Jump to content
Planeta.Ge

ბლოგერების სახლი: რატომ არ ეკითხებიან ხელმძღვანელები ჭკუას თავის თანამშრომლებს


Recommended Posts

ხშირად მიფიქრია იმაზე, რატომ არ ვეკითხები ჩემს თანამშრომლებს ჭკუას, სანამ რაღაც მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას მივიღებ. პირველივე პასუხი, რაც თავში მომდის ის არის, რომ თითქოს ამდენი დრო არ მაქვს, რათა გადაწყვეტილების მიღებამდე, გამოკითხვები და დამატებითი კონსულტაციები ვატარო. თუმცა, მერე, როცა ვხვდები, რომ მაშინაც კი, როდესაც ეს კონსულტაციები გადაწყვეტილების ხარისხს მნიშვნელოვნად არ ზრდის (არადა ყოველთვის ზრდის), მინიმუმ მათი განხორციელების დრო ხომ მაინც მცირდება მნიშვნელოვნად და შესრულების ხარისხიც მატულობს. ვხვდები, რომ ასეთ ქცევას რაციონალური საფუძველი არ აქვს და პრობლემა უფრო ემოციურ, მენტალურ ბარიერებშია, ვიდრე ლოგიკურში და რაციონალურში.

 

როგორც ჩანს, საქმე იმაშია, რომ ხელმძღვანელებს გვეშინია ჭკუის კითხვით ავტორიტეტი არ დავკარგოთ თანამშრომლების თვალში, არ ვაფიქრებინოთ მათ, რომ არაფერი არ შეგვიძლია მათ გარეშე, არ გვინდა, რომ ჩვენი წარმატების განცდა დავიკნინოთ და მისი თანაზიარი გავხადოთ ვინმე. ხომ შეიძლება მართლა ძალიან ღირებული გვირჩიოს ვინმემ რამე და სწორედ ის გახდეს წარმატების საფუძველი.

პრინციპიში არის ალბათ ამაში რაღაცა ლოგიკურიც, თუ ჩვენ ერთხელ ძალიან რთულ სიტუაციაში აღმოვჩნდებით და რომელიმე ერთ თანამშრომელს ვთხოვთ გვირჩიოს რამე, ის გვირჩევს, ჩვენ გავაკეთებთ ასე და გამოვალთ ამ მდგომარეობიდან დიდი ალბათობით. ამის შემდეგ ის ადამიანი წავა და მთელ ქვეყანას მოსდებს, რომ ჩაფლულები ვიყავით ბოლომდე და ვერ გამოვიდოდით მისი დახმარების გარეშე ამ მდგომარეობიდან. სამწუხაროდ, ალბათ მეც და ადამიანების უდიდესი ნაწილი ასეთ დროს სწორედ ასე ვიქცევით. ალბათ ქვეცნობიერად ამის შიშიც გვაფერხებს, სანამ თანამშრომელს რაღაცას ვკითხვათ.

მაგრამ რეალურად, თუ ამას არა მხოლოდ მაშინ ვაკეთებთ, როცა ყველაზე მეტად გვიჭირს, და არა მხოლოდ ერთ თანამშრომელს ვეკითხებით რჩევას, არამედ ყოველთვის, ყოველ დღე ვცდილობთ დავეკითხოთ მათ, სანამ რაღაცა მნიშვნელოვან ან მეტ ნაკლებად მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას მივიღებთ, მაშინ ადამიანები ხვდებიან, რომ ეს მართვის სტილია ასეთი. ხვდებიან, რომ ჩვენთვის ის, რომ საქმე გამოვიდეს, ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ის, რომ ჩვენ გავაკეთოთ და ჩვენს სახელს მიეწეროს ყველა ღირებული იდეა. ასეთ დროს ადამიანები ბევრად უფრო მონდომებულები და ჩართულები ხდებიან, რჩევებსაც გვაძლევენ და მათი განხორციელების საქმეშიც ბევრად დიდი მონდომებით ერთვებიან.

 

მომზადებულია საკონსულტაციო კომპანიის სინერჯი ჯგუფის სპეციალისტების მიერ;

წყარო : insight.ge

 

პოსტის სურათი:

 

http://www.blogger.ge/sites/default/files/A%20Synergy%20Insight%20Logo%20-%20GEO_56_1.jpg

 

ტეგები:

 

რატომ არ ეკითხებიან ხელმძღვანელები ჭკუას თავის თანამშრომლებს

 

კატეგორიები:

 

ბიზნესი

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...