planetanews Posted July 21, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted July 21, 2012 ##image#10095#0#სირიის სამთავრობო ჯარი დამასკში მეამბოხეთა პოზიციებს დიდი ძალებით, საჰაერო და სახმელეთო მძიმე სამხედრო ტექნიკის გამოყენებით უტევს. პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის ჯარმა დამასკის ერთი რაიონი დაიკავა. ბრძოლები აჯანყებულებსა და ჯარს შორის მიმდინარეობს ქალაქ ალეპოშიც.ადამიანის უფლებადამცველი ჯგუფების ცნობით, პარასკევს სირიის მასშტაბით 240 ადამიანი დაიღუპა – მათ შორის, 43 ჯარისკაცი.უკნასკნელი 48 საათის მანძილზე დაღუპულთა რიცხვი 550-ს აღწევს – ეს მაჩვენებელი გასულ ორ დღეს ყველაზე სისხლიანად აქცევს აჯანყების 16 თვის მანძილის განმავლობაში.გაეროს ლტოლვილთა საქმეების კომისარიატის ცნობით, სირია-ლიბიის საზღვარი უკვე 30 ათასამდე სირიელმა გადაკვეთა.პარასკევს გარდაიცვალა ასადის უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელი ჰიშამ იხტიარი – სასიკვდილო ჭრილობა მან ოთხშაბათს, თავდასხმის შედეგად მიიღო. ასადის ადგილსამყოფელი ცნობილი არაა.შეგახსენებთ, რომ გაერომ მიიღო რეზოლუცია, რომელიც სადამკვირვებლო მისიას სირიაში კიდევ 30 დღით დატოვებს. View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts