planetanews Posted July 14, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted July 14, 2012 მოთხრობა -ჰაკი აძბას- მთავარი გმირების პროტოტიპები ნიკოლოზ ემუხვარი(უჯუშ ემხა) და სმელ ბადია (ჰაკი აძბა)აფხაზეთის მკვიდრები იყვნენ,გემს კი რომელიც მოთხრობაში -კრეისერი შმიდტის- სახელითაა ცნობილი სინამდვილეში-დაკია- ერქვა.გემი 1918 წლის თებერვალში სურსათისა და მტკნარი წყლის მოსამარაგებლად შემოვიდა სოხუმის პორტში. ქალაქის ქუჩებში სასეირნოდ გასული მეზღვაურები ,უეცრად აფხაზთა ასეულის პორუჩიკს,ნიკოლოზ ემუხვარს გადაეყარნენ და ოფიცერს სამხრეების მოხსნა უბრძანეს.ემუხვარმა ბრძანება არ შეასრულა,გაგულისებულმა მატროსებმა თავად დააპირეს ოფიცრისთვის სამხრეების ჩამოგლეჯა,ამის პასუხად კი ემუხვარმა ერთი მატროსი მოკლა,მეორე დაჭრა და მიიმალა.(ნიკოლოზ ემუხვარს ფიზიკური ნაკლი ჰქონდა ,მარცხენა ხელს ვერ ხმარობდა.)მომხდარმა ქალაქში არეულობა გამოიწვია ,სოხუმელმა ბოლშევიკებმა ამით ისარგებლეს და სასწრაფოდ მიტინგი მოაწყვეს.მალე სამხედრო გემის ულტიმატუმიც გახდა ცნობილი,გემი 15000 მანეთს,ნიკოლოზ ემუხვარის მოძებნას და სოხუმში ხელისუფლების რევოლუციური კომიტეტისთვის გადაცემას ითხოვდა.-დაკიამ- ულტიმატუმი დატოვა და იმავე დღეს სოხუმიდან გაემგზავრა.მალე სოხუმში ახალი ნაღმოსანი გემი-დერზკი- გამოჩნდა და -დაკიას- ულტიმატუმიც შესრულდა.ნიკოლოზ ემუხვარი ძიძიშვილთან,სმელ ბადიასთან ერთად შეიპყრეს დრანდის მახლობლად და გემზე აიყვანეს.ასვლისას ემუხვარმა რევოლვერი იძრო და უნტეროფიცერი კონოვალჩუკი მოკლა,ემუხვარი იქვე გამოასალმეს სიცოცხლეს,უდანაშაულო სმელ ბადია კი დახვრიტეს. ამ ამბის მწერლისეული გადმოცემა კი ადამიანის მთავარ მოვალეობად ერთგულებას სახავს. კატეგორიები: განათლებახელოვნება / ლიტერატურა View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.