planetanews Posted July 20, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted July 20, 2012 http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/02/3096david-darchiashvili.22-300x2711.jpgუმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის დავით დარჩიაშვილის განცხადებით, “ის, თუ საითკენ მიემართება სახელმწიფო ბიუჯეტში ჯარიმების სახით შესული თანხები, დამოკიდებულია საბიუჯეტო კანონზე და არა დაჯარიმებულის ნება-სურვილზე”.როგორც დავით დარჩიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, მისთვის უცნობია დაზარალებულებისთვის დახმარება ივანიშვილის სურვილია თუ პოლიტიკური სპეკულაცია და კანონის დარღვევის გზით ქულების დაწერა. მისი თქმით, გასაგებია, რომ სტიქიის დროს ნებისმიერ ადამიანს, მათ შორის მილიარდერებსაც შეიძლება გაუჩნდეთ უანგარო სურვილები.“თუკი ბიძინა ივანიშვილი აღნიშნულ საკითხს პოლიტიკური თამაშებისთვის და პოლიტიკური მანიპულაციებისთვის არ იყენებს, მას შეუძლია, დაელაპარაკოს სახელმწიფოს, თუ როგორ შეიძლება, სტიქიის შედეგების აღმოსაფხვრელად თანხის ისე გადარიცხვა, რომ მას ეს ამომრჩევლის მოსყიდვად არ ჩაეთვალოს. არსებობს სამთავრობო შტაბი, რომელიც სტიქიასთან დაკავშირებით არის შექმნილი და ივანიშვილს შეუძლია მათ დაელაპარაკოს. თუმცა, დარჩიაშვილს “ქართული ოცნების” აჟიოტაჟი ამ საკითხზე, “სხვა რამეს აფიქრებინებს. ფანჯიკიძის განსასაზღვრი არ არის, როგორ მოქმედებს საბიუჯეტო კანონი საქართველოში, სასამართლო როგორ იღებს გადაწყვეტილებებს და ჯარიმები სად და როგორ მიემართება”, – განაცხადა დარჩიაშვილმა. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts