Jump to content
Planeta.Ge

newstime.ge: ნაციონალური აგრესია ინტერნეტ სივრცეში.


Recommended Posts

ძალიან დიდი ხანია სოც.ქსელებში აქტიურად აპიარებენ ნაცმოძრაობის მხარდამჭერები იმ აზრს,რომ ვინც მათთან არ არის,მათი და საქართველოს მტერია.ხშირად არის მუქარები,ცინიზმი,პროვოკაცია – ის ყველაფერი რაც ადამიანებს აღიზიანებთ და ზოგ შემთხვევაში აშინებთ კიდეც. მოკლედ რომ ვთქვათ,ნაციონალები ინტერნეტ სივრცეშიც სწორედ იმ პოლიტიკას ატარებენ,რასაც რეალურ ცხოვრებაში.მაგალითად,არასამთავრობო ორგანიზაცია “საქართველო არ იყიდებას” დამფუძნებელი გიგა ნასარიძე,რომელიც “ჯინეტში” “Kardu-თი” არის ცნობილი,თბილისის ფორუმის პოლიტიკის განყოფილების მკითხველებს,უკიდურესი ცინიზმით და პროვოკაციით ახსენდებათ. მას ეკუთვნის ფრაზები : “თუ ბენზინი გეძვირებათ,ნუ ჩაახსამთ.” “თუ ხორცი გეძვირებათ,ნუ შეჭამთ” და ა.შ… ამავე თბილისის ფორუმზე მრავლად არიან ე.წ “გრანტიჭამია” მიშისტები,რომლებიც სულ რაღაც 500-700 ლარის გამო,ფაქტიურად ყველაფერს კადრულობენ. ასეთია ერთ-ერთი არაპოპულარული ბლოგის მეპატრონე , რომელიც ძირითადად ფორუმის მომხმარებლის პროვოცირებით არის დაკავებული – სანაცვლოდ მან საკუთარი ბლოგისთვის მცირე გრანტი მიიღო.ეს პიროვნება ერთ დროს სააკაშვილის სურათების კოლექციის შეგროვებით იყო ცნობილი http://newstime.ge/wp-includes/images/smilies/icon_smile.gif არსებობენ ნაცების ისეთი მხარდამჭერებიც,რომლებიც შევარდნაძის დროს “გაიშნიკებად”,შემდგომში კი ერთ-ერთი სამინისტროს მაღალჩინოსნებად მუშაობდნენ. ნუ პრინციპში ამ შემთხვევაში ლაპარაკი 1 ადამიანზეა და როგორც ზემოთ ჩამოთვლილები,ესეც გამოირჩევა ცინიზმით.

საინტერესო ფენომენია თბილისის ფორუმის ერთ-ერთი იუზერი,რომელიც მიშას ანტიპიარზე უფრო მუშაობს,ვიდრე პიარზე.არადა,თუ მის პოსტებსა და კომენტარებს გადავხედავთ,დავრწმუნდებით,რომ ბევრს ოჯახის წევრი არ უყვარს ისე,როგორც ამას – მიშა.

მაგალითად,აღნიშნულმა პიროვნებამ, ადამიანი,რომელმაც თელავში ჩასულ სააკაშვილს უთხრა,რომ უკანონობა აწუხებს – შემდეგი სიტყვებით შეამკო.

http://newstime.ge/wp-content/uploads/2012/07/561166_394464697281736_326638329_n-1024x265.jpg

საოცარია,როგორ ახერხებენ ადამიანები,რომ პოლიტიკა და თუნდაც პრეზიდენტი,დამოუკიდებლობაზე მაღლა დააყენონ.ფაქტია,ზემოთ მოცემული პოსტით ეს იუზერი ამსხვრევს ყველანაირ მითს,მისივე გუნდის შექმნილ ვითომდა დემოკრატიის შესახებ.აქვე უნდა აღინიშნოს,რომ ეს პიროვნება გამოირჩევა უცენზურო ლექსიკით,განსხვავებული აზრის მქონე იუზერებს ხშირად ემუქრება – რამდენიმე თვის წინ პირადად ჩემთანაც ქონდა ამის მცდელობა http://newstime.ge/wp-includes/images/smilies/icon_smile.gif

სულ ახლახანს მოხდა ფაქტი,როდესაც შსს-ს თანამშრომელი ამავე ფორუმის ერთ-ერთ წევრს,კრიტიკული აზრის გამოთქმისათვის ფიზიკური ლიკვიდაციით დაემუქრა.

კონკრეტული ადამიანები აქტიურად ცდილობენ განახორციელონ წნეხი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებსა თუ მხარდამჭერებზე.მსგავს ფაქტს ჩემს მიმართაც ქონია ადგილი.სრულიად უწყინარ პოსტზე,ეს უკანასკნელები “გულ-ღვიძლს” იცლიან – იმდენს იგინებიან,იმუქრებიან და დასცინიან “მტრებს.”

მე არ ვიცი რა როლს ასრულებენ ეს ადამიანები ნაციონალური მოძრაობისათვის,მაგრამ ფაქტი ერთია – მათი არავის ეშინია და აღნიშნული ქმედება,მხოლოდ და მხოლოდ ზიზღსა და უარყოფით რეაქციას იწვევს,ისევ მათი პარტიის მიმართ.

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...