Jump to content
Planeta.Ge

ბლოგერების სახლი: პოსტმოდერნული ქველმოქმედება


Recommended Posts

ქველმოქმედება და მოყვასისადმი დახმარების სურვილი, ადამიანის ცხოველებისგან განმასხვავებელი ერთ-ერთი მთავარი ნიშანია. თავის მხრივ არც ცხოველთა სამყარო განიცდის ამ ფენომენის ნაკლებობას, ისინიც უზიარებენ ერთმანეთს მოპოვებულ საჭმელს. ინსტინქტების დონეზე, გონის დაუხმარებლად. თუ ადამიანის განმასხვავებელი ნიშანი ცხოველებისგან მისი გონიერებაა. შესაბამისად მას შეუძლია, რაციონალურად განსაზღვროს, მისი ირაციონალური სურვილი იყოს ქველმოქმედი. სიკეთის ქმნაც, ხომ უმრავლეს შემთხვევაში აქტია, როდესაც ვცდილობთ დავანახოთ სხვას, რომ მათზე უკეთესნი ვართ. თუ მიზანი პირველი ფაქტორია, მაშინ რატომ ვიყენებთ მას უმეტეს შემთხვევაში მეორე მიზნის მისაღწევად?

დღევანდელ ბლოგ პოსტში მსურს ვისაუბრო ქველმოქმედების იმ ფორმებზე რომლებიც დღევანდელ საქართველოში გვხვდება. მსურს ვიმსჯელო თემაზე: ვართ თუ არა რაციონალურად ქველმოქმედები . გვაინტერესებს თუ არა ჩვენს მიერ გაღებული თუნდაც მიზერული ოდენობის თანხა, რეალური პრობლემის მოგვარებას ხმარდება თუ არა. თუ უბრალოდ ინსტინქტების დონეზე სხვათა დასანახად ჩავდივართ სიკეთეს.

განცდა იმისა, რომ სიკეთეს ვაკეთებ, თავის მხრივ არის კი უკვე იმ სახის სიკეთე, რასაც სხვადასხვა რელიგიები წმინდა წიგნების მეშვობით გვასწავლიან?

ადამიანის ბუნებიდან გამომდინარე შეუძლებელია გააჩნდეს მას სურვილი, გაიღოს მისი შრომით მოპოვებული თანხა,სრულიად უცნობი ადამიანებისთვის, თუ არა ისევ საჯარო სივრცეში სხვათა დასანახად. მხოლოდ ერთადერთი მიზნით , საკუთარი პატივმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად. მით უფრო თანამედროვე საქართველოში ადამიანთათვის გაღებული თანხაც, არც თუ ისე ხშირი ფენომენია. ჩვენ ძალიან იშვიათად ვეხიდებით ერთმანეთს. და თუ ვეხიდებით თუნდაც ყველაზე რთულ მდგომარეობაში , ანალოგური დახმარების მოლოდინი გვაქვს მათგანაც. ალბათ არც ერთი ქართული ოჯახისთვის არ არის უცხო ფენომენი, რვეული სადაც აღნუსხულია ის თანხა რაც გაიღეს ჩვენმა ნათესავებმა, ახლობლება ,მეზობლებმა, ქელეხის სუფრაზე. რაც მოვალეობას გვიჩენს, ანალოგიურ სიტუაციაში მათდამი არსებული "ვალის გასტუმრების".

 

ქველმოქმედებისას თუ მიზანი ღმერთისაგან მიღებული წყალობაა, შესაბამისად მათ ვინც მორწმუნეს უწოდებენ თავს, მოყვასის ნაცვლად ღმერთს წირავენ თანხას. მსხვერპლშეწირვა კი უსისხლოდ მატერიალური ფორმით ხდება. წარმართული რიტუალი მოდერნიზებულ ფორმებს იღებს. ღმერთი კი, amazon.com არ არის, შეკვეთა მისცე და სურვილები გამოიწერო.

ქველმოქმედებას ჩვენში პირველ რიგში პროპაგანდის ფუნქცია აქვს. იცით რა ღირს პრაიმ-ტაიმში გაშვებული რეკლამა ტელევიზიით თვეების განმავლობაში? ეკლესია თუ არ აშენდებოდა ამ თანხად, გარკვეული საძირკველი მაინც ჩაიყრებოდა, შესაბამისად მუდმივად აღარ მოუწევდათ შეხსენება ტელევიზიების , გაზეთების, ჟურნალების, ბილბორდების, მაღაზიებში არსებული ყულაბების მეშვეობით , რათა დავერწმუნებინეთ, გაგვეღო 1 ლარი და გადაგვეგზავნა ესემესი მითითებულ ნომერზე, მომავალი თაობებისთვის. რაც პირადად მე ინდულგენციებით ვაჭრობის პოსტმოდერნულ ფორმას მაგონებს.

მომავალი თაობისთვის სოფელ ჭრებალოშიც თავისუფლად შეგვიძლია ავაშენოთ სკოლა. რითიც შევძლებდით ბავშვები გამოგვეყვანა იმ მძიმე სოციალური ყოფიდან, რასაც თითქმის მეფის რუსეთის დროს აგებული სკოლებში სწავლისას განიცდიან. ასეთები კი მრავლადაა ჩვენს ქვეყანაში. სკოლები, სადაც თუნდაც მხოლოდ 10 მოსწავლე სწავლობს. და თუ თქვენ თვლით რომ სკოლის შენება სახელმწიფოს მოვალეობაა , ანალოგიურად შეგვიძლია ვიფიქროთ რომ ეკლესიის მშენებლობაც საპატრიარქოს მოვალეობაა. მაშინ რატომ არ ვაგროვებთ თანხას სკოლების ასაშენებლად და ვაშენებთ ეკლესიებს?

ან სულაც როდესაც ქუჩაში მათხოვარ ბავშვს ვეხმარებით. ჩავდივართ კი სიკეთეს? ერთჯერადი აქტით, რომელსაც ჩვენი პატივმოყვარეობის გამო უფრო ვაკეთებთ ვიდრე ამ ბავშვისადმი დახმარების სურვილით. ჩვენ რეალურად რომ გვსურდეს მათი დახმარება , არ გავრყვნიდით მას. 6-7 წლის ასაკში ფულის იოლად შოვნას არ დავაჩვევდით. დავინტერესდებოდით მისი გარემოთი და ვეცდებოდით თუნდაც მცირედით შეგვეცვალა მისი ცხოვრება. შეუძლებელია მან მომავალში შრომა ისწავლოს, შეუძლებელია მან ოდესმე მშობლის ძალადობას დააღწიოს თავი. თუკი დააკვირდებით მათხოვრებს, თავისუფლად მიხვდებით რომ ხშირ შემთხვევაში, ორგანიზებული ფორმის სოციალური როლია და გარკვეული ჯგუფები მათ ამუშავებენ, მათ შორის ამ ბავშვებს. და არის კი ქველმოქმედება კრიმინალისთვის ხელის შეწყობა? რატომ არავინ ფიქრობს ბავშვის უფლებებზე, როდესაც მეტროში მუხლებზე დაჩოქილს ხედავს მათ? ნუთუ ფარატინა ქაღალდია მხოლოდ ბავშვთა უფლებათა დეკლარაცია. თუ გგონიათ რომ ამ ბავშვს ოდესმე დაავიწყდება, რომ მეტროში მუხლებზე მდგარი ეხვეწებოდა ხურდას ადამიანებს. და ჩვენ ქვაში ვიხდიდით იმ ფულს, რომელსაც ამ ბავშვების მომავალი შეგვეძლო შეგვეცვალა.

ცალკე თემაა ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობა. რომელიც უმრავლეს შემთხვევაში ერთჯერადი პიარის ეფექტზეა დაფუძლებული. როდესაც ქველმოქმედებაში რაციონალურობისა და ქველმოქმედების სწორი მენეჯმენტის შემთხვევაში, ბიზნესისთვის დადებითი იმიჯის ფორმირება ხდება, ამავე ადამიანური ბუნებიდან გამომდინარე და ისეთივე მერკანტილური მოტივებით. პირდაპირ აისახება მის იმიჯსა და შემოსავლებზე. მაშინ როდესაც ვიცი, რომ ნატახტარის ლიმონათის შეძენის შემთხვევაში, ჩემს მიერ გადახდილი თანხიდან 1 თეთრი საქველმოქმედო ფონდში ირიცხება, რომელიც მზრუნველობამოკლებულ ბავშვებს ეხმარება. რომლებსაც 18 წლის შესრულების შემდეგ, ბავშვთა სახლების დატოვება უწევთ, და ცდილობებ გაუმარტივონ მათ საზოგადოებაში ინტეგრაციის პროცესი. მათი საჭიროებების შესწავლის და მათი ინტერესების გათვალისწინების შემდეგ . მაღაზიაში არჩევანის შემთხვევაში , დიდია ალბათობა რომ მისი შეძენა გადავწყვიტო. მაშინ როდესაც შესაძლოა სრულებითაც არ გამახსენდეს ახალ წელს რუსთავი 2 ის ეთერში გასული სიუჟეტი როგორ ჩაუტანეს საშუბაოდ ან სააღდგომოდ ამავე ბავშვებს X კომპანიიდან ტკბილეული. ბიზნესი პირველ რიგშია ანგარიშვალდებული დაეხმაროს საზოგადოების მოწყვლად ჯგუფებს , რადგან ბიზნესისთვის შემოსავლის წყარო სწორედ საზოგადოებაა. და თუ უმარტივებ მათ პროცესს გახდნენ თანამონაწილენი ქველმოქმედებაში, ურთიერთსარგებლის მომენტი იზრდება.

შეუძლებელია სახელმწიფოს, ბიზნესისა და მოქალაქეების ქველმოქმედებამ შედეგი გამოიღოს თუკი სწორი მიზნები არ არის დასახული . და ეს სამი რგოლი ერთმანეთის იმედად არის. ანუ თუ მე ვთვლი რომ სახელმწიფო სოციალურ დახმარებებს გასცემს და ქველმოქმედება მე აღარ მეხება , თუ მე ვთვლი რომ ბიზზნესი ჩემს მაგივრად უნდა ეხმარებოდეს სხვებს და მე მხოლოდ პასიური დამკვირვებელი უნდა ვიყო შეუძლებელია რაიმე ფორმით პრობლემების მოგვარებაზე ვიფიქროთ. ადამიანთა ერთობას თუნდაც მცირე თანხის გაღებით შეუძლიათ ბევრი კეთილი საქმე აკეთონ .

 

პოსტის სურათი:

 

http://www.blogger.ge/sites/default/files/angel.jpg

 

კატეგორიები:

 

საზოგადოება

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...