Jump to content
Planeta.Ge

tabula.ge: აბრაამ შმულევიჩი: პირველი ნაბიჯი ჯერ გადასადგმელია


Recommended Posts

##image#10055#0#ცნო­ბი­ლი ექ­სპერ­ტი კავ­კა­სი­ის სა­კით­ხებ­ში, ის­რა­ე­ლე­ლი პო­ლი­ტო­ლო­გი აბ­რა­ამ შმუ­ლე­ვი­ჩი ტა­ბუ­ლას ჩრდი­ლო კავ­კა­სი­ის ხალ­ხებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის იმ კონ­ცეფ­ცი­ის შე­სა­ხებ ესა­უბ­რა, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტმა ცო­ტა ხნის წინ სა­ბო­ლო­ოდ და­ამ­ტკი­ცა.

რას ფიქ­რობთ კონ­ცეფ­ცი­ის შე­სა­ხებ? რამ­დე­ნად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი შე­იძ­ლე­ბა გახ­დეს ის ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით სა­ქარ­თვე­ლოს პო­ლი­ტი­კის გან­ვი­თა­რე­ბის­თვის?

სტრა­ტე­გი­ის ფუნ­ქცი­ას ქა­ღალ­დი არ ას­რუ­ლებს. ბევ­რი ქვეყ­ნის, მათ შო­რის სა­ქარ­თვე­ლოს გა­მოც­დი­ლე­ბი­დან ვი­ცით, რომ ძა­ლი­ან ლა­მა­ზი დო­კუ­მენ­ტე­ბის შექ­მნა შე­იძ­ლე­ბა. მთა­ვა­რია, რო­გორ შეს­რულ­დე­ბა ის, რაც იქ წე­რია. ში­ნა­არ­სი შე­სა­ნიშ­ნა­ვია. თე­ო­რი­ის თვალ­საზ­რი­სით, ეს ძა­ლი­ან სწო­რი სტრა­ტე­გი­აა, 90 პრო­ცენ­ტით, მაგ­რამ ძა­ლი­ან დი­დი ეჭ­ვე­ბი მაქვს შეს­რუ­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით.

პირ­ველ რიგ­ში, თა­ვად ფაქ­ტი, რომ სტრა­ტე­გია მხო­ლოდ ახ­ლა გაჩ­ნდა, მის სა­სარ­გებ­ლოდ არ მეტ­ყვე­ლებს. მე­ო­რე, დღემ­დე არ გა­კეთ­და ელე­მენ­ტა­რუ­ლი რამ – არ არ­სე­ბობს დო­კუ­მენ­ტის ოფი­ცი­ა­ლუ­რი თარ­გმა­ნი. იძუ­ლე­ბუ­ლი გავ­ხდი, პრო­ექტს გავ­ცნო­ბო­დი რო­მე­ლი­ღაც ბლო­გე­რის შეს­რუ­ლე­ბუ­ლი არა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რი თარ­გმა­ნით. ვინც ამ სტრა­ტე­გი­ის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ზე ზრუ­ნავს, ჩრდი­ლო კავ­კა­სი­ის მცხოვ­რებ­ლე­ბის­თვის მი­სი მი­წო­დე­ბით არ შე­წუ­ხე­ბუ­ლა. ეს უკ­ვე ბევ­რზე მეტ­ყვე­ლებს. თუ საქ­მე ასე წა­ვი­და, სტრა­ტე­გი­ის რა­ი­მე წარ­მა­ტე­ბებ­ზე ვერ ვი­სა­უბ­რებთ.

თუ ავი­ღებთ სა­ქარ­თვე­ლოს მუ­შა­ო­ბის შე­დე­გებს ჩრდი­ლო­კავ­კა­სი­უ­რი მი­მარ­თუ­ლე­ბით ბო­ლო თვე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, ჩა­ვარ­დნის გარ­და ამას ვე­რა­ფერს და­ვარ­ქმევ. თბი­ლის­ში ჩერ­ქე­ზუ­ლი კულ­ტუ­რის ცენ­ტრი შე­იქ­მნა. ეს უნ­და ყო­ფი­ლი­ყო ორ­გა­ნი­ზა­ცია, რო­მე­ლიც მთელ ჩერ­ქე­ზულ დი­ას­პო­რას, აქ­ტი­ვის­ტებს გა­ა­ერ­თი­ა­ნებ­და, ჩერ­ქე­ზუ­ლი კულ­ტუ­რის გან­ვი­თა­რე­ბის ფლაგ­მა­ნი გახ­დე­ბო­და.

სი­ნამ­დვი­ლე­ში ცენ­ტრის საქ­მი­ა­ნო­ბამ მრა­ვა­ლი ჩერ­ქე­ზი აქ­ტი­ვის­ტის უპ­რე­ცე­დენ­ტო უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა გა­მო­იწ­ვია. არა­და, ბევ­რმა მათ­გან­მა, პირ­და­პი­რი მნიშ­ვნე­ლო­ბით, სა­კუ­თა­რი სი­ცოც­ხლე საფ­რთხე­ში ჩა­აგ­დო, რო­დე­საც სა­ქარ­თვე­ლოს­თან კონ­ტაქ­ტზე წა­მო­ვი­და.

ჩერ­ქე­ზუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლებ­მა გან­ცხა­დე­ბა გა­მო­აქ­ვეყ­ნეს ჩერ­ქე­ზუ­ლი კულ­ტუ­რის ცენ­ტრის საქ­მი­ა­ნო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით. მას­ში ნათ­ქვა­მია, რომ ცენ­ტრის მი­ერ წარ­მოდ­გე­ნი­ლი ზო­გი­ერ­თი ნაშ­რო­მის ხა­რის­ხი საკ­მა­ოდ და­ბა­ლია. სა­უ­ბა­რია „კავ­კა­სი­ის მთი­ელ ხალ­ხთა გა­სახ­ლე­ბის რუ­კა­ზე“, რო­მე­ლიც ფაქ­ტო­ლო­გი­ურ შეც­დო­მებს შე­ი­ცავს. ასე­ვე, წიგ­ნზე „ჩერ­ქე­ზე­ბი“, რო­მე­ლიც რუ­სულ, ინ­გლი­სურ და თურ­ქულ ენებ­ზე გა­მო­ი­ცა. მას­ში მრა­ვა­ლი შეც­დო­მა და უზუს­ტო­ბაა. ამა­ვე დროს, ჩერ­ქე­ზე­ბის სა­კით­ხთან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი არ­ქი­ვე­ბი, რომ­ლებ­ზეც ამ­დე­ნი ხა­ნია ლა­პა­რა­კო­ბენ, ჯერ კი­დევ გა­მო­უქ­ვეყ­ნე­ბე­ლია.

ცენ­ტრის საქ­მი­ა­ნო­ბის გა­მო, სა­ქარ­თვე­ლოს აქამ­დე მის­და­მი ლო­ი­ა­ლუ­რად გან­წყო­ბი­ლი ჩერ­ქე­ზე­ბიც და­უ­პი­რის­პირ­დნენ. აქ­ტი­ვის­ტე­ბი წე­რილ­ში აღ­ნიშ­ნა­ვენ, რომ ცენ­ტრის საქ­მი­ა­ნო­ბამ, შე­საძ­ლოა, გა­ა­უ­ფა­სუ­როს სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა ძა­ლის­ხმე­ვა ჩერ­ქე­ზებ­თან და­კავ­ში­რე­ბით და დი­ას­პო­რა­ში არა­სა­სურ­ვე­ლი პრო­ცე­სე­ბის პრო­ვო­ცი­რე­ბა მო­ახ­დი­ნოს.

გარ­და ამი­სა, ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა­ში ვერ­ცერ­თი ჩერ­ქე­ზი ვერ მოხ­ვდა. და­ბო­ლოს – ცენ­ტრის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღო კონ­ფე­რენ­ცი­ა­ში, რო­მე­ლიც კავ­კა­სი­ის იმა­რატ­მა თურ­ქეთ­ში მო­აწ­ყო. იმა­რა­ტი, აშშ-ის სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტის და გა­ე­რო-ს ვერ­სი­ით, ტე­რო­რის­ტუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­აა. ჩერ­ქე­ზუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი, რომ­ლე­ბიც თბი­ლი­სის ჩერ­ქე­ზულ ცენ­ტრთან თა­ნამ­შრომ­ლო­ბენ, აგ­რე­სი­ულ ის­ლა­მიზ­მსა და ტე­რო­რიზმს ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბი­ან.

20 მა­ისს სტამ­ბოლ­ში ჩერ­ქეზ­თა გე­ნო­ცი­დის ხსოვ­ნის დღე მო­ეწ­ყო, რო­მე­ლიც ჩერ­ქე­ზულ­მა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­მა ჩა­ა­ტა­რეს. ეს ღო­ნის­ძი­ე­ბის ის­ტო­რი­ა­ში ყვე­ლა­ზე მა­სობ­რი­ვი მი­ტინ­გი გახ­და – 20 ათა­სამ­დე ადა­მი­ან­მა მი­ი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. ამ ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე რე­კორ­დუ­ლი რა­ო­დე­ნო­ბის აფ­ხა­ზუ­რი დრო­შე­ბი გა­მო­ი­ტა­ნეს, პირ­ვე­ლად გა­მოჩ­ნდა ოსუ­რი დრო­შე­ბიც.

მა­ნამ­დე, 12 მა­ისს, სტამ­ბოლ­ში­ვე გა­ი­მარ­თა კონ­ფე­რენ­ცია „კავ­კა­სი­ის მო­მა­ვა­ლი“, რო­მე­ლიც თურ­ქეთ­ში კავ­კა­სი­უ­რი დი­ას­პო­რე­ბის არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია კავ­კა­სი­ის ფონ­დმა მო­აწ­ყო. კონ­ფე­რენ­ცია ძა­ლი­ან წარ­მო­მად­გენ­ლო­ბი­თი იყო, მხარ­და­ჭე­რას სტამ­ბო­ლის მე­რია უწევ­და და ის სტამ­ბო­ლის უნი­ვერ­სი­ტე­ტის რექ­ტორ­მა გახ­სნა. მას­ში მკვლევ­რებ­მა, ჟურ­ნა­ლის­ტებ­მა და უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლებ­მა მი­ი­ღეს მო­ნა­წი­ლე­ო­ბა სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნე­ბი­დან.

არ მგო­ნია, ქარ­თუ­ლი მხა­რის მიღ­წე­ვად ჩა­ით­ვა­ლოს ის, რომ წი­ნა ფო­რუ­მის­გან გან­სხვა­ვე­ბით, ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებ­მა უა­რი თქვეს სა­ქარ­თვე­ლოს წარ­მო­მად­გე­ნელ­თა მოწ­ვე­ვა­ზე. რო­გორც მათ ახ­სნეს, „აფ­ხა­ზე­თის მი­მართ სა­ქარ­თვე­ლოს პო­ლი­ტი­კის გა­მო“.

გა­სა­გე­ბია, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი თა­ვი­სით არ ხდე­ბა – მუ­შა­ობს რუ­სუ­ლი ФСБ, სა­გა­რეო უწ­ყე­ბა, აფ­ხა­ზე­თი­სა და სამ­ხრეთ ოსე­თის რე­ჟი­მე­ბი, მაგ­რამ სა­ქარ­თვე­ლოც სა­ხელ­მწი­ფოა და უნ­და შე­ეძ­ლოს, რომ ამას სა­კუ­თა­რი ძა­ლის­ხმე­ვა და­უ­პი­რის­პი­როს. ჩერ­ქეზ­თა კულ­ტუ­რის ცენ­ტრი თბი­ლის­ში კონ­კრე­ტუ­ლად იმის­თვის შე­იქ­მნა, რომ ჩერ­ქე­ზუ­ლი დი­ას­პო­რის­თვის სა­ქარ­თვე­ლოს პო­ზი­ცია აეხ­სნა. მაგ­რამ მის­მა საქ­მი­ა­ნო­ბამ და სხვა ქარ­თუ­ლი სტრუქ­ტუ­რე­ბის მოქ­მე­დე­ბამ თუ უმოქ­მე­დო­ბამ, პი­რი­ქით, შე­დე­გად სა­ქარ­თვე­ლოს იმი­ჯის გა­უ­ა­რე­სე­ბა მო­ი­ტა­ნა. თუ ამას არ ჰქვია ჩა­ვარ­დნა, მა­შინ არ ვი­ცი სხვა რა ვუ­წო­დო.

რაც შე­ე­ხე­ბა ჩეჩ­ნე­თის მი­მარ­თუ­ლე­ბას – ხიზ­რი ალ­და­მო­ვის გაქ­ცე­ვა სა­ქარ­თვე­ლოს­თვის დარ­ტყმას წარ­მო­ად­გენს. მა­ნამ­დე გა­იქ­ცნენ ოსე­ბი – ვლა­დი­მირ სა­ნა­კო­ე­ვი და ძმე­ბი ქარ­ქუ­სო­ვე­ბი. გა­მო­დის, რომ სა­ქარ­თვე­ლო ბო­ლო წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ჩრდი­ლო კავ­კა­სი­ა­ში კონ­ტაქ­ტებს კარ­გავ­და.

მაგ­რამ ალ­და­მო­ვი ხომ არ ყო­ფი­ლა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პერ­სო­ნა ჩრდი­ლო­ეთ კავ­კა­სი­ას­თან კონ­ტაქ­ტე­ბის თვალ­საზ­რი­სით?

ის სიმ­ბო­ლუ­რი ფი­გუ­რა იყო. ის გახ­ლდათ დუ­და­ე­ვის­დრო­ინ­დე­ლი ჩეჩ­ნე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი, წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის სიმ­ბო­ლო. რე­ა­ლუ­რად, მან ბევ­რი რამ იცის. რა­საკ­ვირ­ვე­ლია, რა­საც იგი დღეს სა­უბ­რობს – რომ სა­ქარ­თვე­ლო ტე­რო­რიზმს მფარ­ვე­ლობს, სი­სუ­ლე­ლეა. მაგ­რამ მი­სი არა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რი კონ­ტაქ­ტე­ბი ბევრს ნიშ­ნავ­და.

არ მგო­ნია, სა­ქარ­თვე­ლოს ბრა­ლი იყოს, რომ იგი კა­დი­როვ­თან გა­იქ­ცა…

ეს კავ­კა­სი­უ­რი პო­ლი­ტი­კის სა­ერ­თო ჩა­ვარ­დნის შე­დე­გია. რა შე­ეძ­ლო სა­ქარ­თვე­ლოს შე­ე­თა­ვა­ზე­ბი­ნა ჩრდი­ლო­კავ­კა­სი­ე­ლი ხალ­ხე­ბის­თვის? რაც, სხვა­თა შო­რის, არ არის კონ­ცეფ­ცი­ა­ში, არის ალ­ტერ­ნა­ტი­ვა იმ რე­ჟი­მის­თვის, რო­მე­ლიც იქ არ­სე­ბობს. რით არის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ალ­და­მო­ვის ფი­გუ­რა? იგი ჩეჩ­ნე­თის ლე­გი­ტი­მუ­რი, არ­ჩე­უ­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დეს­პა­ნია, ეს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა კი სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მარ­თლის მი­ერ იყო აღი­ა­რე­ბუ­ლი. ის რუ­სე­თის სა­ხელ­მწი­ფო სა­თათ­ბი­რო­მაც ცნო. სა­ქარ­თვე­ლოს იმ ჩე­ჩე­ნი დევ­ნი­ლე­ბის, ოპო­ზი­ცი­ის კონ­სო­ლი­დი­რე­ბა შე­ეძ­ლო, რო­მე­ლიც კა­დი­რო­ვის რე­ა­ლურ ოპო­ზი­ცი­ას წარ­მო­ად­გენს.

რა შე­იძ­ლე­ბა გა­ა­კე­თოს სა­ქარ­თვე­ლომ კავ­კა­სი­ა­ში? პო­ლი­ტი­კუ­რი და ცი­ვი­ლი­ზა­ცი­უ­რი კუთ­ხით გა­იყ­ვა­ნოს ევ­რო­პა­ში. ჩრდი­ლო კავ­კა­სი­ის პრობ­ლე­მა შე­იძ­ლე­ბა გა­დაწ­ყდეს, თუ სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­ტექ­სტში მოხ­ვდე­ბა. რე­გი­ონ­ში პრო­და­სავ­ლუ­რი, დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი და არა­აგ­რე­სი­უ­ლი რე­ჟი­მე­ბის შექ­მნა ქარ­თუ­ლი პო­ლი­ტი­კის მთა­ვა­რი ღერ­ძი უნ­და გახ­დეს. ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით აბ­სო­ლუ­ტუ­რად არა­ფე­რი კეთ­დე­ბა.

მაგ­რამ, რო­დე­საც არ­სე­ბობს დო­კუ­მენ­ტი, და­სავ­ლე­თის მხრი­დან ქარ­თუ­ლი პო­ლი­ტი­კის გა­გე­ბა უნ­და გა­უმ­ჯო­ბეს­დეს. ამან კი ხე­ლი უნ­და შე­უწ­ყოს იმ მიზ­ნებს, რა­ზეც თქვენ სა­უბ­რობთ.

დო­კუ­მენ­ტის არ­სე­ბო­ბა კარ­გია, ეს ნიშ­ნავს, რომ რა­ღა­ცა­ზე შე­იძ­ლე­ბა სა­უ­ბა­რი. საქ­მე ისაა, ვინ ისა­უბ­რებს და ისა­უბ­რებს თუ არა სა­ერ­თოდ. რამ­დე­ნად იქ­ნე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს და­სავ­ლე­ლი კონ­ტრა­გენ­ტე­ბის, ჩრდი­ლო კავ­კა­სი­ის ხალ­ხე­ბი­სა და სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბის დარ­წმუ­ნე­ბა, რომ ეს სტრა­ტე­გია ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლია და შეს­რულ­დე­ბა. შე­სა­ნიშ­ნა­ვი იდე­აა სა­ზაფ­ხუ­ლო ბა­ნა­კე­ბი, ასე­ვე ჩრდი­ლო­კავ­კა­სი­ე­ლი სტუ­დენ­ტე­ბის გაგ­ზავ­ნა და­სავ­ლე­თის უმაღ­ლეს სას­წავ­ლებ­ლებ­ში, მაგ­რამ არა­ნა­ი­რი მი­ნიშ­ნე­ბა ამ გრან­დი­ო­ზუ­ლი პრო­ექ­ტე­ბის და­ფი­ნან­სე­ბა­ზე პარ­ლა­მენტს არ გა­უ­კე­თე­ბია.

არ მჯე­რა, რომ წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო პე­რი­ოდ­ში სა­ქარ­თვე­ლო ამ პრო­ექ­ტებ­ზე ფულს გა­მო­ნა­ხავს. რა­ღა­ცე­ბი, რაც ბევ­რად ნაკ­ლებ ფულს მო­ით­ხოვს, ან სა­ერ­თოდ არ მო­ით­ხოვს – სა­ინ­ფორ­მა­ციო ინ­ტერ­ნეტ­რე­სურ­სი, სო­ცი­ო­ლო­გი­უ­რი კვლე­ვე­ბი, მუ­შა­ო­ბა არ­ქი­ვებ­ში – გა­კე­თე­ბუ­ლი არ არის. ჩნდე­ბა კით­ხვა – რა გა­კეთ­დე­ბა მო­მა­ვალ­ში და გა­კეთ­დე­ბა კი სა­ერ­თოდ? არა­ფე­რი ხდე­ბა პო­ლი­ტი­კუ­რი კომ­პო­ნენ­ტის კუთ­ხით, რომ­ლის გა­რე­შე ჩერ­ქე­ზუ­ლი პრო­ექ­ტი მკვდა­რია. დღე­ის­თვის ჩერ­ქეზ და ჩრდი­ლო­კავ­კა­სი­ელ აქ­ტი­ვის­ტებს შო­რის საკ­მა­ოდ დი­დი იმედ­გაც­რუ­ე­ბაა. და­დის ხმე­ბი, რომ ჩრდი­ლო­ეთ კავ­კა­სია სა­ქარ­თვე­ლო­სა და რუ­სეთს შო­რის ვაჭ­რო­ბის სა­გა­ნია. ეს ხმე­ბი დღემ­დე არ გა­ბა­თი­ლე­ბუ­ლა.

რა გახ­და სა­ბა­ბი ასე­თი იმედ­გაც­რუ­ე­ბის­თვის? რა პო­ლი­ტი­კურ ნა­ბი­ჯებს ელი­ან აქ­ტი­ვის­ტე­ბი?

პრო­ტეს­ტის, ეროვ­ნუ­ლი მოძ­რა­ო­ბე­ბის პო­ლი­ტი­კუ­რი კომ­პო­ნენ­ტის სტრუქ­ტუ­რი­რე­ბას. ჩრდი­ლო­კავ­კა­სი­ელ ხალ­ხებს დღეს არ გა­აჩ­ნი­ათ რე­ა­ლუ­რი პო­ლი­ტი­კუ­რი ხმა, წარ­მო­მად­გენ­ლო­ბა და ოფი­ცი­ა­ლუ­რი ხე­ლი­სუფ­ლე­ბე­ბი უბ­რა­ლოდ მა­რი­ო­ნე­ტე­ბი არი­ან. მათ გარ­და, ჩრდი­ლო კავ­კა­სი­ა­ში არ­სე­ბობს მხო­ლოდ კავ­კა­სი­ის იმა­რა­ტი, მაგ­რამ ის ტე­რო­რის­ტულ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ად არის აღი­ა­რე­ბუ­ლი და მი­უ­ღე­ბე­ლია აშშ-სა და ევ­რო­კავ­ში­რი­სათ­ვის. სხვა პო­ლი­ტი­კუ­რი ძა­ლე­ბი და ხმა არ არ­სე­ბობს არც კავ­კა­სი­ა­ში, არც დი­ას­პო­რებ­ში. ეს გან­სა­კუთ­რე­ბით ჩერ­ქე­ზებს ეხე­ბათ.

რუ­სე­თის პი­რო­ბებ­ში ეს (პო­ლი­ტი­კუ­რი საქ­მი­ა­ნო­ბა) რთუ­ლია, მაგ­რამ შე­საძ­ლე­ბე­ლი. ყვე­ლა ჩრდი­ლო­კავ­კა­სი­ელ ხალხს აქვს დი­ას­პო­რა, ისი­ნი ისე­თი­ვე ჩერ­ქე­ზე­ბი, ჩეჩ­ნე­ბი, და­ღეს­ტნე­ლე­ბი არი­ან, რო­გორც კრემ­ლის ძა­ლა­უფ­ლე­ბის ქვეშ მცხოვ­რებ­ნი. მა­თაც აქვთ უფ­ლე­ბა ისა­უბ­რონ ხალ­ხე­ბის სა­ხე­ლით. თუ და­ეხ­მა­რე­ბით ასე­თი წარ­მო­მად­გენ­ლო­ბის შექ­მნა­ში, გაჩ­ნდე­ბა პო­ლი­ტი­კუ­რი სუ­ბი­ექ­ტი. სა­ჭი­როა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის დახ­მა­რე­ბა, ხალ­ხის მო­პა­ტი­ჟე­ბა. გვაქვს უამ­რა­ვი მა­გა­ლი­თი, რო­გორ მკვიდ­რდე­ბა დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ფა­სე­უ­ლო­ბე­ბი ტო­ტა­ლი­ტა­რულ რე­გი­ო­ნებ­ში. იგი­ვე მოხ­და სა­ქარ­თვე­ლო­შიც. სა­ჭი­როა ჟურ­ნა­ლის­ტი­კის სკო­ლა, სე­მი­ნა­რე­ბი, სა­ინ­ფორ­მა­ციო მუ­შა­ო­ბა.

მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, კავ­კა­სი­ე­ლე­ბი ერ­თმა­ნეთ­ში არ ავუ­რი­ოთ. ყვე­ლა ხალ­ხის მი­მართ მიდ­გო­მა ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი უნ­და იყოს. ჩერ­ქე­ზე­ბის­თვის, მა­გა­ლი­თად, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია დი­ას­პო­რა­ში ჩერ­ქე­ზუ­ლი მოძ­რა­ო­ბის სტრუქ­ტუ­რი­რე­ბა და კავ­კა­სი­უ­რი დი­ას­პო­რი­დან გა­მო­ცალ­კე­ვე­ბა.

ჩრდი­ლო კავ­კა­სი­ა­ში სა­ინ­ფორ­მა­ციო მუ­შა­ო­ბის­თვის ნა­ყო­ფი­ე­რი ნი­ა­და­გია – უბ­რა­ლოდ, სი­მარ­თლე უნ­და ილა­პა­რა­კო. მაგ­რამ სა­ქარ­თვე­ლოს წარ­მა­ტე­ბუ­ლი მუ­შა­ო­ბის მა­გა­ლი­თე­ბი აქაც არ გვაქვს. ავი­ღოთ ტე­ლე­არ­ხი ПИК, რო­მელ­შიც მო­რი­გი რე­ორ­გა­ნი­ზა­ცია მოხ­და. იმას, რაც გა­მო­ვი­და, კავ­კა­სი­ას­თან სა­ერ­თო არა­ფე­რი აქვს. ის რუ­სუ­ლი ოპო­ზი­ცი­ის ტე­ლე­არ­ხად გა­და­იქ­ცა. ეს შე­სა­ნიშ­ნა­ვია, მაგ­რამ კავ­კა­სია მა­ინც არაა.

რო­დე­საც ПИК-ის სა­ხე ქსე­ნია სობ­ჩა­კი ხდე­ბა, ის შე­იძ­ლე­ბა ძა­ლი­ან პო­პუ­ლა­რუ­ლი იყოს პე­ტერ­ბურ­გსა და მოს­კოვ­ში, მაგ­რამ კავ­კა­სი­ა­ში ასო­ცირ­დე­ბა პროგ­რა­მა Дом 2-თან, რო­მე­ლიც, ასე ვთქვათ, კავ­კა­სი­ურ ღი­რე­ბუ­ლე­ბებს ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა. სობ­ჩა­კი იგივ­დე­ბა კა­დი­რო­ვის სა­ინ­ფორ­მა­ციო მხარ­და­ჭე­რას­თან, რო­მელ­საც იგი ეწე­ო­და. ბო­ლოს და ბო­ლოს, იგი პუ­ტი­ნის ნათ­ლუ­ლია. ეს ნიშ­ნავს, რომ არ­ხი მოს­კო­ვი­სა და პე­ტერ­ბურ­გის სა­შუ­ა­ლო კლას­ზეა ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი და არა კავ­კა­სი­ა­ზე. არ­ხის თავ­და­პირ­ვე­ლი ამო­ცა­ნა კი და­ი­ვიწ­ყეს და ამას ყვე­ლა ხე­დავს.

მთა­ვა­რი სა­ექ­სპორ­ტო სა­ქო­ნე­ლი, მე­სი­ჯი, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს შე­უძ­ლია მი­ა­წო­დოს ჩრდი­ლო­ეთ კავ­კა­სი­ას და და­სავ­ლეთს, ხა­ვერ­დო­ვა­ნი რე­ვო­ლუ­ცი­ის, პოს­ტსაბ­ჭო­თა სა­ზო­გა­დო­ე­ბის ევ­რო­პის­კენ სვლის პა­თო­სია. და­სავ­ლე­თი სა­ქარ­თვე­ლოს მხარ­და­ჭე­რას იმ შემ­თხვე­ვა­ში გა­აგ­რძე­ლებს, თუ ის შე­ი­ნარ­ჩუ­ნებს იმ­პულსს, რომ დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ქვე­ყა­ნა გახ­დეს. თუ სა­ქარ­თვე­ლო ამას ვერ მო­ა­ხერ­ხებს, შე­ვარ­დნა­ძის დროს და­უბ­რუნ­დე­ბა. კი­დევ ერ­თი აღ­მო­სავ­ლუ­რი დეს­პო­ტია კი – აზერ­ბა­ი­ჯა­ნი ან თურ­ქმე­ნე­თი ნავ­თო­ბის გა­რე­შე, არა­ვის დას­ჭირ­დე­ბა. 

რაც შე­ე­ხე­ბა აფ­ხა­ზეთ­სა და სამ­ხრეთ ოსეთს. თბი­ლის­ში არ­სე­ბობს მო­საზ­რე­ბა, რომ მათ­თან მო­ლა­პა­რა­კე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლია, ვი­ნა­ი­დან ისი­ნი რუ­სე­თის კონ­ტროლ­ქვეშ იმ­ყო­ფე­ბი­ან. ეს აზ­რი მხო­ლოდ ნა­წი­ლობ­რივ არის მარ­თა­ლი. მო­ლა­პა­რა­კე­ბა მათ­თან, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ჯერ­ჯე­რო­ბით ვე­რა­ფერ­ზე მო­ხერ­ხდე­ბა, მაგ­რამ სა­უ­ბა­რი შე­საძ­ლე­ბე­ლია.

სა­უ­ბა­რი რა­ზე, თუ კონ­კრე­ტუ­ლი სა­კით­ხე­ბი ვერ გა­დაწ­ყდე­ბა?

სა­უ­ბა­რი გუ­ლის­ხმობს მო­მა­ვალ­ში შე­თან­ხმე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას. შე­იძ­ლე­ბა მსჯე­ლო­ბა ჰუ­მა­ნი­ტა­რულ სა­კით­ხებ­ზე. აფ­ხა­ზე­ბი მუდ­მი­ვად კონ­ფლიქ­ტის და­რე­გუ­ლი­რე­ბის რა­ღაც კონ­ცეფ­ცი­ებს წა­რად­გე­ნენ. შე­საძ­ლოა, ისი­ნი სა­ქარ­თვე­ლოს­თვის მი­უ­ღე­ბე­ლია, მაგ­რამ მათ­ზე სა­უ­ბა­რი შე­საძ­ლე­ბე­ლია.

თუნ­დაც იმა­ზე, რა­ტომ არის ისი­ნი მი­უ­ღე­ბე­ლი. ჩე­მი ნე­ბა რომ იყოს, მე­სა­მე ქვეყ­ნებ­ში ქარ­თულ-აფ­ხა­ზურ კონ­ფე­რენ­ცი­ას მო­ვაწ­ყობ­დი, სა­დაც მხა­რე­ე­ბი ერ­თმა­ნეთს პირ­ში ეტ­ყოდ­ნენ ყვე­ლა­ფერს, რა­საც ფიქ­რო­ბენ. აფ­ხა­ზებს მა­ღა­ლინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი ელი­ტა ჰყავთ, რო­მე­ლიც მარ­თლაც აც­ნო­ბი­ე­რებს იმ საფ­რთხე­ებს, რაც აფ­ხა­ზე­თის წი­ნა­შე დგას. ეს, პირ­ველ რიგ­ში, რუ­სი­ფი­კა­ცი­ი­სა და ის­ლა­მი­ზა­ცი­ის საფ­რთხე­ე­ბია.

აფ­ხა­ზუ­რი ელი­ტა აც­ნო­ბი­ე­რებს აფ­ხა­ზე­თის მარ­თლმა­დი­დე­ბელ ქვეყ­ნად შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბას. სა­უ­ბა­რი ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით მათ­თან შე­საძ­ლე­ბე­ლია. ისი­ნი, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, სა­ქარ­თვე­ლოს არ ენ­დო­ბი­ან, მაგ­რამ ეს­მით, რომ დრო სი­ნამ­დვი­ლე­ში მათ წი­ნა­აღ­მდეგ იმუ­შა­ვებს. მათ აქვთ მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის უნა­რი. თუ იმა­ზე ვი­სა­უბ­რებთ, რომ რუ­სე­თი ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბი­დან უნ­და გა­მოვ­დევ­ნოთ, ამის გა­კე­თე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია, თუ აფ­ხა­ზეთ­სა და სამ­ხრეთ ოსეთს სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­ტექ­სტში მო­ვაქ­ცევთ.

მაგ­რამ მიმ­დი­ნა­რე­ობს მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი ჟე­ნე­ვა­ში, სა­დაც მხა­რე­ე­ბი ერ­თმა­ნეთს რე­გუ­ლა­რუ­ლად ხვდე­ბი­ან…

ჟე­ნე­ვის მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი წმინ­და ფორ­მა­ლუ­რი მო­ე­და­ნია სა­სა­უბ­როდ. პრობ­ლე­მა შე­იძ­ლე­ბა გა­დაწ­ყდეს, თუ თბი­ლი­სიც და სო­ხუ­მიც ერ­თად წავ­ლენ ევ­რო­პის­კენ, სა­დაც რე­ა­ლუ­რად არ არ­სე­ბობს ში­და საზ­ღვრე­ბი. პრობ­ლე­მა ისაა, რომ ორი­ვე მხა­რე მე-19 სა­უ­კუ­ნე­შია ჩარ­ჩე­ნი­ლი. 21-ე სა­უ­კუ­ნე­ში შოტ­ლან­დი­ა­ში ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში სე­პა­რა­ტის­ტე­ბი მო­დი­ან, მაგ­რამ აზ­რად არა­ვის მო­უ­ვა, რომ სა­მე­ფო ავი­ა­ცია გლაზ­გოს და­ბომ­ბავს. ეს პრობ­ლე­მე­ბი სულ სხვაგ­ვა­რად წყდე­ბა…

რაც შე­ე­ხე­ბა სამ­ხრეთ ოსეთს, სა­უ­ბა­რი სა­ჭი­როა ჩრდი­ლო­ელ ოსებ­თან. რუ­სე­თის ძა­ლა­უფ­ლე­ბა ჩრდი­ლო კავ­კა­სი­ი­დან გა­ე­დი­ნე­ბა. არ­ცერ­თი სტრა­ტე­გი­უ­ლი ამო­ცა­ნა, რაც რუ­სე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ კავ­კა­სი­ა­ში და­ი­სა­ხა, არ არის გა­დაწ­ყვე­ტი­ლი. რუ­სუ­ლი ელი­ტა კრი­ზის­შია და ნა­თე­ლია, რომ ის უკ­ვე ვე­ღარ მო­აგ­ვა­რებს ვერ­ცერთ პრობ­ლე­მას.

რუ­სე­თი­სათ­ვის უმ­ჯო­ბე­სი იქ­ნე­ბო­და, ჩრდი­ლო კავ­კა­სი­ის­თვის რა­ი­მე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სტა­ტუ­სი შე­ე­თა­ვა­ზე­ბი­ნა, იმის ანა­ლო­გი­უ­რი, რაც რუ­სე­თის იმ­პე­რი­ის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში ფი­ნეთს ჰქონ­და. რუ­სე­თი სულ უფ­რო ნაკ­ლე­ბად შეძ­ლებს, იყოს მე­დი­ა­ტო­რი სხვა­დას­ხვა კონ­ფლიქ­ტე­ბის გა­დაწ­ყვე­ტა­ში. ოსე­ბი, ჩერ­ქე­ზე­ბი, ინ­გუ­შე­ბი, და­ნარ­ჩე­ნი ხალ­ხე­ბი სა­კუ­თარ მო­მა­ვალ­ზე ფიქრს იწ­ყე­ბენ. ეს მო­მა­ვა­ლი საკ­მა­ოდ რთუ­ლია – კავ­კა­სი­ა­ში ბევ­რი კონ­ფლიქ­ტი და წი­ნა­აღ­მდე­გო­ბაა.

ოსე­ბი ფიქ­რო­ბენ, რა ელით მო­მა­ვალ­ში. სა­ქარ­თვე­ლოს შე­სა­ნიშ­ნა­ვი ურ­თი­ერ­თო­ბა ინ­გუ­შებ­თან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი კო­ზი­რია. მით უმე­ტეს ახ­ლა, რო­ცა სამ­ხრეთ ოსე­თი რუ­სე­თის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს კერ­ძო დუქ­ნად გა­და­იქ­ცა და იქი­დან ყვე­ლა გა­იქ­ცა, ვი­საც შე­ეძ­ლო. ჩრდი­ლო­ეთ კავ­კა­სი­ას რა­ღაც ახა­ლი გა­რე სა­შუ­ა­მავ­ლო ძა­ლა სჭირ­დე­ბა. ასე­თი ძა­ლად, მა­გა­ლი­თად, შე­იძ­ლე­ბა იქ­ცეს თურ­ქე­თი, სა­ქარ­თვე­ლოს­თან და ევ­რო­კავ­შირ­თან ერ­თად.

ცხინ­ვა­ლის გა­სა­ღე­ბი ვლა­დი­კავ­კაზ­შია, სო­ხუ­მის – სო­ხუმ­ში, ბრი­უ­სელ­სა და ვა­შინ­გტონ­ში. აქ რა­ი­მე ქა­ღალ­დე­ბი­თა თუ კონ­ცეფ­ცი­ე­ბით საქ­მეს ვერ უშ­ვე­ლი. სა­ჭი­როა ახა­ლი ხალ­ხი და სი­ტუ­ა­ცი­ის რე­ა­ლუ­რად გა­აზ­რე­ბა. სი­ტუ­ა­ცი­ის გა­აზ­რე­ბა კი ერთ დღე­ში არ ხდე­ბა.

დი­დი ქვეყ­ნე­ბი სხვა სა­ხელ­მწი­ფო­ებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბას სა­უ­კუ­ნე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში სწავ­ლობ­დნენ. აღორ­ძი­ნე­ბის გზა­ზე მდგა­რი სა­ქარ­თვე­ლო სწავ­ლობს ისე­თი ნა­ბი­ჯე­ბის გა­დად­გმას, რაც სხვებ­მა დი­დი ხა­ნია გა­ა­კე­თეს. ამ გზა­ზე შეც­დო­მე­ბი გარ­და­უ­ვა­ლია. ადა­მი­ა­ნის­თვის სი­ა­რუ­ლის სწავ­ლა რთუ­ლია. ასე­ვეა სა­ხელ­მწი­ფოს­თვი­საც, რად­გან შეც­დო­მის ფა­სი სის­ხლია.

ეს კონ­ცეფ­ცია არა პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯი, არა­მედ იმის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლია, რომ ნა­ბი­ჯი შე­იძ­ლე­ბა გა­და­იდ­გას. ბავ­შვი უბ­რა­ლოდ ფეხ­ზე და­ა­ყე­ნეს, სი­ა­რუ­ლი კი თა­ვად უნ­და ის­წავ­ლოს. მაგ­რამ და­ცე­მის ფა­სი სა­ხელ­მწი­ფოს­თვის დი­დია – ის შე­იძ­ლე­ბა ვე­ღარც წა­მოდ­გეს. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია გვახ­სოვ­დეს, რომ ჩრდი­ლო­ეთ კავ­კა­სია არის რე­გი­ო­ნი, რო­მელ­ზეც სა­ქარ­თვე­ლოს არ­სე­ბო­ბაა და­მო­კი­დე­ბუ­ლი.

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...