Jump to content
Planeta.Ge

Recommended Posts

მეც წავიკითხე და არ მომეწონა... კონანდოილის ჰოლმსი ჯობია და თან ძალიან....

მე მაგათ ჩემი წიქარა და ხუთკუნჭულა მირჩევნია .ჰაჰაჰაჰა. :haha: :haha: :haha: :haha: :haha:
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 343
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

მე მაგათ ჩემი წიქარა და ხუთკუნჭულა მირჩევნია .ჰაჰაჰაჰა. :haha: :haha: :haha: :haha: :haha:

ფოტო შეცვალე?... კარგია.... თხა და გიგო?... :)
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ფოტო შეცვალე?... კარგია.... თხა და გიგო?... :)

ვერა ვერ შევცვალე. არ იმახსოვრებს და როგორ შევცვალო?..... ვცდილობდი ისე შემეცვლა :D

 

ფოტო შეცვალე?... კარგია.... თხა და გიგო?... :)

nacarqeqia jobia :D
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ქვეყნის დასასრულს რაც შეეხება, ოდესღაც შეწყვეტს პლანეტა დედამიწა თავის არსებობას, თუმცა თანამედროვე ეპოქაში არის იმის საშიშროება რომ მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენებით მთლიანად გაანადგუროს პლანეტა ადამიანმა. დალევს 2 სტაქან ვოდკას ვანია, გადაუტრიალდება თავში შარიკი დააკლიკებს ბირთვული ბომბის ამფეთქებელ ღილაკს და იძახეთ მერე იეჰოვამ მყარ საფუძვლებზე დააფუძნა დედამიწაო :D არ მოირყევა სამარადჟამოდო. პუტინსაც კი შეუძლია მაგ მყარი საფუძვლის მორყევა თითის ერთი მოძრაობით.

 

სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ღმერთი ადამიანი არ არის ის სულ სხვაგვარი და სხვანაირი არსებაა და მოიცავს მთლიან სამყაროს.

ანუ ღმერთი უპიროვნო საწყისია..? ამის თქმა ხომ არ გინდათ?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ვერა ვერ შევცვალე. არ იმახსოვრებს და როგორ შევცვალო?..... ვცდილობდი ისე შემეცვლა :D

 

 

რავი სხვა კია და...
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Shaten

 

ანუ ღმერთი უპიროვნო საწყისია..? ამის თქმა ხომ არ გინდათ?

 

სწორედ მაგის თქმა მსურს ის უპიროვნო ძალაა, სამყაროს მმართველი და მამოძრავებელი, თუ გსურთ ბუნების კანონი უწოდეთ, გსურთ სამყაროს მამოძრავებელი ძალა. ბიბლიაში არის საკმაოდ მკაფიო და კონკრეტული მინიშნებები ამის შესახებ, მაგრამ მორწმუნეთა უმეტესობას რა სურს იცით? აი ეს უპიროვნო ძალა აუცილებლად ადამიანს უნდა გავდეს, ქონდეს ყურები, ხელები, ფეხები და ცხვირი, ხანდახან ტუალეტშიც უნდა დადიოდეს, ადამიანს სურს რომ ღმერთი მას ჰგავდეს, არადა არ ჰგავს. წერია ღმერთი არასოდეს არავის უხილავს მხოლოდ მამის წიაღში მყოფმა ძემ განაცხადა თავის თავშიო. განა აკვირდებიან რა წერია, არაა მიდი მაინც თავისას აწვებიან. ღვთის საკუთარ თავში გაცხადება ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, იესო არ იყო რაღაც განსაკუთრებული გამონაკლისი, მაგრამ მაინც ყვირიან, განკაცებული ღმერთი არისო, ეგეთი განკაცებული ღმერთია ნებისმიერი ადამიანი, უბრალოდ ამას ვერ ხვდებიან. სინამდვილეს რომ თვალი გაუსწოროს ადამიანმა მიხვდება, რომ ის გონიერი ენერგიაა, ეს მეცნიერულადაც დამტკიცებული ფაქტია, მატერია ენერგიის გაუხეშებული ფორმაა, ნებისმიერი მატერია რომ მცირე ნაწილაკებად დაშალო მიხვალ ამ ენერგიასთან, აი სწორედ ეს ენერგიაა ღმერთი, რომელიც ჩვენს წინ იხატება ადამიანების, მაგიდის, იატაკის, ხეების, ქვების, პლანეტებისა და ზოგადად სამყაროს სახით, ასეთი პეიზაჟი იმიტომ იქმნება, რომ ადამიანს სხვაგვარად არ ძალუძს ამ ენერგიის აღქმა, მისი აღქმის ორგანოები არ იძლევა იმის საშუალებას რომ სამყაროსეული სურათი დაინახოს ისეთი როგორიც ის სინამდვილეში არის.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Valefor, ყველაფერი ისე გიწერიათ.., მე, პირადად, მსიამოვნებდა ამის კითხვა! მაგრამ ბიბლია ხომ ასე თუ ისე, სწორედ იმ პიროვნულ ღმერთზეა დაწერილი.........? თან, იქნებ თვით სიტყვა ღმერთიც, ისეთ ფენომენად გვევლინება, როგორიცაა პიროვნული შემქმნელი, და ისიც (სიტყვა - ღმერთი) მცდარი სტერეოტიპია, ადამიანის ბონალური ფანტაზიის მიერ აღქმული? იმრდია ხვდებით, რისი თქმაც მინდა? : Edited by Shaten
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Shaten

 

ყველაფერი ისე გიწერიათ.., მე, პირადად, მსიამოვნებდა ამის კითხვა! მაგრამ ბიბლია ხომ ასე თუ ისე, სწორედ იმ პიროვნულ ღმერთზეა დაწერილი.........?

 

ხალხების უდიდესი შეცდომა სწორედ ის არის, რომ მათ ბიბლიის კითხვა არ იციან და გონიათ რომ იციან, ბიბლია კონკრეტულად ძველი აღთქმის წიგნები, კაბალისტური წერილებია, სადაც ალეგორიულად არის აღწერილი ჩვენი აღქმის ორგანოებისათვის მიუწვდომელი ობიექტური რეალობა, მატერიალურ საგნებთან შედარებით, ბიბლია ე.წ შტოების ენით დაწერილი წიგნია, ამ ენას კი ცოდნა ჭირდება რომ გაერკვე სინამდვილეში რა წერია, თორემ ეს უდიდესი სიბრძნის შემცველი წიგნი დაჩის ზღაპრების წიგნად გადაიქცევა, სადაც გველიც კი ლაპარაკობს და ვინმე სამსონი ვირის ყბით ხოცავს ფილისტიმელთა რეალობაში არ არსებული ერის ათას კაციან რაზმს.

 

საკითხში უკეთ გასარკვევად პატარა ციტატას დაგიკოპირებ კაბალისტური სტატიიდან.

 

მოშე

 

აბრამის მიერ შექმნილი კაბალისტური ჯგუფი თავდაპირველად ქნაანის (დღევანდელი ისრაელის ტერიტორია) მიწაზე დამკვიდრდა, ხოლო გარკვეული პერიოდის შემდეგ იძულებული გახდა გვალვის და შიმშილის გამო ეგვიპტეში გადასულიყო. ყველასათვის ცნობილია აბრამის შვილთაშვილი იოსების ისტორია, რომელიც ეგვიპტის ფარაონის მარჯვენა ხელი, და მისი სიზმრების ერთადერთი ამხსნელი იყო. სწორედ იოსების და მისი ძმების ეგვიპტეში დამკვიდრებით დაიწყო ისრაელთა („იაშარ ელ“ – პირდაპირ შემქმნელისაკენ მიმართულთა) ხანგრძლივი ეგვიპტური მონობა, რომელიც ძვ.წ. 1350 წელს მოშეს ანუ მოსეს მეთაურობით ებრაელთა ეგვიპტიდან ცნობილი გამოსვლით დასრულდა, რის შემდეგაც ეს რიცხობრივად უკვე გაზრდილი და ერთ ერად ჩაოყალიბებული კაბალისტური ჯგუფი 40 წელს ატარებს უდაბნოში მანამ, სანამ აღთქმულ ისრაელის მიწას არ უბრუნდება. (აღსანიშნავია, რომ ებრაული ტექსტების უმრავლეობა ჯერ ბერძნულად ითარგმნებოდა, ხოლო შემდეგ ბერძნულიდან ყველა სხვა ენაზე, რამაც ებრაულ სახელებსა და დასახელებებში ასო „შ“–ს ასო „ს“–თ ჩანაცვლება გამოიწვია, ამის მიზეზი ის იყო, რომ ბერძნულში ასო „შ“ არ იხმარება. სწორედ ამის გამო იხმარება სახელები იერუსალიმი, მოსე, სოლომონი და ა.შ. იერუშალაიმის, მოშეს, შლომოს ნაცვლად, როგორც ისინი პირველწყაროებში მოიხსენიება).

 

ებრაელების ეგვიპტიდან გამოსვლა და აღთქმული მიწისაკენ უდაბნოში 40 წლიანი სვლა მთელი მსოფლიოსათვის ადამიანის თავისუფლებისაკენ მისწრაფების და სამშობლოს ერთგულების უნიკალურ სიმბოლოდ იქცა, თუმცაღა თვით ამ ჯგუფისათვის ყოველივე ამას გაცილებით უფრო ღრმა, სულიერი მნიშვნელობა გააჩნდა. ებრაელებისათვის ეგვიპტიდან გამოსვლა ადამიანის მიერ მატერიალურ და სულიერ სამყაროებს შორის არსებული ბარიერის გადალახვის და ადამიანის სულიერ სამყაროში თითქოსდა „ხელახლა დაბადების“ სიმბოლოა, სადაც ეგვიპტე და ფარაონი ადამიანის ეგოისტურ სურვილებს ასახიერებს, ხოლო მოშე და ებრაელი ხალხი – ეგოიზმის ტყვეობიდან განთავისუფლებულ ალტრუისტურ სურვილებს.

 

სწორედ ამაზე და არა უბრალოდ ისტორიულ მოვლენებზე მოგვითხრობს მოშე „თორა“–ში (მოშეს ხუთწიგნეული, ძველი აღთქმა). მართალია, დღეს თორა მსოფლიოს პირველ ბესტსელერად ითვლება, მაგრამ მიუხედავად მისი ასეთი პოპულარობისა ცოტას თუ ესმის ამ წიგნის ჭეშმარიტი არსი და მისი დანიშნულება.

სიტყვა „თორა“ სიტყვა „ორ“–ისაგანაა წარმოქმნილი, რაც ივრითულად შუქს, ნათელს ნიშნავს. კაბალისტები სწორედ ამ სიტყვით აღწერენ მთელი სამყაროს მმართველ უმაღლეს ძალას. მოშემ ამ წიგნის დასაწერად სპეციალური, ე.წ. „შტოების“ ენა გამოიყენა. კაბალისტი სამყაროს როგორც მატერიალურ ასევე სულიერ დონეს, სფეროს აღიქვამს. ის ხედავს, თუ როგორ ეშვება ინორმაცია უსასრულო სულიერი სამყაროდან და თანდათანობით როგორ იღებს ჩვენს სამყაროში მატერიალურ სახეს. კაბალისტები ამტკიცებენ, რომ მატერიალური სამყაროს ნებისმიერ ელემენტს, ობიექტს, საგანს, მოვლენას საკუთარი და გამორჩეული ფესვი გააჩნია სულიერ სამყაროში, რომ ჩვენი სამყარო უბრალოდ სულიერი სამყაროს შედეგი, მისი პროექციაა.

 

სულიერ სამყაროში არ არსებობს სიტყვები. ამიტომ იქ მიმდინარე პროცესების აღსაწერად და თავიანთი ცოდნის სხვებისათვის გადასაცემად კაბალისტები შტოების ანუ შედეგების (იგულისხმება სულიერი მიზეზის, ფესვის მატერიალური შედეგი, გამოვლინება) ენას იყენებენ. ესე იგი თუკი მოშეს რაიმე სულიერი ობიექტის, რაიმე ძალის, ან ამა თუ იმ მოვლენის აღწერა სურდა უმაღლეს სამყაროში, ის მას ჩვენს სამყაროში მისი შედეგის სახელწოდებით მოიხსენიებდა. ასე მაგალითად თუ ჩვენს სამყაროში ეს სულიერი ობიექტი ქვის სახით არსებობდა, მოშე ამ სულიერ ძალას ქვის სახელით მოიხსენიებდა და ა.შ.. სწორედ ასეთი კოდირებული სახის წყალობით თორამ, სხვა კაბალისტური წიგნებისაგან განსხვავებით, ფართო გავრცელება ჰპოვა.

 

ადამიანი, რომელიც გრძნობის ხუთი ორგანოს მეშვეობით აღიქვამს სამყაროს და რომელსაც საკუთარ თავში ჯერ კიდევ არ განუვითარებია სულიერი სამყაროს აღქმის უნარი, ვერ შეძლებს თორის ადეკვატურად აღქმას, რადგან შეუძლებელია შტოების ენის შესწავლა რომელიმე უცხო ენის მსგავსად. ამ შემთხვევაში ჩვენ ჩვენთვის უკვე კარგად ცნობილი საგნების და მოვლენების ახალ, დამატებით დასახელებას კი არ ვსწავლობთ, არამედ ამ საგნებისა და მოვლენების მიზეზს, მათ ღრმა, ფაქიზ, დაფარულ სულიერ ფესვს ვწვდებით, ეს კი არა დამატებითი ცოდნის შეძენით, არამედ თვით ადამიანის შინაგანი, თვისობრივი ცვლილებითაა შესაძლებელი.

Edited by Valefor
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Valefor, ა, თქვენ კაბალისტი ხართ?

..უბრალოდ, ის რაც თქვენ (მანმდე) დაწერეთ, მე უფრო პანდეიზმთან გავაიგივე...

გასაგებია.. :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Shaten

 

ა, თქვენ კაბალისტი ხართ?

 

კი, კაბალისტი ვარ და ვარ იმიტომ რომ კაბალა ლოგიკურად და რაც მთავარია მეცნიერულ დონეზე ხსნის ისეთ საკითხებს რაზედაც რელიგიური ქურუმები იძახიან: "შვილო ჩემო ეს საიდუმლოა და შენი გონება ვერ ჩაწვდებაო". კაბალა ასეთ სიტყვებს არ იცნობს, ის გეტყვის: " ედემში გველის მუცელში შემძვრალი ეშმაკი კი არ ემასლაათებოდა ევას, არამედ ამ სიტყვებით მოსემ აღწერა ადამიანის შინაგანში მიმდინარე პროცესი, კერძოდ ადამიანის ეგოისტური სურვილების ზეგავლენა მის ხასიათსა და მოქმედებაზე, რამაც ის ალტრუიზმს დააშორა, ანუ გააბოროტა" კაბალა არ გეტყვის გამოგონილ ამბავს რომ იმან ის აცდუნა და მერე დაეცნენ და უკვდავება დაკარგეს მსგავს სისულელეებს თხზავენ ისინი ვინც არ იციან ბიბლიის კითხვა ანუ შტოების ენა და რაც წერია პირდაპირი მნიშვნელობით იგებენ და აღიქვამენ. წააკითხეთ ბიბლია პირდაპირი მნიშვნელობით მორწმუნეს და ის ათეისტი გახდება თუ ადექვატურად აზროვნებს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

კაბალა ასეთ სიტყვებს არ იცნობს, ის გეტყვის: " ედემში გველის მუცელში შემძვრალი ეშმაკი კი არ ემასლაათებოდა ევას,

საინტერესოა... და დოგმებს.. ცნობს კაბალა?

