planetanews Posted July 21, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted July 21, 2012 არსებობს ლიტერატურული სახეები, რომლებიც ყოველდღიურ ცხოვრებაში შემოდიან. ტიპაჟები, რომლებიც საზოგადო სახეებად იქცევიან ხოლმე. ერთ-ერთი ასეთი ტიპაჟია დონ ჟუანი. ნებისმიერ მექალთანე ადამიანს ამ სახელს შეარქმევენ ხოლმე. ლიტერატურაში ეს პერსონაჟი ორ დიდ მწერალთან გვხვდება, ფრანგ ჟან ბატისტ მოლიერთან და ინგლისელ ჯორჯ გორდონ ბაირონთან.მოლიერის დონ ჟუანი ერთი უზნეო, მექალთანე კაცია. მას სინდისი სულ არ აწუხებს და არც ღმერთის სასჯელი ადარდებს დიდად. ის საერთოდ დამცინავად უყურებს ცხოვრებას და სიცოცხლის უკანასკნელ წუთამდე ცინიკურია. საერთოდ სიცოცხლეს, როგორც უმაღლეს ღირებულებასაც ზერელედ ეკიდება. უბრალოდ, სიამოვნებას იღებს ცხოვრებისგან და საკაცობრიობო თუ საზოგადოებრივ საკითხებზე ფიქრით თავს არ იწუხებს.თითოეულ შემხვედრ ქალს როგორც სათამაშოს, ისე აღიქვამს, თავის ჟინს თუ უბრალოდ გატაცებას იკმაყოფილებს და მათი შემდგომი ბედი სულ არ ანაღვლებს. ქალებთან ურთიერთობის საოცარი ნიჭითაა დაჯილდოებული და კარგად იყენებს. საჭირო დროს პირფერობაც ეხერხება.ნაწარმობის დასაწყისში ცოლი, დონა ელვირა მიატოვა და ახალ ,,სატრფოს’’ გამოეკიდა, ბევრი არ უფიქრია იმაზე, რომ იმ ქალაქში ჩავიდა, სადაც რამდენიმე წლის წინ კომანდორი მოკლა.ამ ქალაქში კინაღამ წყალში დაიღრჩო, მაგრამ ესეც ისევე ,,გაატარა’’ როგორც სხვა ყველაფერი. გაშრობაც ვერ მოესწრო, როცა თავისი გადამრჩენელი გლეხის ცოლს დაუწყო არშიყი.მას დონა ელვირას ძმები მოსაკლავად მოსდევდნენ, მაგრამ შემთხევით უფროსი ძმა, დონ კარლოსი გადაარჩინა და მისი ხელით სიკვდილსაც გადაურჩა.დონ ჟუანით უკმაყოფილო იყო მამა, დონ ლუისი. მაგრამ როცა საჭირო გახდა, დონ ჟუანმა ადვილად დაარწმუნა,რომ ცხოვრების წესს იცვლიდა.მის მსახურს, სგანარელს ბატონი დიდად არ უყვარდა, მაგრამ გასამრჯელოს გამო ემსახურებოდა.დონ ჟუანს ეყო თავხედობა ვახშმად დაეპატიჟებინა მისი მოკლული კომანდორის ქანდაკება, რაც სიცოცხლის ფასად დაუჯდა.მისი სიკვდილი ბევრს გაუხარდა, გარდა მრავალტანჯული სგანარელისა, რომელსაც უნებლიეთ აღმოხდა, ვინღა გადამიხდის ახლა ხელფასსო.რეალურად ლეგენდარული დონ ჟუანის პროტოტიპი იყო სევილიაში არისტოკრატული წრის წარმომადგენელი დონ ხუან ტენორიო. მისი თავაშვებული და გახმაურებული სასიყვარულო კავშირები და დუელები, რომლებიც დაუსჯელი დარჩა მისი ახლო მეგობრის, კასტილიის მეფის პედრო I-ის დახმარებით, დიდხანს ანცვიფრებდა სევილიას, სანამ ,,არ აღსულდა სამართალი“. მან მოიტაცა კომანდორი დე ულოას ქალიშვილი და თავად კომანდორი მოკლა. ხელისუფლება დუმდა ამის პასუხად. სასულიერო პირებმა – ფრანცისკანცებმა გადაწყვიტეს ემოქმედათ. მ ახალგაზრდა ქალის სახელით დაუნიშნეს პაემანი გვიან ღამით ეკლესიაში, სადაც კომანდორი იყო დასაფლავებული, მოკლეს იგი და ხმა გაავრცელეს, რომ კომანდორის საფლავზე არსებულმა ქანდაკებამ (იდეაში კომანდორის სულმა) გაგზავნა დონ ხუანი ჯოჯოხეთში.დონ ჟუანობა ლიტერატურაში ერთ-ერთ ძირითად ხასიათად იქცა. მას ბევრი პერსონაჟი ჰგავს. ნებისმიერი პერსონაჟის მხრდიდან ქალთან ურთიერთობაში გამოვლენილ ნიჭს დონ ჟუანობას უწოდებენ ხოლმე. მაგალითად, ალექსანდრე დიუმას ლეგენდარული მუშკეტერი არამისი ნამდვილი დონ ჟუანი იყო.დონ ჟუანი ძალიან ჰგავს ისტორიულ პიროვნებას, ჯანჯაკომო კაზანოვას. კაზანოვაზე წიგნი არ დაწერილა, სამაგიეროდ, დიდმა იტალიელმა რეჟისორმა, ფედერიკო ფელინიმ ფილმი გადაიღო დონალდ საზერლენდის მონაწილეობით.საბოლოოდ, დონ ჟუანის სახე იქცა ერთ-ერთ მთავარ ლიტერატურულ სახედ. მისი ნიჭი და უტიფრობა კიდევ დიდხანს გააოცებს მკითველებს. პოსტის სურათი: http://www.blogger.ge/sites/default/files/22834536.jpg კატეგორიები: ხელოვნება / ლიტერატურა View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.