Jump to content
Planeta.Ge

ბლოგერების სახლი: ჰიპოთეზა თუ სინამდვილე - მომავალი სამყაროსა და მსოფლიო საზოგადოების შესახებ


Recommended Posts

 უდავოა, თუ როგორ ვითარდება თანამედროვე ადამიანის შესაძლებლობათა პოტენციალი. თავი ბედნიერად მიმაჩნია, რომ ამ ეპოქის რიგითი თანამგზავრი ვარ, თქვენთან ერთად ჩემო ადამიანებო. ცხოვრების ავსა და კარგს, ერთად ვიზიარებთ შორს ვართ, თუ ახლოს ერთმანეთთან - განვიცდით, გვიხარია, გვაღელვებს, გვეცოდება, თანავუგრძნობთ, გვიყვარს...

გაგვაჩნია ბევრი რამ კარგი - სიმამაცე, სიამაყე, თავმდაბლობა... ვცხოვრობთ დღევანდელი დღით. ვფიქრობთ ხვალინდელზე. გვაქვს ცხოვრების მოთხოვნილებები და ვიკმაყოფილებთ ამბიციებს... ცუდიც გვაქვს - შური, სიძულვილი, ამპარტავნობა, შუღლი, ღალატი, დაბეზღება... იმედია მაპატიებთ... ეს ყველა მოაზროვნე ადამიანმა იცის...

აქ, - ვფიქრობთ, ვმსჯელობთ, აზრებს ვწერთ, კითხვებს ვსვამთ, და ვპასუხობთ, ერთმანეთის აზრთა სისწორესა და სხვაობას კომენტარებს ვუკეთებთ. შეიძლება თანადგომისათვის რჩევაც კი ვკითხოთ ურთიერთს. იცვლება ჩვენს ირგვლივ გარემო. დავიწყებას ეძლევა ზოგიერთი რამ, რაც ახლით ან მიმზიდველით სხვაფერდება. წინ მივიწევთ... ისე, რომ კაცობრიობის ისტორიას არ ახსოვს მსგავსი ტემპი...

ადამიანებს სურთ გაიგონ, აითვისონ და კიდევ მეტი შეძლონ... ციფრული ტექნოლოგიები დიდ წვლილს შეიტანენ მომავალი კოსმოსური სივრცის გაფართოებაში... და მერე რა იქნება? კიდევ მეტი და მეტი, თუ უზენაესმა ინება...

დადგება დრო რომ კაცობრიობა საკუთარ ქმედებებზე აგებს პასუხს... ეს არ გვინდა მოხდეს, მაგრამ ბევრს ფიქრობენ კი ამ საკითხზე? ფუჭდება ბევრი რამ, კეთდება ცოტა. რატომ ვფიქრობ ასე? არსებობს ტერმინი „გლობალური აზროვნება“- ჰო და მეც, გლობალურად ვაზროვნებ ბატონო... დედამიწას, სიცოცხლის წყაროს, მოფრთხილება სჭირდება და მას ისე ვერავინ მოუფრთხილდება და გააფუჭებს, როგორც ადამიანი...

ბალანსი, წონასწორობა - ყველასთვის ცნობილი ტერმინია და ვიცით რა მოვლენით ხასიათდება. სახელმწიფოთა შორისი ბალანსი პოლიტიკოსთა მოვალეობაა. თუ კი ბალანსი დაირღვა რაიმე საკითხში, ერთ-ერთი მხარის ან ორივეს დაზარალებას იწვევს. დღეს საიმისოდ, რომ წონასწორობა შენარჩუნდეს, საკმაოდ ძლიერი მექანიზმებია შექმნილი. წონასწორობა საჭიროა ნებისმიერი ოჯახისთვის, რომ ის არ დაინგრეს და არ დაიშალოს, არ გათითოკაცოვდეს. ადამიანის შექმნილი, ადამიანმა უნდა დაიცვას და გაუფრთხილდეს, და არამარტო მის შექმნილს, თვით ბუნებას, უზენაესის ნაჩუქარს, შენარჩუნება და მიმატება სჭირდება...

„ბუნება მბრძანებელია“. სამყარო ცოცხალ ორგანიზმად მიმაჩნია საკუთარ თავს თვითონ აბალანსებს და აკონტროლებს. იცავს მის გარშემო მყოფს, სახელიც შესაბამისი უნდა იყოს, ჩემი აზრით არსებულ შემთხვევაში, როგორც „დედამიწა“, ცოცხალ ორგანიზმთა ოჯახი, სადაც ბატონობს, „ვინ“ ვინთა შორის და „ვინ“ „რა“-ზე. ესეც გარკვეული წონასწორობაა...

ალბათ, დედამიწასაც გააჩნია ოჯახი. შეიძლება ითქვას „დედა სამყარო“, რომლებიც თავიანთი ფუნქციებით არიან დაკავებულნი კოსმოსურ უკიდეგანო სივრცეში... ისინი დადგენილი კანონზომიერების დაცვას ცდილობენ, რათა იარსებონ და ერთმანეთი შეავსონ, ურთიერთ გავლენითა და შესაძლებლობებით. ღმეღთმა არ ქნას, რომ მათ შორის წონასწორობა დაირღვას. მსგავსი მოვლენა ადამიანისთვის უმართავია... და რა მოხდება? ალბათ არავინ იცის...

არ მინდა ამის შესახებ მეტი ვისაუბრო. მოგაწყინეთ თავი ჩემი მოსაზრებებით, მაგრამ მინდა ერთი თემა წამოვწიო წინა პლანზე, რაც ჩვენ, ადამიანთა მოდგმას ეხება.

როგორი იქნება ადამიანის ფუნქციური შესაძლებლობები მომავალში?.. 

 

პოსტის სურათი:

 

http://www.blogger.ge/sites/default/files/ds.png

 

კატეგორიები:

 

მეცნიერება

მსოფლიო

საზოგადოება

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...