planetanews Posted July 20, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted July 20, 2012 დილა დაიწყებოდა ყველასთვის ჩვეულებრივად, მაგრამ ჩემთვის არაჩვეულებრივი იყო მაშინ ყველა დილა... სხვები ჩაის დალევდნენ, მე კი მის მიერ ჩანთაში გუშინ ჩუმად ჩადებულ შოკოლადებს შევექცეოდი და ვფიქრობდი – ,,სახის ნაკვთები, ლურჯი თვალები, ხვეული, ქერა აჩეჩილი თმა.“ ვიცოდი შენ მე მელოდი სკოლის ჭიშკართან, ნახევარი საათით ადრე მოსული და მინდოდა ამ მონდომებას ტყუილად არ ჩაევლო. სხვები თუ დილით ალაგებდნენ ჩანთას – მე უკვე გუშინ მომზადებული, მთელი დილა სარკესთან ვტრიალებდი – ,,დღეს ყველაზე ლამაზი უნდა ვიყო!“ როცა ძალიან მომენატრებოდი, დავიგვიანებდი, მინდოდა სკოლის ეზოში მხოლოდ მე და შენ ვყოფილიყავით. ალბათ ამ დროს როგორ გიცემდა ხოლმე გული – ,,ნუთუ დღეს არ მოვა?“ – მე კი მოვიდოდი თავაწეული, შორიდან გიმზერდი და ერთი ნაბიჯის გადადგმას ერთ წუთს მაინც ვანდომებდი, ამ ნაბიჯების შუალედებში, რომ მოგფერებოდი და ამ საშინელ მონატრებას გაევლო თუნდაც, წამით... ახლოს მოსული თვალს აგარიდებდი, შენს მოურიდებელ მზერას ვერ გავუძლებდი მეგონა, თითქოს ვერ გამჩნევდი, თუმცა ჩემზე უკეთესად ამ დროს ვერავინ გხედავდა, შენს გულისცემას ვგრძნობდი ჩემსას, რომ ერთვოდა, თითქოს ვერ ვსუნთქავდი და სხეულის ყველა ნაწილი ითხოვდა ჩემგან ძალას. ერთხელ დაგვიანებულმა კლასში შესვლისას ისე ამოვისუნთქე, მასწავლებელი მომვარადა – „ხომ კარგად ხარ?“ საღამოობით, ძილის წინ ცას ვუცქერდი, წვიმაშიც კი ვცდილობდი ცამდე მიმეღწია. ერთხელ გავიგე, რომ შენც ჩემს მსგავსად იქცეოდი ძილის წინ... მივხვდი ერთმანეთი ბევრად ადრე გვიპოვია ვიდრე გვეგონა... და მაშინ ვარსკვლავებში შენ ერთს უფუნჯოდ გხატავდი, ფერად ფერებში, ისეთში სხვა ვერავინ, რომ ვერ შეძლებდა გამოეყვანე... არაფერს ვამბობდით ჩვენს გრძნობებზე, თუმცა იყო კი რამე სათქმელი? – ამას სიტყვა ვერასოდეს გამოხატავდა, შეიძლება დაემახინჯებინა კიდეც. რამდენი ბავშვურობა და გულწრფელობა იყო... მართალი უთქვამთ, ის პირველია და არ კვდება თურმე... პოსტის სურათი: http://www.blogger.ge/sites/default/files/1_4.jpg კატეგორიები: Lifestyle View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.