planetanews Posted July 21, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted July 21, 2012 http://rustavi2.com/news_photos/07_12/61411.jpg სტიქიით დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად, ბიძინა ივანიშვილი 10 მილიონ ლარს საბიუჯეტო ანგარიშზე გადარიცხავს, რომელიც მას სასამართლომ ჯარიმის სახით მიუთითა. ”ქართული ოცნების” ლიდერის განცხადება მაია ფანჯიკიძემ ბრიფინგზე წაიკითხა. `მე მივიღე გადაწყვეტილება და ამ ეტაპზე 10 მილიონ ლარს ვრიცხავ სასამართლოს მიერ მითითებულ საბიუჯეტო ანგარიშზე. სტიქიით მიყენებული ზარალის სრულად დათვლის შემდეგ, სახელმწიფო ბიუჯეტში ამავე მექანიზმის გამოყენებით, გადავრიცხავ იმდენ თანხას, რამდენიც საჭირო გახდება,` ნათქვამია ივანიშვილის განცხადებაში.ბიძინა ივანიშვილის განცხადებას უმრავლესობის ლიდერმა პეტრე ცისკარიშვილმა უპასუხა. მისი თქმით, ფინანსური თვალსაზრისით, ეს არის ზღვაში წვეთი და ეს თანხა ამინდს ვერ შექმნის, რადგან სტიქიით მიყენებული ზარალის და ზიანის აღმოფხვას სჭირდება გაცილებით მეტი, ხოლო პოლიტიკური თვალსაზრისით, ცისკარიშვილის შეფასებით, ეს ამორალური შემოთავაზებაა, რადგან პოლიტიკოსებს დაზარალებული ადამიანების ბედით ვაჭრობა მხოლოდ წინასაარჩევნოდ სურთ. View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts