Jump to content
Planeta.Ge

ბოქლომის ბლოგი- "ქართული ოცნება" NDI-ს კვლევის შედეგებს უნდობლობას უცხადებს


Recommended Posts

13:40 16.07.2012

კოალიცია "ქართული ოცნება" NDI-ს კვლევის შედეგებს უნდობლობას უცხადებს. როგორც კოალიციის პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა , მათი მთავარი ინდიკატორი არა რომელიმე ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებული ციფრები, არამედ მხარდამჭერთა ის უპრეცედენტო რაოდენობაა, რომელიც მათ მიერ ჩატარებულ 5 აქციაზე დაფიქსირდა.

 

http://4.bp.blogspot.com/-sevU5YnKIxg/UAPj2m3ctCI/AAAAAAAAHtA/twE2dd1BrpI/s200/qartuli%2Bocneba.jpg"ჩვენი პოზიცია არ შეცვლილა, NDI-ს კვლევებს არ ვენდობით და სხვათა შორის, არც სხვა ორგანიზაციის გამოკითხვებს - გააჩნია მათ წარმომავლობას, დაფინანსების წყაროებს და მეთოდიკას. ჩვენ არ ვიცნობთ მეთოდოლოგიას, არ ვიცით როგორაა ჩატარებული საველე სამუშაოები. აქედან გამომდინარე ჩვენი მთავარი ინდიკატორი არ არის რომელიმე ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებული ციფრები, ჩვენ ვიცით მხოლოდ ერთი რამ - "ქართული ოცნების" მიერ ჩატარებულ 5 აქციაზე ჩვენი მხარდამჭერების რაოდენობა უპრეცედენტო იყო. არც გორში, არც მცხეთაში, არც ოზურგეთში, არც ქუთაისში და არც თბილისი ასეთი მასშტაბური აქციები არ ჩატარებულა", - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.

 

მისივე განმარტებით, მიუხედავად ამისა, დიდ პატივისცემას აფიქსირებს ამერიკული ორგანიზაციების მიმართ.

 

NDI-მ დღეს კვლევის შედეგების მეორე ნაწილი გაავრცელა, რომელიც პარტიების რეიტინგებს ეხება.

 

აშშ-ს ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის(NDI) კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 34%-ის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს "ნაციონალური მოძრაობა" დგას.

ასეთად ”ქართული ოცნება” რესპონდენტთა 20%-მა დაასახელა, ქდმ – 4%-მა, სხვა ოპოზიცია – 2%-მა, კითხვაზე პასუხი არ იცის – 15%-მა, პასუხზე უარი განაცხადა – 16%-მა.

 

NDI-ს კვლევის შედეგების პრეზენტაცია სასტუმრო "თბილისი მარიოტში" მიმდინარეობს. NDI აქვეყნებს მიმდინარე წლის ივნისში ჩატარებული კვლევის მეორე ნაწილს, რომელიც პოლიტიკური პარტიების რეიტინგებს ეხება. კვლევა 4-დან 22 ივნისამდე პერიოდში ჩატარდა და 6 299 ადამიანი პირისპირ ინტერვიუს საფუძველზე გამოიკითხა. კვლევის საშუალო ცდომილების ზღვარი პლუს მინუს 2%-ია.

 

NDI-ს კვლევის თანახმად, კითხვაზე – ყველაზე მეტად ვის ისურვებდით საქართველოს შემდეგ პრეზიდენტად, გამოკითხულთა იმ რაოდენობიდან, რომელიც არჩევნებში მონაწილეობას მიიღებდა (77%) , 22% "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატს ასახელებს.

 

20% აცხადებს, რომ ყველაზე მეტად საქართველოს შემდეგ პრეზიდენტად ივანიშვილის მიერ მხარდაჭერილ კანდიდატს ისურვებდა, 6% იმის მიუხედავად, რომ მიხეილ სააკაშვილს მესამე ვადით კენჭისყრის უფლება აღარ აქვს, მაინც მას ასახელებს, 4% – გიორგი თარგამაძეს, 3% პასუხობს, რომ არც ერთ კანდიდატს, 3% კი სხვა კანდიდატს ასახელებს.

 

როგორც NDI-ს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა ლუის ნავარომ აღნიშნა, საკმაოდ მაღალია პასუხზე უარის და "არ ვიცი"-ს პროცენტული მაჩვენებლები. გამოკითხულთა 17% კითხვაზე პასუხზე უარს აცხადებს, ხოლო 25% ამბობს, რომ არ იცის, ვის ისურვებდა საქართველოს შემდეგ პრეზიდენტად.

 

 

 

 

http://3.bp.blogspot.com/-KtSuYO9v3zk/TjXKNerO7UI/AAAAAAAAEwU/4iW_zNk5ag4/s200/ukan1.png

 

 

http://1.bp.blogspot.com/-r9VIupEIfpQ/T_l_9fJkFeI/AAAAAAAAHpc/TU9X4ioHhDY/s400/samegrelos%2Bshuagulidan.gif

2907431438646605030-762345714098015581?l=boqlomi.blogspot.com

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...