 

წააკითხეთ ბიბლია პირდაპირი მნიშვნელობით მორწმუნეს და ის ათეისტი გახდება თუ ადექვატურად აზროვნებს.

:D ...

 

..ანუ კაბალა არ ცნობს, სატანას, ანუ ბოროტ ძალას, როგორც ასეთი..?

Edited by Shaten
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მოსე მართლა ელაპარაკებოდა ღმერთს..? ის მართლა მოქმედებდა მისი შეგონებით? ან ახლა რატომ არ არიან ისეთი ადამიანები, როგორიც იყო მოსე? რატომ მაინცდამაინც ძველად (დიდი ხნის წინა ეპოქში) იყო ეს (მოვლენა)...?

არ გეწყონოთ, მაგრამ, IMHO, ეს მგონი საბოლოო მცდელობაა იმისა, რომ ღვთის რწმენა შენარჩუნდეს... თან პანდეიზმიც კარგად გამოუყენებიათ...

Edited by Shaten
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Shaten

 

საინტერესოა... და დოგმებს.. ცნობს კაბალა?

 

კაბალა დოგმებს არ ცნობს, კაბალას აქვს ზოგადი პრინციპები, ერთ ერთი ასეთია "შეიყვარე მოყვასი შენი ვითარცა თავი შენი" ეს მოძღვრება მიიჩნევს რომ ვინაიდან ადამიანი ერთი მთლიანი სამყაროს პატარა ნაწილია, სხვა მსგავს ადამიანებთან უნდა ქონდეს მჭიდრო და ალტრუისტული კავშირი, ამას სიყვარულით გაერთიანებას უწოდებს, კაბალასათვის არ არსებობს ბოროტი და კეთილი ადამიანი და საერთოდაც არ არსებობს აბსოლიტურად ბოროტი ან აბსოლიტურად კეთილი ადამიანი, სიკეთეც და ბოროტებაც რაღაც დოზით არსებობს ადამიანში, კაბალა ასწავლის ადამიანს როგორ გარდაიქმნას იგი ბოროტი კაციდან ანუ უეგისტიდან, კეთილ კაცამდე ანუ ალტრუისტამდე, კაბალაში როგორც ვთქვი რაიმე მკაცრად განსაზრვრული წესი დოგმატი და ა.შ არ არსებობს, თვით ის 613 მცნება ანუ მოშეს მიერ შედგენილი რჯულის კანონიც კი არ არის ზოგადსავალდებულო შესასრულებელი წესთა კრებული, ვინაიდან ეს წესები შექმნილია სხვა ეპოქისა და სხვა გეოპოლიტიკურ ფორმაციაში მყოფი ადამიანებისათვის. კაბალაში მე ერთი საინტერესო დეტალი აღმოვაჩინე და კერძოდ ეს: ადამიანი ვითარდება მიუხედავად იმისა სურს თუ არა მას ეს, კაცობრიობა ვითარდება და ეს დაუსრულებელია, პიკი არ არსებობს, კაბალა ამბობს რომ დადგება დრო როდესაც ადამიანი მიხვდება იმას, რომ თავად არის ის ღმერთი ვისაც ეთაყვანება.

 

 

ანუ კაბალა არ ცნობს, სატანას, ანუ ბოროტ ზალას, როგორც ასეთი..?

 

ცნობს, მაგრამ როგორც ბოროტ ძალას და არა რაღაც ჩლიქებიან კუდიან და რქიან არსებას, რომელიც გამუდმებით მორწმუნეებთან ბრძოლით არის დაკავებული, სატანა ეს წყვდიადია ადამიანის შინაგანში, სიბნელე, ეგოიზმი, ბოროტება და ა.შ ყოველგვარი უარყოფითი, ყველა ადამიანი აღვსილია ამ სულით ანუ ბოროტებით მეტ ნაკლებად, ეს ძალა ადამიანში სხვადასხვა დონეზე გამოვლინდება, უხეშად რომ ვთქვათ ადამიანში 99,9% ეგოიზმია, იგივე ბოროტება, იგივე სატანას სული და 0.1% ალტრუიზმი ანუ სიკეთე ანუ შემოქმედი, აი რომელს განავითარებ და განაცხადებ საკუთარ თავში, იმისდა მიხედვით გეწოდება კეთილი ან ბოროტი. სინამდვილეში კი არც სიკეთე და არც ბოროტება არ არსებობს განზოგადებული სახით რადგან ყოველივე ამას ერთი მთლიანი და განუყოფელი უპიროვნო ძალა ანუ შემოქმედი მოიცავს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Shaten

 

მოსე მართლა ელაპარაკებოდა ღმერთს..? ის მართლა მოქმედებდა მისი შეგონებით?

 

არავითარ პიროვნულ ღმერთს მოსე არ ელაპარაკებოდა, ის ესაუბრებოდა საკუთარ შინაგანს, მოსემ კარგად იცოდა რომ ღმერთი მასში იყო და ეს წერია კიდეც ახალ აღთქმაში: "მათზე მიუთითებდა წინასწარმეტყველებში მყოფი ქრისტეს სულიო" რა სულზეა აქ საუბარი? აი იმ შემოქმედზე რომელიც მარტო მოსეში და ქრისტეში კი არა ყველაშია. უბრალოდ მოსემ დაინახა რომ ღმერთი მასში იყო ალტრუიზმის, ინტელექტის, სამართლიანობის და ა.შ სახით და თორის მეშვეობით საკუთარი განცდები აქვს გადმოცემული, ის წერს მატერიალური მოვლენების სახით საკუთარ განცდებზე, სინაის მთაზე ასვლა სულიერი სიმაღლეების ახალ დონეზე ასვლას, განვითარების ახალ ეტაპზე გადასვლას ნიშნავს და არა სადღაც მაღალ მთაზე აბობღებას, ის შეიძლება ავიდა კიდეც იმ მთაზე, მაგრამ თორაში ის საკუთარი ალპინისტობის შესახებ კი არა საკუთარი სულიერი განვითარების შესახებ წერს.

 

 

ან ახლა რატომ არ არიან ისეთი ადამიანები, როგორიც იყო მოსე? რატომ მაინცდამაინც ძველად (დიდი ხნის წინა ეპოქში) იყო ეს (მოვლენა)...?

 

ახლაც არიან სწორედ ისეთი ადამიანები როგორიც მოსე, აბრაამი, სოლომონი, იერემია, ელია და ა.შ იყვნენ, უბრალოდ წინასწარმეტყველი არ არის საკუთარ ხალხში დაფასებული, აგერ იესოც კი როდესაც საკუთარ მხარეში მივიდა უბრალო დურგალს ეძახდნენ არადა ის იყო ადამიანი რომელმაც აბსოლიტურად გამოავლინა საკუთარ თავში შემოქმედი.

 

 

არ გეწყონოთ, მაგრამ, IMHO, ეს მგონი საბოლოო მცდელობაა იმისა, რომ ღვთის რწმენა შენარჩუნდეს... თან პანდეიზმიც კარგად გამოუყენებიათ...

 

რწმენას რაც შეეხება, კაბალა არავის არ მოუწოდებს ბრმად დაჯერებისაკენ. კაბალა ამბობს მოდი და იხილე. თან არსებობს მცირერიცხვოვანი ჯგუფია კაბალისტებისა, კაბალა არ არის რელიგია და მის მიმდევრებს არაფერში ჭირდებათ მორწმუნეთა ჯიბეებში ხელების ფათურით კისრები გაისქელონ. მიზანი სხვა აქვთ მათ და ეს მიზანი ასე გამოიყურება, დაემსგავსნენ შემოქმედს ანუ ეგოიზმიდან ალტრუიზმამდე გარდაქმნან საკუთარი შინაგანი, არა მოჩვენებითად არამედ რეალურად.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...