planetanews Posted July 21, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted July 21, 2012 http://opinion.ge/wp-content/uploads/2012/07/tina-xidasheli1-300x243.pngროგორც კოალიციის ერთ-ერთმა ლიდერმა თინა ხიდაშელმა, ტელეკომპანია “მაესტროს” ეთერში, გადაცემა “პოლიტმეტრში” სტუმრობისას განაცხადა, “ქართული ოცნების” ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა დაკისრებული ჯარიმიდან 10 მლნ ლარი სასამართლოს მიერ მითითებულ ანგარიშზე უკვე გადარიცხა.ხიდაშელის განცხადებით, ივანიშვილს სტიქიის დაზარალებლთათვის პირდაპირი გზით დახმარების გაწევა ამომრჩევლის მოსყიდვაში ჩაეთვლებოდა და ამიტომ ამ ფორმით თანხების გამოყოფა საუკეთესო გამოსავალია. “თანხა უკვე გადაირიცხა, თუმცა ჯერ არ ვიცით ჩაირიცხა თუ არა დანიშნულების ადგილზე. ბიძინა ივანიშვილი მზად არის, ბოლომდე დაფაროს ის დანაკარგი, რომელიც მოსახლეობამ მიიღო. როცა ივანიშვილმა მოისმინა, რომ მოსახლეობას ყველაზე უკეთეს შემთხვევაში 1500 ლარს გადასცემდნენ, მაშინვე დაიწყო ფიქრი იმ ფორმის ძებნაზე, რომლის მეშვეობითაც ის მოსახლეობისთვის დახმარების გაწევას შეძლებდა. ჩვენი აქტივისტები ყოველდღიურ რეჟიმში გააკონტროლებენ იმას, რომ ივანიშვილის მიერ გაწეული დახმარება ყველა ოჯახში მივიდეს”, – განაცხადა ხიდაშელმა. opinion.ge View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts