Jump to content
Planeta.Ge

from opinion.ge- გიორგი თარგამაძემ საჩხერლებისთვის მიცემული პირობა შეასრულა


Recommended Posts

http://opinion.ge/wp-content/uploads/2012/07/targamadze-gio2-270x300.jpgროგორც „ქრისტიან-დემოკრატების“ ლიდერმა გიორგი თარგამაძემ, დღეს საჩხერის მოსახლეობასთან შეხვედრაზე განაცხადა, მან ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ პირობა შეესრულებინა და ვალერი გელბახიანი საქართველოში დაბრუნებულიყო.

თარგამაძის განმარეტებით, წინა შეხვედრებზე საჩხერლები გელბახიანის ბედით იყვნენ დაინტერესებული და მას ამ საკითხში დახმარებას სთხოვდნენ.

შეხვედრაზე ლიდერმა ყურადღება გაამახვილა პარტიის პრიორიტეტებზე და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე.

“ჩვენი მთავარი განმასხვავებელი ფაქტორი სხვებისგან არის ის, რომ ჩვენთან ერთი ყველასათვისაა და ყველა ერთისთვის, ჩვენ პოლიტიკური პარტია ავაშენეთ, რომელიც სხვათა დინებას არ მიჰყვება, წონასწორობას არ კარგავს, ერთდღიან ხეირს ან სარგებელს არ ეძებს და შრომობს ფუტკარივით, რათა ღირსეულად ემსახუროს ღმერთს, სამშობლოს და ოჯახს. ჩვენ ვართ საქართველოს მოქალაქეები დაბადებით, მაგრამ ჩვენ ვართ ქრისტიან-დემოკრატები არჩევანით. ეს არჩევანი კი ნიშნავს მუდმივ და დაუღალავ ბრძოლას თავისუფლებისთვის, სამართლიანობისთვის და სოლიდარობისთვის”, – განაცხადა თარგამაძემ.

მისივე თქმით, მათი პროგრამა არის გასაღები გაჩერებული ქართული ეკონომიკური ძრავის აღსადგენად.

“ეს არის პროგრამა, რომელიც ორიენტირებულია საქართველოს ყველა მოქალაქეზე, ჩვენი პროგრამა ითვალისწინებს ყველა არსებული პრობლემის მოგვარებას, რომელიც მოსახლობას აწუხებს – იქნება ეს ხარისხიანი და ხელმისაწვდომი განათლების მიღება ახალგაზრდებისთვის, დასაქმება მშობლებისთვის, თუ დაფასება და პატივისცემა პენსიონერებისთვის”,- აღნიშნა თარგამაძემ.

opinion.ge

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...