Jump to content
Planeta.Ge

ბიძინა ივანიშვილი სტიქიით დაზარალებლ ოჯახებთან შესახვედრად კახეთში გაემგზავრა


Recommended Posts

http://www.iveroni.com.ge/pictures/image1/4561b5b00ccf70d742300915067c878a.jpgკოალიცია ქართული ოცნების ლიდერი ბიძინა ივანიშვილი კახეთის რეგიონში სტიქიით დაზარებულ მოსახლეობასთან შესახვედრად გაემგზავრა.

 

 

View the full article

Edited by lasha_alo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

"მე პირდაპირ დაფინანსების საშუალება არა მაქვს, ისეთი კაბალური კანონები შემოიღეს. წამალი რომ მოგაწოდოთ, შეიძლება დაგვიჭირონ. რაღაც ჯარიმა გამოწერეს და მე ამას არ ვიხდიდი. ეხლა ვამბობ, რომ ამ ყველა ფულს გაძლევთ, ოღონდ ხალხს მიეცით ის ფული, ვინც დაზარალდა. 10 მილიონი არაფერია, რამდენიც საჭირო იქნება, იმდენს გადავურიცხავ“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა, რომელიც დღეს სოფელ ვაჩნაძეანში იმყოფებოდა.

 

მისივე თქმით, ხელისუფლების მიერ სტიქიით დაზარალებულთათვის შეთავაზებული დახმარებების ოდენობა სასაცილოა. „ეს სასაცილო განცხადებებია, რომ მარტო სახურავებს გამოუცვლიან სახლებს და ამ დროს ავეჯი, თეთრეული, ყველაფერი გაფუჭდა შიგნით. ახლა ვნახე ატმის ბაღები და ვენახები, აბსოლუტურად განადგურებულია. არიან ისეთი მოსახლეები 100, 35, 50 ტონა მოსავალს ელოდებოდნენ. ამათ უნდათ, 1 500 ლარი გადაუხადონ. ეგრე არ გამოვა, მე ვეუბნები, აღვწეროთ სრული დანაკარგი, ყურძენზე არანაკლებ 1 ლარის ანგარიშით უნდა აღიწეროს ყველაფერი, ატამზე 1 ლარზეა საუბარი, არანაკლებ 50 თეთრი, უნდა აღიწეროს რეალური დანაკარგი და რეალური ხარჯი, 50 ათასის და 30 ათასის შემოსავალს რომ ელოდა გლეხი და 1 500 ლარს პირდებიან, ეგრე სად არის. ჩვენ ყველას აღვწერთ და ვეუბნებით, აი ფული, აი რეალური ზარალი, აბა როგორ არ გადაიხდიან, ვნახოთ“, – აღნიშნა ივანიშვილმა.

 

„ქართული ოცნების“ ლიდერის განცხადებით, ხეხილი და ვენახები ისეა დასეტყვილი, რომ მომდევნო 5 წელი გლეხებმა მოსავალი შესაძლოა საერთოდ ვერ მიიღონ. „ის 5 წელი მოსავალს აღარ მოიტანს, ზოგი ნერგი ამოსაძირკვია. კრედიტის გადავადებაზე რომ საუბრობენ, იმ კრედიტს გაისად ვინ გაისტუმრებს, გაისად უარეს დღეში იქნებით. ეს არის მოსატყუებელი, საპიარო. დღეს კიდევ ახალი განცხადება მოგვაწია პრეზიდენტმა, ვინც 100 ტონა ატამი დაკარგა, იმის შვილს თურმე ერთი წლით გადაუვადებენ გადასახადს უნივერსიტეტში, არ არიან ბიჭები? ეს რომ წელიწადზე იანგარიშო, დაახლოებით 20–30 ლარის შეღავათი გამოდის. ასე ვეღარ მოგატყუებენ, ვალდებული არიან გააკეთონ. თუ ამბობენ, რომ ფული არა გვაქვს, მე ვეუბნები აი, ფული, მიდი და გადაუხადე. რასაც ვერ გააკეთებენ, 2–3 თვე დარჩა, აუცილებლად ყველაფერს დავაბალანსებთ მერე,“ – უთხრა ივანიშვილმა ვაჩნაძეანის რამდენიმე მაცხოვრებელს, რომელმაც მასთან შეხვედრა გაბედა.

 

ვაჩნაძეანის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა ელზა პარკაულმა ივანიშვილს სთხოვა, მის სახლში არ შესულიყო. „არ შემოხვიდეთ გთხოვთ, სამსახურიდან გამათავისუფლებენ. აგერ, კალაურის სკოლის მასწავლებელი უკვე გაათავისუფლეს“, – მიმართა ელზა პარკაულმა ივანიშვილს. კოალიციის ლიდერმა მასწავლებლის თხოვნა გაიზიარა და ეზოში არ შევიდა. „არ გვინდა კიდევ ერთი ადამიანი დარჩეს უმუშევარი“, – განმარტა ივანიშვილმა.

 

ელზა პარკაულის საცხოვრებელ სახლს სტიქიის შედეგად სახურავი მთლიანად გადახდილი აქვს. გადახურვის სამუშაოები მის სახლში ამ დრომდე არ მიმდინარეობს.

 

„ქართული ოცნების“ ერთ–ერთი წევრი, რომელსაც ივანიშვილი სახლში ესტუმრა, ამბობდა, რომ მისი სახლის გადახურვა არ მიმდინარეობდა, თუმცა ვიდრე ივანიშვილი მასთან მივიდოდა, მუშები სახურავზე ავიდნენ და სამუშაოები დაიწყეს.

 

ვაჩნაძეანში ივანიშვილის ვიზიტს ინციდენტის გარეშე არ ჩაუვლია. „ქართული ოცნების“ აქტივისტებსა და 2008 წლის რუსეთ – საქართველოს ომში გარდაცვლილი ჯარისკაცის ალექსი ნატროშვილის მშობლებს შორის ინციდენტი მოხდა. ალექსი ნატროშვილის სახელობისაა ვაჩნაძეანში ერთ–ერთი ქუჩა, რომელიც ყველაზე მეტად დაზარალდა. გარდაცვლილი ჯარისკაცის დედამ ბიძინა ივანიშვილს რუსეთის მიერ მართული უწოდა. ივანიშვილმა ქალატონის სიტყვებს ყურადღება არ მიაქცია და გზა გააგრძელა, რის შემდეგაც გარდაცვლილი ჯარისკაცის მამამ გივი ნატროშვილმა „ქართული ოცნების“ აქტივისტებს მიმართა, არ გინდა კახეთიდან კურთხევა გაგატანოთო, რასაც დაპირისპირება და ფიზიკური შეხლა – შემოხლა მოჰყვა. სიტუაცია მალევე განიმუხტა.

 

ვაჩნაძეანში ივანიშვილს თან დაჰყვებოდნენ გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომლებიც. ერთ–ერთი მათგანი, კულტურისა და სოციალური განვითარების სამსახურის თანამშრომელი მაკო ჩითინაშვილი კახეთის საინფორმაციო ცენტრმა ამოიცნო. ჩითინაშვილი ივანიშვილის მხარდამჭერებს მოღალეტეებს ეძახოდა, თავად ივანიშვილს კი „ნაბიჭვარს“ უწოდებდა. „ქართული ოცნების“ ერთ–ერთმა აქტივისტმა ჩითინაშვილს ლანძღვის შეწყვეტის მიზეზით სახეში ჩაარტყა და პირზე ხელი მიაფარა. „ქართული ოცნების“ აქტივისტმა ჟურნალისტებს ვინაობა არ გაუმხილა.

 

ნათია დანელიშვილი | კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

და მიუვარდა რუსთა სოვდაგარი ბორისკა-ბიძინა კახთა ზედა ოდეს დასეტყვილ-დანგრეულ იყო მთაბარი დიდად.... და მოუთხრო კახელ გლეხებს მამალნი ჭორნი უდრეკი ლუბიანკაშიდ შეთითხნილი და ღირსი დედის თინათინის თარგმნილი....და ჩამურიგა საუკეთესო მოსკოვისტური ჭორები სტიქიით გაწამებულ გლხებს ვაიშამ ჭორვილას მიწისა.....აბაო დაიჩივლა სკვითთა ნებიერამ "ქართლის ძეგლისდება" არ მაძლევსო ნებას თქვენსა ზედა დახმარებისაო, თორემ აგერ გადახედეთ როგორ მყავსო მოვლილი ვიზეც ხელმეწიფებაო და ანაზდად გახედა მოსუქებულ (პირბადრა მთვარის მსგავსად) ღირს დედას თინათინს..... ბევრის გაღება მომეწადინა თქვენსა ზედა მაგრამ მუხანათია იგი კანონი ქართლისა და ზარალსა ვპოვებ ოდეს დაგეხმაროთო......"A bad workman always blames his tools"
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...