Jump to content
Planeta.Ge

ბოქლომის ბლოგი- "სოლიდარობა მედიის თავისუფლებისათვის" აპროტესტებს ტელეკომპანია "მაესტრო"-ს მიმართ განხორციელებულ უკანონო ქმედებს


Recommended Posts

13:42 16.07.2012

მედიაგაერთიანება "სოლიდარობა მედიის თავისუფლებისთვის" ტელეკომპანია "მაესტროს" გარშემო განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც "ინტერპრესნიუსი" უცვლელად გთავაზობთ.

 

http://3.bp.blogspot.com/-i6Amn_QH2rU/UAPn6DF5bCI/AAAAAAAAHtQ/KPgdn3LzCR4/s200/mediagaertianeba.jpg"ტელეკომპანიამ "მაესტრო", როგორც მედია სფეროში მომუშავე ბიზნეს სუბიექტმა, საკუთარი ინიციატივითა და რისკების გათვალისწინებით, გადაწყვიტა ჩაეტარებინა პიარკამპანია "მაესტრო ყველა ოჯახში", რომლის მიზანიც აუდიტორიის რიცხოვნული და გეოგრაფიული ზრდა იყო.

 

მიუხედავად იმისა რომ ტელეკომპანია "მაესტრო"-ს აღნიშნული კამპანია მიმართული იყო იმისკენ, რომ ბიზნესსუბიექტს მოეპოვებინა და კიდევ უფრო განემტკიცებინა მედიაბაზარზე საკუთარი პოზიციები, რაც ნებისმიერი საწარმოსთვის ბუნებრივი და ლოგიკურია, საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ სრულიად უსაფუძვლოდ და ტენდეციურად აღნიშნული ქმედება ინტერპრირებულ იქნა როგორც "სატელევიზიო ანტენების უსასყიდლოდ გადაცემით ამომრჩეველთა მოსყიდვის ფაქტი". რასაც შედეგად პროკურატურის შესაბამისი შუამდგომლობის საფუძველზე, "მაესტრო"-ს ტექნიკური საშუალებების დაყადაღების შესახებ სასამართლოს ოპერატიული გადაწყვეტილება მოჰყვა.

პროკურატურამ კიდევ ერთხელ სრულიად ცინიკურად თავისი უკანონო ქმედების საფუძვლად "წინაასარჩევნო პროცესების დაცვა შესაძლო დანაშაულებრივი ჩარევისაგან და პოლიტიკური პარტიებისა და მოქალაქეების საარჩევნო უფლებებისა და გამოხატვის თავისუფლების უზრუნველყოფა" დაასახელა.

 

"სოლიდარობა მედიის თავისუფლებისათვის" აცხადებს, რომ აღნიშნული ქმედებით პროკურატურამ და სასამართლომ ერთის მხრივ ტელეკომპანია "მაესტრო"-ს, როგორც მედია-სუბიექტის თავისუფლება შეზღუდეს, ხოლო მეორეს მხრივ ამავე ქმედებით შეიზღუდა ეროვნული და საერთაშორისო სამართლით განმტკიცებული "ინფორმაციის თავისუფლად მიღებისა და გავრცელების უფლება". საარჩევნო პერიოდში კი არასრულად და ცალმხრივად ინფორმირებული ამომრჩეველი სხვადასხვა პოლიტიკური ძალებისათვის მანიპულირების შესანიშნავი საშუალებაა.

 

"სოლიდარობა მედიის თავისუფლებისათვის" აპროტესტებს ტელეკომპანია "მაესტრო"-ს მიმართ განხორციელებულ უკანონო ქმედებს და დღეს, 15 საათზე საქართველოს მთავარი პროკურატურის წინ აქციას მართავს.

 

მოვუწოდებთ ქართულ და საერთაშორისო საზოგადოებას ერთობლივი, კონსოლიდირებული ძალებით წინ აღუდგეთ თავისუფალი მედიის შევიწროების ფაქტებსა და ყოველმხრივ შევუწყოთ ხელი თავისუფალი და კონკურენტული არჩევნების ჩატარებას", - აღნიშნულია განცხადებაში.

 

განცხადებას ხელს 15 მედიასაშუალება აწერს.

 

 

 

 

http://3.bp.blogspot.com/-KtSuYO9v3zk/TjXKNerO7UI/AAAAAAAAEwU/4iW_zNk5ag4/s200/ukan1.png

 

 

http://1.bp.blogspot.com/-r9VIupEIfpQ/T_l_9fJkFeI/AAAAAAAAHpc/TU9X4ioHhDY/s400/samegrelos%2Bshuagulidan.gif

2907431438646605030-1914181256233882758?l=boqlomi.blogspot.com

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...