Jump to content
Planeta.Ge

ბლოგერების სახლი: ამონარიდები საკუთარი ავტორომანიდან


Recommended Posts

ჩემ, სველ, აივანს ისევ ასდის თამბაქოს კვამლი.. როგორც სიყვარულს არ შეუძლია დათმოს გრძნობები ისე აივანს ვერ სცილდება სამარადჟამოდ გაჟღენთილი სუნი სიგარის... წვიმის დროს უფრო მიყვარდება.. ვსევდიანდები! შუაღამისას დაიწყო წვიმა!.. ანაზდად! ფოთლებისგან განძარცვულ ხის ტოტებს, ცეცხლის ალი რომ არხევსხოლმე აქეთ-იქით ანაზდად! ერთ დღეს (ზღაპარში) გამეღვიძა.. საეჭვოდ სასიამოვნო სიმშვიდე იყო!.. ისე მსუბუქად დადიოდა ყველა.. მეც ვუღიმოდი.. მხოლოდ იმ დღეს აღმოვაჩინე, რომ თევზებიც იღიმიან და როგორც ჩვენ, მათაც აქვთ გარშემო ბიოველი.. ოღონდ ეკოლოგიურად სუფთა! ყოველგვარი კონსერვანტების გარეშე! ძალიან მომინდა ერთი წუთით მაინც გავმხდარიყავი ოკეანეში მოცურავე ერთ-ერთი თევზი.. უარი ვთქვი! ცურვა არ ვიცი! შემეშინდა..... კარგი! გაგიმხელთ!.. ერთხელ თევზებს შევეჯიბრე გაღიმებაშ.. ისინი ისეთი ჰარმონიულები არიან.. დაძაბულობის გარეშე.. ლაღები! მაჯობეს.. არ მიყვარს ჯიბრი და მითუმეტეს გაჯიბრება! მომბეზრდა გაზით გამომშრალი ჰაერის სითბო! სიცივე უფრო მათბობს! ღრმად ვსუნთქავ და ვგრძნობ როგორ გადის ჰაერი სასულეში, ბრონქებსა და ბრონქიოლებში.. ვგრძნობ, როგორ მატულობს გულმკერდის მოცულობა ჩასუნთქვისას და პირიქით.. თოვლილით სისპეტაკე მომინდა კვლავაც! გაივლის წლები და ისევ იცოცხლებს დღიურები ანე ფრანკისა! და თუ ოდესმე ჩემ ყუთს ნახავ სახსოვრებისას... აღმოაჩენ თუ რამდენი რამ მომიძღვნია შენთვის.. სიძულვილი და სიყვარულიც, გრძნობებიც, სითბოც, ბევრი ურითმო სტრიქონები ლექსები ვითომ! ეს მონატრებაც მიჩუქნია და ამდენიხნის სიყვარულსაც გჩუქნი სამარადჟამოდ!.. გაივლის წლები და..... თუ ისრები საათისა დაეწევა ერთმანეთს მე მოვალ შენთან და გეტყვი, რომ მე ოთხიათას სამასოთხმოცი დღე ვფიქრობდი შენზე.. სათაურს ბოლოს დავწერ: აბსურდული ფიქრები, უკვე მერამდენე!..

------------------------------------------------

შემოდგომაზე იყვავილა! ეს ფრაზა ამეკვიატა დღეს!.. დღეს ძალიან ბევრი ვიარე.. ფოთლებზეც ვიარე! სილამაზე გავთელე და ვეთამაშე! მინდოდა მხოლოდ მეფიქრა თუმცა ვიწყებდი თუ არა ფიქრს, ფიქრი არ ვითარდებოდა.. ჩემი ფიქრი წარსულია, წარსული მბეზრდება! ზოგადად ძალიან მალე მბეზრდება.. თუმცა საზღვარზე მეტად ერთგული ვარ! ერთგულება არ მბეზრდება! დღეს საკუთარ თავსაც ვპაპარაცობდი.. იცი რა საინტერესოა? ძალიან! რა ხანია ფურცლებთანაც არ მიმეგობრია! არადა პირობა დავდე ავტორომანს გავაგრძელებთქო! პირობას ყოველთვის ვასრულებ! ჩემ ავტორომანს ასე ქვია: ბედნიერი ვარ სევდიტ, ანუ აბაზანაში დუშის ქვეშ წვიმს!.. შენთვის დამითმია..

 

--------------------------------------

ბოლოს რა მითხრა ვერ გავიგონე... თავი დავხარე და ვიგრძენი, სწორედ ისე გამეღიმა, როგორ ღიმილსაც ვეძებდი ამდენ ხანს.. ჭეშმარიტად ვიღიმოდი.. იმის გამო, რომ თავი დახრილი მქონდა მხოლოდ ასფალტმა გაიზიარა ჩემი გაღიმება გულწრფელად!..იმ წამს, იმ წუთმა ყველაფერი შეცვალა.. უფალს გავუღიმე და სარკმელიდან ძალიან ლამაზ ნაძვის ხესაც! მერე მხოლოდ მე ვიყავი და სამყარო.. სხვა არავინ!.. სულ ვიღიმოდი.. ვუღიმოდი შენობებს, ზეცას.. ხეებს.. ფოთლებს ეცინებოდათ ჩემზე.. მანქანებსაც ვუღიმოდი.. კენჭებსაც და მიწისქვეშა გადასასვლელსაც გავუღიმე უნებურად.. ისინი მისმენდნენ!!ბუნკერსაც გავუღიმე და სრულიად თავისუფლებას(მოედანს) მივუძღვენი ჭეშმარიტი ღიმილი, ლოყების ტკივილამდე გაღიმება! საათს ავხედე.. ვერ აღვიქვი დრო! მაშინ ჩემთვის დროს მნიშვნელობა არ ჰქონდა.. ჩემთვის გაღიმების დრო იყო.. გაჩერებაზეც გაღიმებული ვიდექი და მძღოლსაც გაღიმებულმა დავუქნიე ხელი.. შემრცხვა.. მძღოლის! ღიმილში სასირცხვილო განა რამ იყო?!ჩქარი ნაბიჯით ამოვირბინე სახლში! მინდოდა მომესწრო და მეც დამენახა დიდ სარკეში გაღიმება! როგორც იქნა დავინახე, როგორი იყო ჭეშმარიტი ღიმილი.. ახლაც ღიმილით ვწერ.. სწორედ ისეთი ღიმილით, როგორითაც გამეღიმა "მაშინ" გულში! მაშინ გულმაც გაღიმების ფორმა მიიღო..უნებურად მეღიმება ახლაც!მე მომწონს ღიმილი -)))რა კარგიააა.........................გაიღიმეთ თქვენც, ჭეშმარიტად!

 

----------------------------------------------

მომენატრე.. რაღაც სხვანაირად, ჩემებურად მომენატრე! მომენატრე ყაზბეგივით და შუა აგვისტოში აგიზგიზებული ღუმელივით მომენატრე კოკისპირულ თავსხმა წვიმაში.. სიყვარულით მომენატრე და მონატრებით მიყვარხარ! მერე რა რომ ფუღურო ხესავით ჩემ სულსაც ყავს ჭია-მატლი, მაგრამ ხე ხომ ფესვებიდან იზომება!.. არ მინდა სიკვდილი, ალბათ გულის აჩქარებაც მომეჩვევა.. თოვლი ხომ წმინდა, სპეტაკია, ჩემსავით !.. ტალახში ამოსვრილი გუნდა სახეზე მომხვდა.. რეალობა ჩემი ცხოვრების სხვა ყოფილა, სულ სხვა! არარეალურ სამყაროში ვცხოვრობთ მე და ჩემი გარდაცვლილი შიოლა!..

 

-------------------------------------------

შუა ვერაზე, ერთ სინათლეჩამქრალ ოთახში, მანქანების ხმაური არ კმარა და clubshow_ს გჰგჰ ხუმრობები 15სანტიმეტრით გაღებული კარიდან ისმის.. ბედის ირონიის მეორე ნაწილს გავს, ჩემი რეჟისორობით! ჩემი სული ჰარმონიით ჩაესვენა საწოლზე მდებარე მძორში და მეც ალბათ ადამიანს დამიძახებენ ხვალ ცოდვილები! მკერდამდე ემოცია და ემოციის დასახარჯად რუსთაველის თეატრის წინ სირბილი რაღაც უცნაურს გავს.. თუმცა არა! ის შეუდარებელია, როგორც ორი მეგობარი დუმბაძის სახელობის თეატრის წინ, კიბეებზე ჩამომსხდარი, პლეხანოვზე! ო, რა მშვენიერია სამყარო ფერადი სათვალით, რომელიც მზის სხივს კი არ აკავებს, პირიქით, თვალის წვრილ კაპილარებში აყივლებს სისხლს! იმიტომ არ მძინავს, რომ მღვიძავს! ბალიშში ჩატენილი ბუმბულები ღრიჭინით ძილისწინ სამღერს მიგალობენ.. იავნანაო, ანუ ია ნანაშიო, რუსულად ასე ჟღერს! არაერთხელ მითქვამს: ** *** *********................ ღამემშვიდობის ჩემო! 2009წ. 

-----------------------------------------------

სულაც არ მინდა დაგემშვიდობო, თუმცა სახეზე არ მიტოვებ ღიმილისათვის სულ მცირე ადგილს! თან სწორედ ახლა როცა მთვარეზე თოვლი მოსულა და საგუნდაოდ მეძახიან ჩემიანები (ვარსკვლავები).. არა! არ ამოისუნთქო, პირიქით ღრმად ჩაისუნთქე და ერთ ამოსუნთქვას მიუძღვენი ეს სტრიქონები: მიყვარხარ, როგორც შეიძლება შეიყვაროს ახალშობილი წუთის წინ გამხდარმა დედა, როგორც შეიძლება შეიყვაროს ცოდვილი ღმერთმა, როგორც მხატვარს უყვარს ფუნჯი და როგორც დიდ გალაკტიონს უყვარდა მერი! ნუ გამიღიმებ თუ ღიმილს არ გგვრი, ტყუილი ხომ ყველაზე მეტად არ გიხდება, ჩემო! იცი, ახლა ვისურვე რომ პეპელა ვყოფილიყავი... სულ შენს გვერდით ვიფრენდი და გავაფრენდი, მე ხომ ახლაც ვაფრენ... თუმცა განსხვავებულად.. ფრაზებს ვაფრენ! ნუ დამივიწყებ, მაშინაც კი როცა სულ ყველას დავავიწყდები და მხოლოდ ჩემი სიტყვებიღა იფრენენ, ხან ღრუბლიანი, ხანკი ცისარტყელიანი ცისკენ! მე სურვილი არა მაქვს რა, მხოლოდ ერთისა: ..................... გვიყვარდეს! ................ 2009

 

კატეგორიები:

 

ხელოვნება / ლიტერატურა

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...