომელიმე მხარეს და ხდება დაპირისპირება. ვისაც არ უნდა ვუჭერდეთ მხარს, საქართველოს ეკლესიისთვის ყველა სულიერი შვილებია, მთავრობაა თუ ოპოზიცია, რომელიმე პარტიის წარმომადგენელია, ცოდვილია, მართალი თუ ავაზაკი. ეკლესია მოვალეა, ყველა დაარიგოს. მამაშვილური სიყვარულით მინდა გთხოვოთ, როდესაც ლაპარაკობთ, გახსოვდეთ, რომ ჩვენს უკან ჩვენი სამშობლოა, ჩვენს გამოთქმებში ყოველთვის ზღვარი უნდა შევინარჩუნოთ. ზოგიერთი ჯერ ლაპარაკობს და შემდეგ ფიქრობს, სინამდვილეში კი ჯერ უნდა ვიფიქროთ და შემდეგ ვილაპარაკოთ”, – ბრძანა უწმინდესმა იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts