Jump to content
Planeta.Ge

from opinion.ge- თენგიზ ომანიძე: „პიარ-ისტერიის რეალური დამკვეთი, სააკაშვილ-მერაბიშვილის კლანია“


Recommended Posts

http://opinion.ge/wp-content/uploads/2012/07/tengiz-omanidze2-300x225.jpgროგორც პარტია „თავისუფალი საქართველოს“ პოლიტიკურმა მდივანმა თენგიზ ომანიძემ განაცხადა, “თავისუფალი საქართველო” “რუსთავი 2″-ს პარტიის პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისთვის მადლობას უხდის და მეუფე იობის პოზიციებს სრულად იზიარებს.

“რუსთავი 2-ის” ეთერით, თენგიზ გოგოტიშვილმა მეუფე იობზე თავდასხმა გააგრძელა. ამჯერად, გოგოტიშვილის ყურადღების ცენტრში პარტია “თავისუფალი საქართველოც” მოექცა. ჩვენ მადლობას ვუხდით “რუსთავი 2″-ს პარტიის პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისთვის, რადგან მათ მიერ პარტიის გალანძღვამ, ჩვენს რეიტინგზე სასარგებლოდ იმოქმედა. ამასთან, პარტია მზადაა, აღნიშნულ ტელეკომპანიასთან სარეკლამო კონტრაქტი გააფორმოს, რათა ტელეკომპანიამ კვირაში ერთხელ, გოგოტიშვილის მხრიდან ჩვენი პარტიის “მაკომპრომიტირებელი” სიუჟეტის ეთერში განთავსება უზრუნველყოს”, – განაცხადა ომანიძემ.

თენგიზ ომანიძის თქმით, სახელისუფლებო ტელეკომპანიის ეთერით ატეხილი პიარ-ისტერიის რეალური დამკვეთი, სააკაშვილ-მერაბიშვილის კლანია.

“აღნიშნული კლანის მიზანია, მეუფე იობის არა მხოლოდ დისკრედიტაცია, არამედ მისი ნეიტრალიზაცია. ამდენად, “თავისუფალი საქართველო” ყველა ოპოზიციურ პარტიას და სამოქალაქო საზოგადოებას, მეუფე იობის მიმართ მხარდაჭერის გამოხატვისაკენ მოუწოდებს”, – აღნიშნა ომანიძემ.

opinion.ge

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...