planetanews Posted July 13, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted July 13, 2012 მიუხედავად იმისა, რომ სააკაშვილის ხელისუფლებამ 8 წლის წინ მოღვაწეობა ისე დაიწყო, როგორც დემოკრატიის შუქურამ, დღეს უკვე ცალსახაა, რომ მან არათუ უღალატა დემოკრატიულ პრინციპებსა და ფასეულობებს, არამედ ხელისუფლების შენარჩუნების მთავარ მამოძრავებელ ძალად ძალისმიერი და რეპრესიული ტაქტიკა აირჩია.მას შემდეგ, რაც ოპოზიციაში ქართული ოცნება მოვიდა და გარდაიქმნა პოლიტიკურ ძალად, რომელსაც რეალურად შესწევს რესურსი შეცვალოს არსებული რეჟიმი, ნაციონალური მოძრაობა ბინძური ხერხებით ცდილობს ქართული ოცნების სვლა შეაჩეროს.ჩემი აზრით ამ მცდელობის ნაწილია მინისტრთა კაბინეტის ცლილება, ამის შესახებ მე ჩემი მოსაზრება წინა პოსტში დავწერე. მაშინ ვთქვი ასეთი რამ:“კარგად ვიცით, რომ სააკაშვილისა და ნაც.მოძრაობის პოლიტიკა პოლიტიკური ოპონენტის წინააღმდეგ, ისეთ ბრძოლის მეთოდებს მოიცავს, რომლის განსახორციელებლადაც აუცილებელია პოლიცია. უფრო სწორად პოლიტიკური პოლიცია. ზონდერ ორგანო, რომელიც ფულის გამო ყველაფერზეა წამსვლელი. ვანო ასეთი ორგანოს შეფი იყო. მაგრამ ფაქტია, რომ ეს ორგანო კარგად ვერ მუშაობდა. მიშას უფრო მეტი სჭირდებოდა. მას სურს რომ ერთ დღეს ბიძინა ივანიშვილი და ყველა მეოცნებე, რომლებიც ჯამში 60% მინიმუმ არიან გაქრნენ! რა ქნას? არ იცის…ვანო რადიკალურ ნაბიჯებს არ აპირებდა, რადგან კარგად იცოდა, რომ ეს მის პერსონალურ რეიტინგზე დადებითად არ იმოქმედებდა.მან ხომ ერთხელ უკვე განაცხადა, რომ პოლიტიკაში დარჩენას დიდხანს აპირებს?ამიტომ საჭიროა ვანოს ადგილას სხვა ადამიანის დანიშვნა. რომელიც ვანოსგან განსხვავებით ნაკლებად ამბიციური იქნება, ვინც უსიტყვოდ, თვალდახუჭული შეასრულებს მაღალის ბრძანებებს. ის იქნება ნაკლებად ცნობილი პოლიტიკური თვალსაზრისით.დავალება კი იქნება მხოლოდ ერთი: მუსრი გავავლოთ ოცნებას! ნებისმიერ ფასად!”დიახ, ახალაიას დანიშვნის ერთადერთ ახსნად ალბათ ეს არგუმენტი გამოდგება.მაინც რას აპირებს სააკაშვილი?! ძნელია ამ კითხვაზე პასუხი და ვფიქრობ საშიშიც, თუ გადავხედავთ უახლოესი დღეების ქრონიკებს შიდა ქართლში.გავიხსენოთ მერეთისა და კარალეთის ინციდენტები. პირადათ ჩემთვის, აქ მომხდარი სულაც არ იყო გასაკვირი, მარტივი მიზეზის გამო, 15 აგვისტოს კოალიცია გორში მასშტაბურ ღონისძიებას გეგმავს. მათ უკვე ჩაატარეს აქციები თბილისში (150 000 ადამიანი), ქუთაისში (55 000 ადამიანი) ოზურგეთში, (50 000 ადამიანი) და მცხეთაში (15 000). ერთი შეხედვით ფანტასტიური რიცხვებია, თუმცა მათ უკან დგას დიდი ტერორი და შიში, რომელიც ამ აქციებს უძღოდა წინ. მაგრამ თითოეულმა აქციამ კონკრეტლ რეგიონში შიში დაძლია.რაც უფრო ცოტა რეგიონი რჩება “ოცნებას” აქციის ჩასატარებლად, რეპრესიულ ტაქტიკას მით უფრო აძლიერებს ხელისუფლება, ასეა ზუსტად ახლა ქართლი, დარწმუნებული ვარ გორის აქციის შემდეგ სიტუაცია დამშვიდდება აქ, მაგრამ უარესი დაძაბულობა იქნება შემდეგ რეგიონში სადაც აქცია დაანონსდება.მარტივი ლოგიკაა – ხელისუფლება ვერ ეგუება ძალაუფლების პოტენციურ დაკარგვას.http://newstime.ge/wp-content/uploads/2012/07/403817_248910378545670_691096687_n1-300x199.jpg View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts