planetanews Posted July 21, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted July 21, 2012 ##image#10094#0#ირანი იმპორტისა და ექსპორტის დროს ვალუტის გადაცვლის სამდონიანი კურსის გამოყენებაზე გადადის.ირანის პარლამენტის ეკონომიკური კომიტეტის ხელმძღვანელის განცხადებით, პირველადი მოხმარების საქონელის შეძენა შესაძლებელი იქნება ოფიციალური გაცვლითი კურსით – 12 260 რიალი ერთ დოლართან მიმართებაში.კაპიტალის შემთხვევაში, ერთ დოლართან მიმართებაში კურსი 15 ათასი რიალი იქნება, ხოლო თუ საქმე ფუფუნების საგნებს შეეხება (მაგალითად, ავტომობილს), თავისუფალი კურსი იმოქმედებს, რომელიც უკანასკნელ ხანებში ერთი დოლარისთვის დაახლოებით 19 100 რიალს შეადგენდა.ცოტა ხნით ადრე, ირანის ცენტრალურმა ბანკმა განაცხადა, რომ უცხოური ვალუტის შესყიდვა ხუთ კატეგორიად დაიყოფა, პრიორიტეტების მიხედვით.გასულ კვირას თეირანის სავაჭრო პალატის წევრმა მოჰამად ნაჰავანდიანმა განაცხადა, რომ ვალუტის მრავალდონიანი კურსის წინააღმდეგია, რადგან ეს კანონით აკრძალულია. ეკონომიკის ექსპერტები ასევე აცხადებდნენ, რომ ეს წესი, შესაძლოა, ბოროტად გამოიყენონ.ირანის ეკონომიკა საერთაშორისო სანქციების წნეხის ქვეშაა. რიალმა დოლართან მიმართებაში ვარდნა ზამთარში დაიწყო და უკანასკნელი ექვსი თვის მანძილზე ღირებულების 40% დაკარგა. View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts