planetanews Posted July 20, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted July 20, 2012 ავტორი ნანა ფაჟავა09:01 20.07.2012 ამომრჩეველთა ლიგის რეგისტრატორებზე, ნიკოლოზ ჭურღულიასა და თორნიკე თაკალანძეზე გუშინ განხორციელებულ თავდასხმას ორგანიზაციის ზუგდიდის ოფისში დღეს საგანგებო ბრიფინგი მიეძღვნა. http://2.bp.blogspot.com/-tpQt7hHzu_I/UAkxbsQYbWI/AAAAAAAAHvs/eoI8Ze5MvqM/s200/amomrchevelta%2Bliga%2Bzugdidi.gifმიუხედავად იმისა, რომ პოლიციამ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება უკვე დაიწყო, ამომრჩეველთა ლიგის წევრები სამართალდამცავებს უნდობლობას უცხადებენ, რადგან მიიჩნევენ რომ თავდასხმა სწორედ პოლიციისა და ნაცმოძრაობის ერთობლივი ჯგუფების მიერ განხორციელდა. ორგანიზაციის წევრები სამართალდამცავებისგან რეგისტრატორების მიერ ამომრჩეველთა დაზუსტებული სიების დაბრუნებას მოითხოვენ. ამომრჩეველთა ლიგის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, კახა მიქაიამ ხელისუფლება ზუგდიდის, დარჩელისა და რუხის ტერიტორიაზე მომუშავე რეგისტრატორებზე განხორციელებულ ზეწოლასა და შანტაჟშიც დაადანაშაულა, რის შედეგადაც ამომრჩეველთა დაზუსტებულ სიებში გარდაცვლილთა რაოდენობა ხელოვნურად გაიზარდა. კახა მიქაიას განცხადებით, რეგისტრატორების მიერ ამომრჩეველთა ლიგაში წარმოდგენილი სიები კუდ-ის ან ნაცმოძრაობის ოფისშია შედგენილი, რაც მომავალში ამომრჩეველთა ლიგის წინააღმდეგ მოსახლეობის პროტესტს ისახავდა მიზნად. http://3.bp.blogspot.com/-KtSuYO9v3zk/TjXKNerO7UI/AAAAAAAAEwU/4iW_zNk5ag4/s200/ukan1.png http://1.bp.blogspot.com/-r9VIupEIfpQ/T_l_9fJkFeI/AAAAAAAAHpc/TU9X4ioHhDY/s400/samegrelos%2Bshuagulidan.gif View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts