planetanews Posted July 21, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted July 21, 2012 თურქეთის ჩრდილო-აღმოსავლეთში აფეთქებამ კირკუკ-ჯეიჰანის ნავთობსადენის მუშაობა შეაჩერა. წყვილი მილსადენიდან ერთ-ერთი სერიოზულად დაზიანდა, მეორე კი უსაფრთხოების მიზნით გადაიკეტა, ამიტომ ჩრდილოეთი ერაყიდან თურქეთში ნავთობის გადაქაჩვა შეწყდა.აფეთქება გუშინ გვიან, ქალაქ მიდიათიდან რამდენიმე კილომეტრის დაშორებით მოხდა. მას მსხვერპლი არ მოჰყოლია. მართალია, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს, მაგრამ ანკარაში ამ აფეთქებას საბოტაჟს უწოდებენ. აღსანიშნავია, რომ ქურთმა სეპარატისტებმა აღნიშნული ნავთობსადენი ადრეც ააფეთქეს და მისი მუშაობა რამდენიმე დღით შეაფერხეს.ნავთობსადენის “კირკუკი-ჯეიჰანი” სიგრძე 970 კილომეტრია. ის კირკუკის საბადოს თურქეთის ნავსადგურ ჯეიჰანთან აკავშირებს. ნავთობი თურქეთის ტერიტორიის გავლით ხმელთაშუაზღვისპირეთს მიეწოდება. View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts