Jump to content
Planeta.Ge

Recommended Posts

ეჰ... ეს დავა ღმერთის არსებობა არ არსებობაზე არ დამთავრდება... ალბათ... :facepalm: :user:
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 343
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

Valefor, და სად ხვდება კაბალის მიხედვით ადამიანი სიკვდილის შემდეგ? ჯოჯოხეთი და სამოტხე გამორიცხულია, არა..?

კაბალა ცნობს იმას, რომ ებრაელები მართლა ღვთის რჩეული ხალხია?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ახლაც არიან სწორედ ისეთი ადამიანები როგორიც მოსე, აბრაამი, სოლომონი, იერემია, ელია და ა.შ იყვნენ,

თქვენ არ იცნობდეთ იქნება არცერთს..?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Shaten

 

და სად ხვდება კაბალის მიხედვით ადამიანი სიკვდილის შემდეგ?

 

საფლავში.

 

ჯოჯოხეთი და სამოტხე გამორიცხულია, არა..?

 

ჯოჯოხეთიც და სამოთხეც ადამიანშია, ამ სიტყვებით გადმოცემულია ადამიანის შინაგანი მდგომარეობის ცვალებადობა, წუხილი ეს ჯოჯოხეთია, სიხარული სამოთხე. რელიგია თხზავს მცდარ წარმოდგენას რომ ადამიანს თითქოსდა აქვს რაღაც პერსონალური სული რომელიც სიკვდილის შემდეგ სადღაც მიფრინავს, არანაირი მსგავსი სული ადამიანს არ გააჩნია, ვინაიდან სული ანუ უპიროვნო ძალა ერთია და ყოვლისმომცველი, აი ეს სული გამოვლინდება სწორედ ხან მკვდარი და ხან ცოცხალი მატერიის სახით, ადამიანი თავად ეს სულია ცოცხალი მატერიის სახით გამოვლინებული, ადამიანი თავად არის გონიერი სული, როდესაც ეს ცოცხალი მატერია კვდება ის უერთდება მკვდარ მატერიას ანუ მიწა იყავ (მკვდარი მატერია) და მიწად იქეც (მკვდარ მატერიად) მკვდარი მატერიიდან კი ცოცხალი მატერიის წარმოქმნას ისევ შემოქმედი ახდენს, ამას აბიოგენეზი ქვია. აი ასე წარმოიქმნა ადამიანი მიწის ელემენტებიდან აბიოგენეზისა და ევოლუციის შედეგად, მკვდარი მიწა გაცოცხლდა, მოსემ ეს პროცესი აღწერა სიტყვებით: ღმერთმა (ბუნების ძალამ) მიწიდან (მკვდარი მატერიიდან) გამოძერწა ( ძერწვა ზემოქმედების პროცესია ამ ძალისა მატერიაზე) ადამიანი ანუ (ცოცხალი მატერია) შთაბერა მას სიცოცხლის სუნთქვა (ნიშნავს რომ ზემოქმედებამ მკვდარ სხეულს მიცა სასიცოცხლო ძალა).

 

 

კაბალა ცნობს იმას, რომ ებრაელები მართლა ღვთის რჩეული ხალხია?

 

ებრაელი ერი როგორც ასეთი არ არსებობს, იმათ ვისაც ცვენ ებრაელებს ვეძახით არის ბაბილონიდან გამოსულ ბედუინთა, შუმერთა, პონტოელთა, ქალდეველთა, ეგვიპტელთა, ასურელთა, სხვათაშორის იბერთა-ც მინტერნაციონალური ნაზავი ებრაელეი ერი არ არსებობს, ისევე როგორც არ არსებობს ამერიკელი ერი, რაც შეეხება იაშარ-ელს ანუ ისრაელს ამ სიტყვით რაიმე კონკრეტული ერი კი არა ის ადამიანები აღინიშნებიან რომლებიც ილტვიან შემოქმედისაკენ, ისრაელი არის შემოქმედისკენ მავალ ადამიანთა ჯგუფი და ასეთი შეიძლება ებრაელიც იყოს, გურჯაანელი კახელიც და ტულუზელი ფრანგიც, ასეთები რჩეულები მართლაც არიან იმიტომ რომ გამოირჩევიან ზოგადი მასისაგან მიზნით.

 

 

თქვენ არ იცნობდეთ იქნება არცერთს..?

 

ვიცნობ, მაგალითად თქვენ სწორედ ისეთივე ადამიანი ხართ როგორც მოსე, ელია და სოლომონი ან თუნდაც იესო, რა სხვაობაა იცით თქვენსა და იესოს შორის? განსაკუთრებული არაფერი, უბრალოდ მან თქვენზე ადრე შეძლო იმის გააზრება რასაც ეხლა გწერთ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ებრაელი ერი როგორც ასეთი არ არსებობს, იმათ ვისაც ცვენ ებრაელებს ვეძახით არის ბაბილონიდან გამოსულ ბედუინთა, შუმერთა, პონტოელთა, ქალდეველთა, ეგვიპტელთა, ასურელთა, სხვათაშორის იბერთა-ც მინტერნაციონალური ნაზავი ებრაელეი ერი არ არსებობს, ისევე როგორც არ არსებობს ამერიკელი ერი,

მოიცათ, მოიცათ.. მაგრამ ხომ არის ჩამოყალიბებული ასეთი ერი, როგორიც არის ებრაელი..? მითუმეტეს რომ თქვენს მიერ ჩამოთვლილი ზოგიერთი ერები, ახლა, უკვე, არ არსებობენ... პირველად მესმის, თუ სიმართლე გინდათ, რომ ებრაელ ერს ამერიკელ ერს ადარებდნენ... ასე თუ ისე, ეს ხალხი არსებობს (თან რამდენი ხანია)... მათ აქვთ თავიანთი რელიგია (ნუ ზოგი არაებრაელი ხალხიც, რომ მისდევს ამ რელიგიას, ეს სხვა საკითხია), კულტურა..,..

 

ვიცნობ, მაგალითად თქვენ სწორედ ისეთივე ადამიანი ხართ როგორც მოსე, ელია და სოლომონი ან თუნდაც იესო, რა სხვაობაა იცით თქვენსა და იესოს შორის? განსაკუთრებული არაფერი, უბრალოდ მან თქვენზე ადრე შეძლო იმის გააზრება რასაც ეხლა გწერთ.

ეს უკვე პათოსია, არა..? :)

Edited by Shaten
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Shaten

 

მოიცათ, მოიცათ.. მაგრამ ხომ არის ჩამოყალიბებული ასეთი ერი, როგორიც არის ებრაელი..?

 

კი დღეს ამ ხალხებს აქვთ ერის სტატუსი მიცემული ისევე როგორც ამერიკელებს, მაგრამ მათი ფუძე სხვაა, ინტერნაციონალური ნაზავია სხვადასხვა მხირერიცხვოვანი ერების წარმომადგენლებისა. მაგალითად ქართველი ერის ფუძე იბერიულ კავკასიური და კოლხური ტომებია, ადგილობრივი მკვიდრნი, რომელთაც ტერიტორია სალაპარაკო ენა და მრწამსი აერთიანებდათ. ებრაელები ასე არ არიან, ეს ხალხი როგორც ერი შედგა ნაწილი პართიელებისაგან (დღევანდელი ირანი) მათ ნაწილს ეგვიპტელები წარმოადგენენ, ბაბილონელები და კართაგენელები დღევანდელ არაბთა წინაპარი ტომები, არ არსებობდა ბუნებაში ერი სახელად ებრაელი, თავად აბრაამი ვინც ეს ხალხები შეკრიბა იყო შუმერი, შუმერთა სახელმწიფო ქალდეის ქალაქ ურის მკვიდრი, წარმართი ქურუმის თერეხის ვაჟი, თავადაც წარმართი, ამ ერის აღმოცენების ისტორია თუ გაინტერესებთ ისევ მცირე პასაჟს დაგიკოპირებთ.

 

უძველეს ქალაქ ურში (თანახის მიხედვით – „ურ ქასდიმ“) დაიბადა პირველი „ოფიციალური“ კაბალისტი – ავრაჰამი (ჩვენს წელთ აღრიცხვამდე 1900-2000 წლები), რომელიც ჩვენთვის მამა აბრამის სახელითაა ცნობილი. „ოფიციალური“ იმიტომ, რომ ის პირველი არ იყო, ვინც სულიერი სამყარო შეიცნო, არამედ იყო პირველი, ვინც მის მიერ შეძენილი ცოდნა კაბალისტური – სფირების ენით გადმოგვცა.

 

აბრამი წარმართი ქურუმის –თერახის შვილი იყო, ეს უკანსკნელი კი წიგნი „მიდრაშ რაბა“–ს მიხედვით თიხისაგან კერპების დამზადებით და გაყიდვით იყო დაკავებული. დაახლოებით 40 წლის ასაკამდე აბრამიც ამ ოჯახურ საქმიანობაში იყო ჩართული. მიუხედავად ამისა ის გრძნობდა გულის აუხსნელ, დაუოკებელ მისწრაფებას, რომელიც მას მოსვენებას არ აძლევდა. ის რაღაც შინაგანი ინტუიციით ხვდებოდა, რომ მისი თანამედროვეები ცდებიან, რომ კერპებს არავითარი ძალა არ გააჩნია. აი რას სწერს რამბამი თავის „მიშნა თორაში“ (ჰილხოთ ავოდა ზარა) აბრამის ძიების შესახებ:

„გაოცებული იყო: როგორ შეიძლება, რომ (დედამიწის ) ეს ბრუნვა მარადიული იყოს და მას არავინ მართავდეს, და ვინ მართავს მას? რამეთუ შეუძლებელია, რომ თვითონ მართავდეს საკუთარ თავს. და არ ჰყავდა მას არც მასწავლებელი და არც მაცნე, არამედ ჩაფლული იყო ურ ქასდიმში (ქალაქ ურში) უგონო კერპთაყვანისმცემელთა შორის.

მისი დედ–მამა და მთელი ერი კერპებს ეთაყვანებოდა და ისიც (აბრამიც) მათთან ერთად. მისი გული ადგილს ვერ პოულობდა (დაეხეტებოდა) და ბევრს ფიქრობდა, მანამ სანამ ჭეშმარიტება არ ჰპოვა. და შეიცნო, რომ არსებობს ერთი შემქმნელი და სწორედ ის განაგებს მთელ სამყაროს და სწორედ მან გააჩინა ყველაფერი და ყოველივე არსებულში სხვა არაფერია თუ არა ის...“

 

ბუნებაზე ხანგრძლივი დაკვირვების, ფიქრისა და კვლევის შედეგად აბრამი იმ დასკვნამდე მივიდა, რომ ამქვეყნად არსებული ნებისმიერი მოვლენა გარკვეულ კანონზომიერებას ემორჩილება და რომ ყოველივეს ერთი უმაღლესი ძალა განაგებს. ეს ფუძემდებელი მომენტი იყო არამარტო თვით აბრამის, არამედ მთლიანად კაცობრიობის განვითარების ისტორიაში.

 

აბრამი თავის მეუღლე სარასთან ერთად მთელი ძალებით ცდილობდა, რომ მის მიერ შეძენილი ცოდნა მისი თანამედროვეებისათვის გადაეცა, თუნდაც ეს საკუთარი სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდების ფასად დაჯდომოდა. ..................................................... „... ადგა და დაიწყო ხმამაღალი ხმით ხალხისათვის მოხმობა და ახსნა, რომ მთელ ქვეყანას ერთი შემქმნელი ჰყავს... და დადიოდა ქალაქიდან ქალაქში და სახელმწიფოდან სახელმწიფოში და მოუხმობდა (ქადაგებდა), მანამ სანამ ქნაანის მიწას არ მიაღწია. და რადგანაც ხალხი მას გარს ეხვეოდა და შეკითხვებს უსვამდა, თითოეულს მის შესაფერისად პასუხობდა, მანამ სანამ ჭეშმარიტების გზაზე არ აყენებდა, და ასე მანამ სანამ მის ირგვლივ ათასობით და ათიათასობით ადამიანი არ შეიკრიბა და ისინი აბრამის მიმდვრები – ე.წ. აბრამის სახლის ხალხი (ანშეი ბეით ავრაჰამ) გახდნენ. და დანერგა მათ გულებში ეს დიდი იდეადა დაწერა წიგნები.“

 

სწორედ აბრამს მიაწერენ კაბალის პირველი წიგნის – „სეფერ ჰაიეცირა“–ს (შექმნის წიგნის) ავტორობას. ეს წიგნი ტექნიკური კაბალისტური ენითაა დაწერილი. მასში ავტორმა არა მხოლოდ სამყაროს ფარული ნაწილის შეგრძნებით მიღებული შთაბეჭდილებები გადმოგვცა, არამედ მისი სტრუქტურაც წარმოგვიდგინა. წიგნი სავსეა ცხრილებით, გრაფიკებით, ყოველგვარი ფორმულებით - ჩვენთვის ჯერ კიდევ უცხო მათემატიკური გამოსახულებების სახით, რომლებიც ძალების ურთიერთქმედების სხვადასხვა ვარიანტებს ასახავენ.

 

აბრამის ირგვლივ მრავალი თანამოაზრე შეიკრიბა. შეიძლება ითქვას, რომ ეს იყო პირველი კაბალისტური ჯგუფი. ჯგუფი იზრდებოდა, ვითარდებოდა და უმაღლესი ძალის შეცნობის კაბალისტური მეთოდიკაც თანდათანობოთ სრულყოფილ სახეს იძენდა. დროთა განმავლობაში აბრამის შთამომავალთა და თანამოაზრეთა ჯგუფმა მთელი ერის მოცულობა მიიღო და რაოდენობით დაახლოებით სამ მილიონს მიაღწია. მოგვიანებით კაბალისტთა სწორედ ამ ჯგუფს ეწოდა ებრაელი ერი. ანუ ეს არ იყო ერი, რომელიც ბუნებრივად, რაიმე ეთნიკური, რელიგიური ან სოციალური ნიშნების მიხედვით ჩამოყალიბდა, არამედ ერთი სულიერი იდეით შეპყრობილ ადამიანთა ჯგუფი იყო. შეიძლება ითქვას, რომ ის უმაღლესი სამყაროს მეცნიერთა კაბალისტურ ჯგუფს წარმოადგენდა.

 

ჯგუფის წევრები უმაღლესი სამყაროს შეცნობის უნარს თავიანთ ბავშვებშიაც ავითარებდნენ. ისინი ისე იზრდებოდნენ, რომ მათთვის შემქმნელის შეცნობა ორგანული, სავსებით ბუნებრივი იყო.

 

გადმოცემით აბრამის მოსწავლეთა ნაწილმა ამ სწავლების მხოლოდ ნაწილი აითვისა, გამოეყო ძირითად ჯგუფს და განვითარების დამოუკიდებელი გზით წავიდა. (თორა გვაუწყებს აბრაამის მეორე ცოლის - ქთორას შვილებზე, რომლებიც მან აღმოსავლეთისაკენ გაგზავნა.). არსებობს აზრი, რომლის მიხედვითაც სწორედ მოსწავლეთა ეს ნაწილი მეთაურობდა ე.წ. არიელთა (

ძველინდურად - ā́rya, ავესტურად - airya, ძველ სპარსულად – ariya-) ტომს, რომელიც ირანის ზეგანიდან ჩამოვიდა და სამხრეთით ჰიმალაის გავლით ინდოეთში გადავიდა. ძვ.წ. XVIII საუკუნეში ისინი იპყრობენ ჩრდილოეთ ინდოეთს, სადაც თავიანთი სწავლება მიაქვთ. მოგვიანებით ეს სწავლება ²ვედების² სახელწოდებით ჩაიწერა. (ვედები – სანსკრ. वेद „ცოდნა“). ჩვენ შეგვიძლია მსგავსება დავინახოთ სანსკრიტულ სიტყვა ვედსა და ებრაულ „იედას“ შორის, რომელიც ივრითზე ასევე ცოდნას ნიშნავს. შემდგომში უძველესი ვედებისაფუძვლად დაედო უფანიშადის კრებულის შექმნას, რომელიც ინდოური ბრაჰმანიზმის თეორიული საყრდენი გახდა.

 

რაც შეეხება აბრამის წინამორბედებს, კაბალისტები თვლიან, რომ თვით 5771 წლის წინათ მცხოვრები „ადამ ჰარიშონ“–იც (ივრითულად პირველი ადამიანი) კი კაბალისტი იყო, უფრო მეტიც, ისინი მიიჩნევენ რომ მას პირველი ადამიანი იმიტომ კი არ ეწოდა, რომ მართლაც პირველი ჰომო საპიენსი იყო, არამედ იმიტომ, რომ ის მის თანამედროვეთაგან პირველი იყო, ვისშიაც სულიერი სამყაროს, შემქმნელის უშუალო შეცნობის სურვილმა გაიღვიძა. სწორედ ადამს მიეწერება წიგნ „რაზიელ ჰამალახ“–ის (ანგელოზი რაზიელი) ავტორობა. ამ წიგნში ის ანგელოზად წოდებულ, სამყაროს მმართველ ერთიან ძალას აღწერს, რომელიც თავის მხრივ უფრო დაბალი საფეხურის ძალებისაგან (“ქვე-ანგელოზებისაგან”) შედგება. ადამი ამ ძალების აგებულებას, მათ ურთიერთქმედებასა და ჩვენს სამყაროზე გავლენას გადმოგვცემს.

 

 

თუ სიმართლე გინდათ, რომ ებრაელ ერს ამერიკელ ერს ადარებდნენ..

 

ინტერნაციონალია ორივე ერი. ამერიკელი რასაც ეწოდება ერთადერთი ინდიელთა ძირძველ ტომებს, ევროპიდან ჩასულ ემიგრანტებმა რომ ამერიკელები დაირქვეს და ერის სტატუსი მიიღეს ეს იმას არ ნიშნავს რომ თავად ეს ადამიანები არიან ამ კონტინენტზე აღმოცენებული ერის წევრები, სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფებისაგან შედგებიან, ისევე როგორც ებრაელები.

 

 

ეს უკვე პათოსია, არა..?

 

არანაირად, უბრალოდ ადამიანმა უნდა დაძლიოს შიში სიძველისა, მეტსაც გეტყვით თქვენ როგორც ადამიანი მოსეზე ბევრად განვითარებული ხართ :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

არანაირად, უბრალოდ ადამიანმა უნდა დაძლიოს შიში სიძველისა,

რამდენჯერ..? :)

 

მეტსაც გეტყვით თქვენ როგორც ადამიანი მოსეზე ბევრად განვითარებული ხართ

რათქმაუნდა, მას ხომ კომპიუტერი არ ჰქონდა.. :)

 

...და რატომ მაინცდამანც "იმ მიწიდან" იწყება ჭეშმარიტების მხილველთა ისტორია..? რატომ არ იყვნენ ისინი, დაუშვათ ევროპაში..? იმიტომ რომ ევროპაში, მაშინ, ჯერ კიდევ არ იყო ცივილიზაცია..? :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Shaten

 

რამდენჯერ..?

 

ერთხელ და სამუდამოდ.

 

 

რათქმაუნდა, მას ხომ კომპიუტერი არ ჰქონდა

 

არც მობილური ტელეფონი :)

 

 

...და რატომ მაინცდამანც "იმ მიწიდან" იწყება ჭეშმარიტების მხილველთა ისტორია..? რატომ არ იყვნენ ისინი, დაუშვათ ევროპაში..? იმიტომ რომ ევროპაში, მაშინ, ჯერ კიდევ არ იყო ცივილიზაცია..?

 

დაახლოვებით მასეა, უძველეს ცივილიზაციათაგან ერთ ერთი უძლიერესი სწორედ რომ ბაბილონური (შუამდინარეთის წევრ ქვეყნები) ცივილიზაცია იყო, მაშინ როდესაც ვთქვათ დიდი ბრიტანეთის მიწებზე ტილიანი მაიკებით ხეებზე დახტოდნენ შუმერული ცივილიზაცია უკვე გილგამეშის ეპოსს ქმნიდა, იგივე შეიძლება ითქვას ძველ ბერძნულ და რომაულ ცივილიზაციებზე, ძვ ინდურ ცივილიზაციაზე, მათ ღმერთების მრავალრიცხვოვანი პანთეონი ქონდათ, ისინი რაღაცას ხვდებოდნენ, მაგრამ ვინაიდან ადამიანები იყვნენ თანამედროვე ადამიანთან შედარებით განვითარების დაბალ დონეზე მყოფნი, ბუნების ძალებს აპიროვნულებდნენ და თაყვანს ცემდნენ, მაგალითისათვის ავიღოთ ელვისმტყორცნელი ბერძნული ღმერთი ზევსი, როგორ შეიქმნა ეს ღმერთი ადამიანთა წარმოსახვაში? მათ დაინახეს რომ ელვა ზემოდან ქვემოთ იჭრებოდა ხმელეთზე ეცემოდა ხეებს მიწას და ანადგურებდა, მერე გამოჩნდა ვიღაც დიდთავიანი "ბრძენი" და მოაღო ტყუილების გუდას პირი, ხალხს უთხრა იქ ზემოთ ღრუბლებში ერთი ჩვენი მსგავსი კაცი ცხოვრობს სახელად ზევსი და როდესაც ჩვენი საქციელებით გავანაწყენებთ ელვას გვესვრისო. ხალხმაც დაიჯერა. რომში მაგალითად პლანეტებს ცემდნენ თაყვანს, გეცოდინებათ ომის ღმერთი მარსი. აი დაახლოვებით ასეთი გაგება ქონდათ შუმერებსაც დღეს რომ აქ იეჰოვას მოწმე ჩამეციკლა გინდა თუ არა იეჰოვაა ის უძლიერესი ღმერთი რომელმაც სამყარო შექმნაო ის იეჰოვა რომ შუმერული ღმერთი იგივე შეხინაა ამის შესახებ კრებაზე კი არავინ არაფერს ეუბნება რო. აი იაჰვეს კულტიც ასე ჩამოყალიბდა ისრაელში, როდესაც ამ კაბალისტურ ჯგუფში მოხდა დაცემა, ანუ ინტელექტუალურ სულიერი დაცემა, მათ უპიროვნო ძალა გააპიროვნულეს, შეურჩიეს სახელი და დაუწყეს თაყვანისცემა, თან ყველაფერი მოსეს დააბრალეს მოსეს უწერია ასეო, მოკლედ პირდაპირი მატერიალური მნიშვნელობით აღიქვეს ის რაც მატერიალურ ამბებზე კი არა სულიერ სფეროზე საუბრობდა, არადა მოსემ რაც ჩაწერა თორაში ალბათ უკვე მიხვდი როგორი ენითა და რანაირი ინტერპრეტაციებით არის კოდირებულად დაწერილი. ეს არ იყო წიგნი ყველასათვის, ეს იყო წიგნი ერთეულებისათვის.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აშკარად დავაკლდი აქაურობას.... :) :grr:
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Shaten

 

..იუდაიზმზე რას მეტყვით?

 

სწორედ იუდაიზმია, ის პირველი რელიგია რაც ადამიანებმა არასწორედ გაგებული კაბალისტური წერილების შედეგად ჩამოაყალიბეს მიუმატეს ბაბილონური წარმოდგენები სამყაროსა და ღმერთებზე და შეთხზეს გაუკუღმართებული სავალდებულო წესები, რაც შეეხება ქრისტიანეობის ფუძემდებელ იესოს, მან სცადა ხალხი პირველსწავლებისათვის დაებრუნებინა, რისთვისაც ის მოკლეს. ის იძახდა მამა ჩემშია, ანუ იძახდა რომ სიკეთის სული იყო მასში და არა რაღაც სადღაც ღრუბლებში მჯდომი ღმერთი, იგივე ეხება სიტყვებს მე და მამა ერთი ვართ, ის მიხვდა რომ თავად იყო ამ ერთიანი ენერგიის ნაწილი და ამას სწორედ მაგიტომ იძახდა, მას სურდა რომ კაცობრიობა დაებრუნებინა ამ ძალასთან ვინაიდან ადამიანთა უმრავლესობას გაწყვეტილი აქვს ერთ მთლიანთან კავშირი და გაბნეულნი არიან ცალკეულ ნაწილებად, ამისათვის ის ლოცულობდა:

 

19. მე მათთვის გავწმენდ ჩემს თავს, რათა ისინიც წმიდანი იყვნენ ჭეშმარიტებით.

20. მარტო მათთვის როდი გევედრები, არამედ ყველასთვის, ვისაც ვწამვარ მათივე სიტყვით.

21. რათა ყველანი ერთი იყვნენ, როგორც შენ, მამაო, ჩემში, ხოლო მე - შენში, და ირწმუნოს ქვეყანამ, რომ შენ მომავლინე.

22. დიდება, რომელიც შენ მომეცი, მე მათ მივეცი, რათა იყვნენ ჩვენსავით ერთი.

23. მე მათში, ხოლო შენ - ჩემში, რათა სრულნი იყვნენ ერთობით, და შეიცნოს ქვეყანამ, რომ შენ მომავლინე და ისე შეიყვარე ისინი, როგორც მე შემიყვარე.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

სწორედ იუდაიზმია, ის პირველი რელიგია

იუდაიზმი შუმერების რელიგიის უნიჭო კოპირებაა, IMHO...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Valefor, კიდევ ერთი შეკითხვა, თავი კი მოგაბეზრეთ.. :)

ე.წ. სიონიზმზე რას მეტყვით? :)

Edited by Shaten
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Shaten

 

იუდაიზმი შუმერების რელიგიის უნიჭო კოპირებაა, IMHO...

 

მასეა, ეს რამაც გამოიწვია უკვე დავწერე, ადამიანთა სიშლეგემ და უვიცობამ.

 

ე.წ. სიონიზმზე რას მეტყვით?

 

ანალოგიური სიშლეგეა, ეს სიონის ბრძენები, ეს რაღაც ნახევრადგასაიდუმლოვებული ორგანიზაციები, მასონები და ა.შ პატარ პატარა სექტებია შლეგ იუდეველთა წიაღში აღმოცენებული, რას ვიტყვი და ამას: "იქ სადაც არსებობენ სულელები, რატომ არ უნდა იყვნენ ამ სულელთა ხარჯზე ფულის მკეთებლები?"

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

"იქ სადაც არსებობენ სულელები, რატომ არ უნდა იყვნენ ამ სულელთა ხარჯზე ფულის მკეთებლები?"

ანუ, სულელები მთელი მსოფლიოა..? :)

და ის მიზანი ხომ აქვთ, ე.წ. სიონისტებს, რომ "ღვთის რჩეული" ერია ებრელები... და მათ მსოფლიო უნდა მართონ..?

Edited by Shaten
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...