planetanews Posted July 20, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted July 20, 2012 http://newstime.ge/wp-content/uploads/2012/07/TRX7.jpgკახეთში, მთიანეთსა და ჯავახეთში, გამძვინვარებულმა სტიქიამ ათასობით მოსახლეს მილიონობით ლარის ღირებულების ზარალი მიაყენა. გარდა იმისა, რომ სრულიად განადგურდა ნათესები, ხეხილი, ბაღები და ვენახები, დაზიანდა ან დაინგრა მოქალაქეების საცხოვრებელი სახლებიც. ხალხი ღია ცის ქვეშ დარჩა.კახელები ვენახის მოვლა განსაკუთრებული ყურადღებითა და დიდი მონდომებით ეკიდებიან. შეიძლება ითქვას, რომ ვაზი არის კახელი გლეხის ძირითადი შემოსავლის წყარო, შესაბამისად, მთელი მისი ენერგია და ფინანსური რესურსი ვენახში დევს, რომელიც შემოდგომაზე ღვინოდ უნდა გადაიქცეს.თუმცა ფული სად აქვთ გლეხებს? არ აქვთ. ამიტომ ვენახებს ბანკებიდან აღებული კრედიტებით აშენებენ. ამ სტიქიამ სასოწარკვეთა გლეხს, რადგან განადგურებული მოსავლის ფონზე, მისი ბანკის ვალის გადახდაც საეჭვო ხდება, ეს მაშინ როდესაც კრედიტების სანაცვლოდ უმრავლესობას გირაოდ ბინები ან მანქანები აქვთ ჩადებული.ერთი საათის წინ კოალიცია “ქართული ოცნების” ლიდერმა საგანგებო განცხადება გააკეთა, სადაც მან განაცხადა, რომ აპირებს 10 მლნ. ლარი გადარიცხოს ბიუჯეტში და ამ თანხით დაეხმაროს გაჭირვებულ კახელებს, რათა მოხდეს ზარალის სრული კონპენსირება.თუმცა იგი ითხოვს თანხების სამართლიანად და ობიექტურად დარიგების მონიტორინგსაც.გთავაზობთ ციტატებს ივანიშვილის განცხადებიდან:“შექმნილ ვითარებაში მე მივიღე გადაწყვეტილება და ამ ეტაპზე 10 მილიონ ლარს ვრიცხავ სასამართლოს მიერ მითითებულ საბიუჯეტო ანგარიშზე. სტიქიით მიყენებული ზარალის სრულად დათვლის შემდეგ სახელმწიფო ბიუჯეტში ამავე მექანიზმის გამოყენებით გადავრიცხავ იმდენ თანხას, რამდენიც საჭირო გახდება.შედეგად, მთავრობას უჩნდება ბიუჯეტით დაუგეგმავი დამატებითი სახსრები, რომლითაც მას შეუძლია ყოველ ოჯახს სრულად აუნაზღაუროს მიყენებული ზარალი, იქნება ეს დაკარგული მოსავალი, დახოცილი პირუტყვი თუ დაზიანებული კარ-მიდამო.იმისათვის, რომ მთავრობამ საბიუჯეტო სახსრებით დროული, სამართლიანი და ეფექტური დახმარება აღმოუჩინოს სტიქიით დაზარალებულ ოჯახებს, საჭირო იქნება საზოგადოებრივი მონიტორინგის დაწესება თითოეული ოჯახისთვის მიყენებული ზარალის ობიექტურ შეფასებასა და მის დროულ და სრულ ანაზღაურებაზე.” View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts