Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - სტიქიამ თიანეთში 1000 ოჯახი დააზარალა


Recommended Posts

http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/07/get_img1-300x209.jpgძლიერი წვიმისა და სეტყვის გამო თიანეთის რაიონში 1000 ოჯახი დაზარალდა. ქარმა სახურავი 15 სახლს გადახადა.

„თიანეთის რაიონში მცხოვრებ 1000 ოჯახს სტიქიამ მოსავალი გაუნადაგურა. წინასწარი მონაცემებით, დასეტყვილია 140 ჰა სასოფლო–სამეურნეო სავარგული. განადგურებულია მოსავლის 90%. დაზიანებულია 15 სახლი. შექმნილია სპეციალურ კომისია. სტიქიით მიყენებული ზარალის ოდენობა ხვალ დადგინდება,“ – განუცხადა მცხეთა–მთიანეთის საინფორმაციო ცენტრს თიანეთის გამგებელმა გიორგი აბაშვილმა.

სეტყვამ და გრიგალმა განსაკუთრებით თიანეთის რაიონის სოფლები – ნაქალაქარი, ნადოკრა, სიმონიანთხევი, ღელულები და გორანა დააზარალა. დაწყვეტილია ელექტროენერგიის სადენები და დამტვრეულია საყრდენი ბოძები. ძლიერმა ქარმა კაკლის ხეები ძირიანად მოგლიჯა.

ადიდებულმა მდინარემ სოფელ ნადოკრასა და გორანასთან დამაკავშირებელი ბოგირები დაანგრია. ბოგირების აღდგენა ამ დრომდე ვერ მოხერხდა, რის გამოც მოსახლეობა ისევ შემოვლითი გზებით სარგებლობს.

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...