Jump to content
Planeta.Ge

ბოქლომის ბლოგი- გიორგი ფოჩხუას შემზარავი მკვლელობის საქმე გახსნილია [video]


Recommended Posts

14:42 16.07.2012

ელენე ფოჩხუას ინფორმაციით, მისი ძმის მკვლელობაში ეჭვმიტანილი ბექა ცობეხია ზუგდიდის კაფე-რესტორან "როიალ პალასის" დაცვის თანამშრომელია. ის გიორგი ფოჩხუას გაუჩინარების დღეს ანაკლიაში იმყოფებოდა.

 

http://4.bp.blogspot.com/-RuWzkm1oJrc/UAVQAIOcJ9I/AAAAAAAAHt8/gdI-f-kzGiQ/s200/elene%2Bfochxua.jpg"როგორც მე მითხრეს, ბექა ცობეხიას ანაკლიაში ფული არ ჰქონდა. მან ჩემი ძმა დაინახა, რომ სასტუმრო "ოქროს საწმისის" კაფეში ერთობოდა და თან ჰქონდა ძვირადღირებული ფოტოკამერა და ჯვრისწერის ბეჭედი. კაფედან გამოსულებს ცობეხია ჩემს ძმას გამოეცნაურა და გვერდზე გაიხმო. როგორც ვხვდები, ფული მოსთხოვა, გიორგი მას გაუძალიანდა. შემდეგ კი მოხდა ის ტრაგედია, რამაც გიორგის სიცოცხლე შეიწირა. ის ზღვაში გაძარცული და მოკლული გადააგდეს",-განაცხადა ელენე ფოჩხუამ.

 

გიორგი ფოჩხუას მკვლელობაში ეჭვმიტანილი ბექა ცობეხია დაკავებულია. როგორც "ინტერპრესნიუსს" ელენე ფოჩხუამ განუცხადა, ბექა ცობეხია სამართალდამცავებმა აფხაზეთში დააკავეს.

მისივე ინფომრაციით, ბექა ცობეხიასთან ერთად კიდევ ერთი ადამიანია დაკავებული, რომლის ვინაობა და მომხდარი ტრაგედიის დეტალები დღის ბოლოსთვის იქნება ცნობილი.

 

 

 

მსახიობ გიორგი ფოჩხუას მკვლელობაში ბრალდებული 20 წლის ბექა ცობეხია გალის რაიონის სოფელ ბარღებიდან დედამ, რიმა ცხაკაიამ გადმოიყვანა და სამართალდამცავებს ჩააბარა.

 

გიორგი ფოჩხუას განზრახ მკვლელობაში ბრალდებულ, 1992 წელს დაბადებულ ბექა ცობეხიას, ბრალი წაეყენა საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით.

 

დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს, რომლის მოტივადაც სახელდება ურთიერთშელაპარაკება. ასევე, დაკავებულია ბრალდებულის მეგობარი, დაცვის პოლიციის თანამშრომელი, 1990 წელს დაბადებული ნიკოლოზ ბაძაღუა.

 

 

 

| ბრალდებულის დედა |

http://2.bp.blogspot.com/-IvUSYOqwjB4/UAVQifi5RyI/AAAAAAAAHuI/FcEYEGVTIdY/s400/beqa%2Bcobexia.jpg

| ბრალდებული ბექა ცობეხია |

 

 

 

http://3.bp.blogspot.com/-KtSuYO9v3zk/TjXKNerO7UI/AAAAAAAAEwU/4iW_zNk5ag4/s200/ukan1.png

 

 

http://1.bp.blogspot.com/-r9VIupEIfpQ/T_l_9fJkFeI/AAAAAAAAHpc/TU9X4ioHhDY/s400/samegrelos%2Bshuagulidan.gif

2907431438646605030-6164533529668920114?l=boqlomi.blogspot.com

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...