planetanews Posted July 13, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted July 13, 2012 ალბათ იცით,რომ გუშინ,12 ივლისს,კარალეთში ჩასულ “ქართული ოცნების” წევრებსა და ერთ-ერთ ლიდერს,კახი კალაძეს,ქვები დაუშინეს და არც ჟურნალისტების მიმართ მოერიდნენ ფიზიკურ შეურაცხყოფას.”ქართული ოცნება” ისევე როგორც ყველგან,ამ სოფელშიც მშვიდობიანი მიზნით,ამომრჩევლებთან შესახვედრად ჩავიდა.როგორც თავად ქართული ოცნების წევრები აცხადებენ,ყველაფერი კარგად იქნებოდა,რომ არა რამდენიმე ზონდერი,რომლებიც ცხადია,უშუალოდ გამგებლის დავალებით მოქმედებდნენ.ჯერ ერთი “ბაბუა” გამოვარდა გინებით და ჯოხის ქნევით,შემდეგ კი ერთ-ერთმა ზონდერმა კალაძეს ისეთი რამ უთხრა,რასაც ჩემი ღრმა რწმენით ვერცერთი კაცი,რომელსაც სისხლი უჩქეფს და რომელსაც ღირსება აქვს,ვერც და არც მოითმენდა. ალბათ ყველას კარგად გახსოვთ,კახი კალაძის ძმის ტრაგიკული ისტორია.ის ჯერ მოიტაცეს,შემდეგ კი რამდენიმე თვიანი ძებნის და ძიების შემდეგ,პოლიციამ მისი თავმოკვეთილი გვამი დამარხული აღმოაჩინა. ლევან კალაძის ისტორია სრულიად საქართველოსთვის შემზარავი იყო,ლევანი არაფრისთვის,ფულისთვის მოკლეს.მიუხედავად იმისა,რომ კალაძემ ყველაფერი გააკეთა ძმის გამოსახსნელად,გამტაცებლები არ დაკმაყოფილდნენ და იმის შიშით,რომ ლევანი მათ გათქვამდა,სასტიკი მკვლელობა ჩაიდინეს.გუშინ , კარალეთში მყოფ კალაძეს,ერთ-ერთმა ზონდერმა,გიგი გოჩაშვილმა უთხრა,რომ კალამ საკუთარი ძმა ფულში გაცვალა.ძნელი წარმოსადგენია,როგორ უნდა შეძლო ამ დროს ადამიანმა და თავი მოთოკო.ეს ცილდება ყველაფერს ,აბსოლუტურად ყველა ღირებულებას,რაც შეიძლება ადამიანს გააჩნდეს – კალაძეს საკუთარი აწ უკვე გარდაცვლილი ძმის ფულში გაცვლა დააბრალეს…სწორედ ამან გამოიწვია ის დაძაბულობა და კონფლიქტი,რაც შემდეგ მოხდა.კალაძეს და იქ მყოფ “ქართული ოცნების” წევრებს ზონდერებმა ქვები დაუშინეს. სასაცილოა ისიც,რომ ხელისუფლების ინტერნეტ-ზონდერებმა,ცადეს აეგორებინათ ჭორი,რომ კალაძის დაცვა იარაღს უმიზნებდა იქ მყოფ ადამიანებს.მინდა ამის შესახებაც გითხრათ ჩემს მკითხველებს,ჩემი აზრი.1.კალაძეს და დანარჩენ ქართული ოცნების წარმომადგენლებს,ესროდნენ დიდ ქვებს,აგურებს,რასაც აბსოლუტურად შესაძლებელი იყო,გამოეწვია რომელიმე მათგანის მძიმე დაზიანება და სიკვდილიც კი.22.დაცვა არის იმის დაცვა,რომ დაიცვას დასაცავი სუბიექტი როგორც ფიზიკური დაზიანებისგან,ისე რა თქმა უნდა,სიკვდილისგან.საჭიროების შემთხვევაში დაცვას შეუძლია,მეტიც,ვალდებულია რომ გამოიყენოს იარაღი საკუთარი დაცვის ქვეშ მყოფი პირის დასაცავად.ცხადია,ძალიან კარგია,რომ არავის ფიზიკური ლიკვიდაცია არ გახდა საჭირო კალას დასაცავად.ფაქტია,დაცვამ არათუ ვინმეს ესროლა,არამედ ჰაერშიც კი არ მოახდინა გასროლა,მაშინ,როცა ორივეს კანონიერი უფლება ქონდა.არც ვინმეს უმიზნებდა დაცვა იარაღს,მან ამოიღო იარაღი და მიწისკენ ქონდა დაშვებული.ეს შეიძლება აიხსნას ორი მიზეზით,ანუ დაცვამ იარაღი ამოიღო : 1.გამგელებული ზონდერების იარაღის დემონსტრირებით დასაშოშმინებლად. 2.საჭიროების შემთხვევაში გასროლის დროულად მოსახდენად.სამწუხაროდ,გარკვეული ტექნიკური ხარვეზის გამო,გუშინ, მთელი დღის განმავლობაში ბლოგი გათიშული იყო და ამიტომაც ვერ მოვახერხე ამ შემთხვევის შესახებ პოსტის დაწერა.ქვემოთ შემოგთავაზებთ ინფო9ს მიერ გადაღებულ ვიდეოს,სადაც ნათლად ჩანს,თუ როგორ ახდენდა ერთ-ერთი ზონდერი კალას პროვოცირებას.ასევე აღნიშნულია თითოეული პროვოკატორის სახელი და გვარი.აქვე მინდა ვკითხო ამ ადამიანს : დოქსოპულო,შენ ძმა გყავს?!INFO9-ის ვიდეო : http://info9.ge/?l=G&m=1000&id=1151 View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts