Jump to content
Planeta.Ge

ბლოგერების სახლი: დამსახურების ტვირთი


Recommended Posts

ერთმა ჩემმა ძველმა ნაცნობმა, მახსოვს, ერთხელ მითხრა, რამდენიც არ უნდა გქონდეს გაკეთებული ორგანიზაციისთვის, სადაც მუშაობ, დიდი მნიშვნელობა არ აქვს, თუ დღეს მისთვის საჭირო აღარ ხარ და სარგებელს ვეღარ ქმნი აუცილებლად წასვლა მოგიწევსო.  უსამართლობაა შეიძლება, მაგრამ ყველაზე ხშირად სწორედ ასე ხდება და ამაში არის რაღაცა ცივი, მაგრამ ძალიან რაციონალური.

 

მაშინაც კი, თუ წლებია ვემსახურებით ჩვენს ორგანიზაციას, მაშინაც კი, თუ ის სულაც ჩვენი შექმნილია. ჩვენს გარეშე არც სახელი ექნებოდა, არც გვარი, არც ასეთი იქნებოდა და შესაძლოა არც ყოფილიყო საერთოდ. შესაძლოა გვიფასებს კიდევაც ამას ჩვენი ორგანიზაცია, პატარა ძეგლიც შეიძლება დაგვიდგან, კიბის საფეხურს დააწერონ ჩვენი სახელი, მაგრამ მიუხედავად ამ ყველაფრისა, თუ კიდევ აქ ვართ და ვმუშაობთ, რა თანამდებობაც არ უნდა გვეკავოს, ის მაინც ცივია, რაციონალური და ერთ დღესაც კი არ გვპატიობს ისეთს, როდესაც შეგვეძლო რაღაცა გაგვეკეთებინა მისთვის და არ გავაკეთეთ. ის ყოველდღიურად ითხოვს ჩვენგან – არ გავჩერდეთ, კიდევ და კიდევ უფრო მეტი ვაკეთოთ.

რაღა დაგვრჩენია, სანამ აქ ვართ და სანამ ჯერ კიდევ გვინდა, რომ აქ ვიყოთ, იმისთვის, რომ ჩვენივე ღვაწლის შეგრძნებამ არ დაგვამძიმოს, ზედმეტი არ გაგვხადოს წლებთან ერთად, აჯობებს ჩვენ თვითონ, ჩვენივე ნებით, ყოველ დილას დავივიწყოთ ის, რაც გაგვიკეთებია ამ ორგანიზაციისათვის, ყოველ დღე, ყველა სხვა თანამშრომელთან ერთად, ახლიდან, სუფთა ფურცლიდან დავიწყოთ შრომა, სხვებივით და სხვებზე მეტიც ვისწავლოთ, სხვებივით და სხვებზე მეტიც ვაკეთოთ, სხვებივით და სხვებზე მეტადაც ვასწავლოთ და დავეხმაროთ სხვებს.

როგორც ჩანს, ეს არის ერთადერთი გზა, რათა ღირებულები ვიყოთ, სანამ აქ ვართ, შევქნათ სარგებელი და სხვებსაც ვაჩვენოთ, რომ დამსახურებას, როგორი დიდიც არ უნდა იყოს ის, მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია დღეს ვქმნიდეთ სარგებელს, თუ არა და აუცილებლად მოგვიწევს წავიდეთ.

 

მომზადებულია საკონსულტაციო კომპანიის სინერჯი ჯგუფის სპეციალისტების მიერ;

წყარო : insight.ge

 

პოსტის სურათი:

 

http://www.blogger.ge/sites/default/files/A%20Synergy%20Insight%20Logo%20-%20GEO_56.jpg

 

ტეგები:

 

დამსახურების ტვირთი

 

კატეგორიები:

 

ბიზნესი

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...