Jump to content
Planeta.Ge

tabula.ge: ახალ ჩინურ ლექსიკონს განსაზღვრება „გეის“ გამოტოვებისთვის აკრიტიკებენ


Recommended Posts

##image#10092#2#ჩი­ნე­თის ყველ­ზე ავ­ტო­რი­ტე­ტუ­ლი ლექ­სი­კო­ნე­ბის ახა­ლი გა­მო­ცე­მა უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლებ­მა გა­აკ­რი­ტი­კეს.

სიტ­ყვა “tongzhi”, რომ­ლის პირ­ვე­ლა­დი მნიშ­ვნე­ლო­ბა არის „ამ­ხა­ნა­გი“, ჩი­ნეთ­ში ფარ­თოდ გა­მო­ი­ყე­ნე­ბა, რო­გორც ჰო­მო­სექ­სუ­ა­ლის აღ­მნიშ­ვნე­ლი და არც არა­კო­რექ­ტუ­ლად ით­ვლე­ბა. კრი­ტი­კა ლექ­სი­კონ­ში ამ გან­საზ­ღვრე­ბის გა­მო­ტო­ვე­ბამ გა­მო­იწ­ვია.

თა­ნა­მედ­რო­ვე ჩი­ნუ­რი ლექ­სი­კო­ნის ახა­ლი, მე­ექ­ვსე გა­მო­ცე­მა 69 ათას სიტ­ყვას, 13 ათას ჩი­ნურ სიმ­ბო­ლოს და სა­მი ათას­ზე მეტ ფრა­ზას მო­ი­ცავს. მას­ში შე­სუ­ლია სხვა­დას­ხვა ინ­ტერ­ნეტ-სლენ­გე­ბი და არც თუ ჩი­ნუ­რი გა­მო­ნათ­ქვა­მე­ბიც. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, “tongzhi” მათ შო­რის ვერ მოხ­ვდა.

ლინ­გვის­ტმა იანგ ლან­შენ­მა, რო­მე­ლიც ლექ­სი­კონ­ზე მუ­შა­ობ­და, ჩი­ნურ ტე­ლე­ვი­ზი­ას­თან ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­ნაც­ხა­და: „ჩვენ ვი­ცო­დით სიტ­ყვის ეს მნიშ­ვნე­ლო­ბა, მაგ­რამ მი­სი ჩარ­თვა არ შეგ­ვეძ­ლო. შე­გიძ­ლი­ათ, სურ­ვი­ლი­სა­მებრ გა­მო­ი­ყე­ნოთ ის, მაგ­რამ ჩვენ მას არ ჩავ­სვამთ სტან­დარ­ტულ ლექ­სი­კონ­ში, რად­გან არ გვსურს, ასეთ რა­მე­ებს ხე­ლი შე­ვუწ­ყოთ, არ გვინ­და, მათ­ზე ყუ­რად­ღე­ბა გა­ვა­მახ­ვი­ლოთ“.

1997 წლამ­დე ჩი­ნეთ­ში ჰო­მო­სექ­სუ­ა­ლო­ბა არა­ლე­გა­ლუ­რი იყო და მენ­ტა­ლურ და­ა­ვა­დე­ბად მი­იჩ­ნე­ო­და. უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლე­ბის თქმით, “tongzhi”-ის გა­მო­ტო­ვე­ბა იმის ნი­შა­ნია, რომ ჩი­ნურ მო­რალს მას შემ­დეგ დი­დი ძვრე­ბი არ გა­ნუც­დია.

 

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...