Jump to content
Planeta.Ge

ბლოგერების სახლი: ეს საოცარი თვეები....


Recommended Posts

ეს საოცარი თვეები….

    ნაწილი  I

 

იანვარი- კალენდარული წლის პირველი თვეა.  სახელწოდება მომდინარეობს რომაელთა ორსახოვანი ღმერთის იანუსის სახელიდან. რომაულ მითოლოგიაში იგი ითვლება დროის, კარის,  ყოველივე დასაწყისისა და დასასრულის, ყველა საქმის წამოწყების ღვთაებად.  თავდაპირველად იანუსს  მიიჩნევდნენ ცისა და მზის ღვთაებად. უძველესი დროიდან მოყოლებული ზეიმობდნენ იანუსის სახელობის თვის დასაწყისს. ამ დროს იანუსს თეთრ ხარს სწირავდნენ. იანუსი გამოისახებოდა ორსახოვან მამაკაცად. მას ერთი სახე წარსულისაკენ ჰქონდა მიმართული, მეორე მომავლისაკენ. ძველ გამოსახულებებში იანუსს ორივე სახე წვერით ჰქონდა დაფარული. შემდეგდროინდელ გამოსახულებაში კი ერთი სახე ყმაწვილისა ჰქონდა, მეორე- მოხუცისა. საქართველოში წლის დასაწყისად 1 იანვარი მეათე საუკუნიდან შემოიღეს. ძველი ქართული წარმართული კალენდრის მიხედვით ამ თვეს აპანი, აპნისი ერქვა.

 თებერვალი -კალენდარული წლის მეორე თვეა. ძველ რომაულ მითოლოგიაში ფავნუსიიყო ტყვეთა და მინდორთა, მწყემსთა და  ფარათა მფარველი ღვთაება. როგორც ფარათა მფარველს, მას ლუპერკუსსაც (მგელთა გნმარიდებელს) უწოდებენ. ამ  ღვთაების პატივსაცემად მსხვერპლშეწირვის დღეს განწმენდის რიტუალი იმართებოდა. ლუპერკალიების დროს მსხვერპლად სწირავდნენ თხებსა და ვაცებს. სამსხვერპლოს წინ მდგარ ორ ყმაწვილს  ქურუმები - ლუპერკალიები- შუბლზე მიადებდნენ სისხლიან სამსხვერპლო დანას, შემდეგ სისხლის ლაქას რძით გაჟ-ღენთილი  შალისთ წმენდნენ. შეწირულ ცხოველთა ტყავისაგან კი ქამრებს -ფებრ-უებს- და წინსაფრებს ამზადებდნენ. ქამრებს ხელში დაიჭერდნენ, წინსაფრებს ჩა-მოიფარებდნენ და ქურუმები ტაძრიდან გამოცვივდებოდნენ. თუკი ვინმე წინ შეეჩე-ხებოდათ, ქამრებს დასცხებდნენ. გათხოვილი უშვილო ქალები სიამოვნებით ეცემი-ნებოდნენ ხოლმე, რადგან ლუპერკალიების ქამრებს ფებრუა ერქვა და ეს განწმენდის რიტუალი  კი ფავნუსის პატივსაცემად იმართებოდა. ფიქრობენ, რომ თებერვალის სახელწოდება  ამ დღესასწაულთან უნდა იყოს დაკავშირებული. ძველი ქართული წარმართული კალენდრის მიედვით თებერვალს სარწყუნისი ერქვა, ხალხ-ში მას  მას განცხადებისთვესაც  ეძახდნენ.

   მარტი  კალენდარული წლის მესამე თვეა. ამთვეს სახელიეწოდა ძველ რომაელთა  ერთ-ერთი უდიდესი ღმერთის მარსის პატივსაცემად. იგი ომის ღვთაებად ითვლე-ბოდა. ძველი რომაელები მიიჩნევდნე მას  რომის ლეგენდარული დამაარსებლის რემუსის და რომულუსის მამად, ამოტომ რომაელებს მარსი თავის მამადაც მიაჩნ-დათ. მარსის მთავარ ატრიბიტად ციდან ჩამოვარდნილი ფარი ( ანცილი) ითვებოდა. მისდამი მიძღვნილი დღესასწაულების დროს  ქურუმები აწყობდნენ რიტუალს და  ფარი საზეიმო სვლით ქალაქში გამოჰქონდათ. მარსის პატივსაცემად   იმ თვეს როცა მისდამი  მიძღვნილი დღესასწაულები იმართებოდა მარსის (მარტის )სახელი უწო-დეს. ძველი ქართული წარმართული კალენდრით ამ თვეს მირკანი, მიჰრაკანი ერქვა.

   აპრილი კალენდარული წლის მეოთხე თვეა. სახელწოდება  წარმოსდგა სიტყვიდან - აპერირე , რაც ლათინურად გახსნას ნიშნავს.  ამ თვით იწყებოდა რომში  გაზაფხუ-ლი . ძველი ქართული წარმართული კალენდრით აპრილს იგრიკა ერქვა.

  მაისი - კალენდარული წლის მეხუთე თვეა.  სახელწოდება მომდინარეობს  ძველ იტალიელთა მიწის ქალღმერთისმაიას სახელიდან.  მისდამი მიძღვნილი დღესას-წაულები მსხვერპლშეწირვა გაზაფხულზე, ბუნების გაღვიძებასთან  დაკავშირებით  იმართებოდა. მაისს ძველად  ვარდობისა ერქვა.

   ივნისი- კალენდარული წლის მეექვსე თვეა. სახელწოდება მომდინარეობს ძველ რომაელთა მითოლოგიური ქალღმერთის  იუნონას  სახელიდან. იგი თავდაპირ-ველად წვიმის , მოსავლისა და გამარჯვების მომნიჭებელ ქალღმერთად ითვლებო-და. მოგვიანებით იუნონა ქალთა მფარველ ღმერთად აღიარეს და ბერძნული მითო-ლოგიის ქალღმერთთან ჰერასთან გააიგივეს. ცისა და ღმერთების დედოფალი იუნონა შემდეგ ქორწინებისა და ნაყოფიერების ღვთაებად აღიარეს.  ძველი მითოლო-გიის მიხედვით იგი იუპიტერის ცოლო იყო. იონონას მაღალ, ლამაზ,  მკაცრ ქალად წარმოსახავდნენ. ძველი ქართული კალენდრის მიხედვით ამ თვეს მარიალისა ერქვა, ხალხში ივანობისთვეს, თიბათვეს ეძახდნენ.

 

კატეგორიები:

 

განათლება

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...