Jump to content
Planeta.Ge

განგსტერიზმი და მაფია ამერიკაში


Recommended Posts

სიტყვა "განსგტერიზმი" მოდის ინგლისური სიტყვიდან Gang, რაც ბრბოს, ხროვას ნიშნვას. ამ შემთხვევაში იგულისხმება ბოროტმოქმედთა ბრბო. განგსტერი კი ამ ბოროტმოქმედთა ბრბოს წევრს ნიშნავს. უფრო მეტად ეს სიტყვა ხმარებაში მე-19 საუკუნიდან წამოვიდა.

 

სიტყვა "მაფია" ხმარებაში ასევე მე-19 საუკუნეში შემოვიდა. იტალიურად ეს "საიდუმლო საზოგადოებას" ნიშნავს, თანამადროვეობაში კი "ორგანიზებულ დამნაშავეთა ჯგუფს". პირველი ასეთი დაჯგუფება წარმოიშვა იტალიაში XIII საუკუნეში, რომელსაც "კოზა ნოსტრა" (ჩვენი საქმე) ეწოდებოდა. მაფია ოჯახებისგან და კლანებისგან შედგება. კლანში შემავალს ნათლავენ, იქ მოქმედებს დაუწერელი წესდება და იქედან გამოსვლა თვითნებულად შეუძლებელია.

 

"კოზა ნოსტრას" მსგავსად წარმოიშვა სხვა მაფიოზური დაჯგუფებები - "კამორა", კამპანიას პროვინციიდან და "ნდრანგეტა" კალაბრიადან. მე-19 საუკუნეში ყველა ეს დაჯგუფება ამერიკაში გადაბარგდა და იქ დაიწყეს ურთიერთბრძოლა. ამერიკელი "განგსტერი" თავდაპირველად არაფრით განსხვავდებოდა რიგითი დამნაშევესგან, მაგრამ ყვითელი პრესის საშუალებით გაპიარდა და გახდა "მაფიოზი".

 

ბოროტმოქმედის პოპულარიზაცია ამერიკაში ადრეული პერიოდიდან ჩვეულ მოვლენას წარმოადგენდა. ყველაზე ცნობილი ამერიკელ ბანდიტებს შორის ერთ-ერთი ჯესი ჯეიმსი (1847-1882) იყო, რომელიც თავის ბანდასთან ერთად ძარცვავდა მატარებლებსა და ბანკებს. მას ამერიკელ რობინ ჰუდს ეძახდნენ და მასზე არაერთი ფილმია გადაღებული.

 

ასევე პოპულარობით სარგებლობდნენ კასიდი და სანდენსი თავის ბანდასთან ერთად, რომლებსაც არა ერთი ადამიანის სისხლი დაუღვრიათ. საბოლოოდ, ბანდისგან ყველა წევრი დაიღუპა და მხოლოდ 2 ლიდერი გადარჩა. ისინი მიიმალნენ და მას შემდეგ არაფერი არავინ იცის მათზე. 1969 წელს რეჟისორმა ჯორჯ ჰილმა მათზე ფილმი გადაიღო, რომელიც იმ დროის ჰოლივუდის უდიდეს ბესტსელერად იქცა.

 

მოგვიანებით განგსტერიზმი დიდ ქალაქებში დამკვიდრა. ამ დაჯგუფებების წევრების ძალიან დიდი ნაწილი ემიგრანტი იყო, რადგან ეს ემიგრანტები უფრო ადამიანურ მოპყრობას ნახულობდნენ ბანდებში "პატიოსანი" მოქალაქეებისგან განსხვავებით. მთავარი შემოსავალი მაფიისთვის იყო აზარტული თამაშები და პროსტიტუცია, მოგვიანებით კი არალეგალური სასმელი. 30-იან წლებში გაჩნდა მაწანწალა ბანდა, რომელიც ერთ ქალაქში არ ჩერდებოდა. ისინი მანქნით მოძრაობდნენ ერთი ქალაქიდან მეორეში და ასე აკეთებდნენ თავის საქმეს - "ტყვიამფრქვევი" ჯორჯ კელი, ბონი პარკერი, კლაიდ ბაროუ, "პაწაწა" ნელსონი. ჯორჯ კელი მათგან ყველაზე ცნობილი იყო, რადგან მან ნავთობის მაგნატი ჩარლზ ურშელი გაიტაცა.

 

ორგანიზებულ დანაშაულთან საბრძოლველად ამერიკის ადმინისტრაციამ შექმნა 1908 წელს FBI, რომელმაც თანამედროვე სახე 1924 წელს მიიღო ჯონ ედგარ გუვერის დირექტორობისას. სამართალდამცავებსა და მაფიას შორის ბრძოლა ახლაც გრძელდება. მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ მათი შემოსავლის მთავარი წყარო ჰეროინია.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...