planetanews Posted July 18, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted July 18, 2012 16:02 18.07.2012 რამდენიმე წუთის წინ ბრიუსელში დასრულდა მედია–კავშირ "ობიექტივის" ხელმძღვანელ ირმა ინაშვილსა და ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციის წარმომადგენლებს შორის გამართული შეხვედრა. ირმა ინაშვილის თქმით, ფედერაციის წარმომადგენლებს დაწვრილებითი ინფორმაცია მიაწოდა საქართველოში მედიის უფლებების შელახვასთან დაკავშირებით. http://3.bp.blogspot.com/-7Vk8QIYpZOI/UAamy2rfGeI/AAAAAAAAHuw/a7GKIkW0dow/s200/irma%2Binashvili.jpgირმა ინაშვილი: " შევხვდი ფედერაციის წარმომადგენლებს. გადავეცი "ობიექტივის" მოხსენება საქართველოში ჟურნალისტთა და მედია-საშუალებების წინააღმდეგ მიმართულ კამპანიაზე, რასაც სააკაშვილის რეჟიმი აწარმოებს. მოხსენებაში კონკრეტული ფაქტები იყო ასახული: გლობალtv-ს და "მაესტროს"ანტენების დაყადაღება, info 9-ის ჟურნალისტების ცემა და საქმიანობაში ხელის შეშლა, საბა წიწიკაშვილის და ჩვენი სხვა კოლეგების დარბევის ფაქტები... "ობიექტივის" წამყვანის მერაბ ჭიქაშვილის უკანონო დაპატიმრება და გასამართლება... ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციის გენერალური მდივნის მოადგილე ოლივერ მონეი-კარლი გაოგნებული იყო... "ჩვენ ამ ფაქტების შესახებ არაფერი გვსმენია, არავის მოუწოდებია ინფორმაცია"... მე ვეკითხები:" კი მაგრამ, თქვენი წარმომადგენელი ხომ მუშაობს თბილისში... ვინმე ზვიად ფოჩხუაა, ის რატომ არ გაწვდით ამ ინფორმაციას?"... " თქვენგან პირველად მესმის, რომ ბოლო დროს საქართველოში ჟურნალისტები ასეთ წნეხის ქვეშ მუშაობენ და ასეთი ზეწოლაა მათზე". შეხვედრას ვესწრებოდით მე, გიორგი ფოფხაძე და მერაბ ბლადაძე". http://3.bp.blogspot.com/-KtSuYO9v3zk/TjXKNerO7UI/AAAAAAAAEwU/4iW_zNk5ag4/s200/ukan1.png http://1.bp.blogspot.com/-r9VIupEIfpQ/T_l_9fJkFeI/AAAAAAAAHpc/TU9X4ioHhDY/s400/samegrelos%2Bshuagulidan.gif View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts